როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ანუ შენ ჩემი გახდები !! ( 8 თავი)
#8 ტარამტამტამ... ქორწილის დღეც დადგა, რომელსაც დარწმუნებული ვარ ყველანი ელოდით. მარ შორის მეც ველოდი ჩემს ქორწილს. დილით ნინიმ გამაღვიძა.. -ჩემი სალიტა თხოვდებაააა. -მერე შენ რა გიხარია მე ვიკითხო. -მიხარია, იმიტომ რომ ვიცი ალექსანდრე გიყვარს. -არა. -კი კი კი. ვიცი გიყვარს მე რა უნდა მომატყუო?? -ხო, კაი კაი, მიყვარს დაკმაყოფილდი? დამაძინე ეხლა. -რა დაგაძინო გოგო, აეთრიე ეხლავე ქორწილისთვის გაემზადე თან სადაც არის სტილისტი მოვა. -ოოოოოო. -ოო არ უნდა მაგას ადექი ჩქარა. -არ ავდგები. -კარგი. და უეცრად თხლაშ... -ოე გოგოო სულ გააფრინე? ორ წამში ნინიმ იატაკზე გადმომაგდო. -არ გავგიჟებულვარ უბრალოდ გაგაღვიძე. -შენ მარტო მე კი არა ჩემი ქვედა მეზობელიც გააღვიძე. -კაი გეყო. ნუ ლაპარაკობ ბევრს აეთრიე. ავდექი ეს მაინც არ შემეშვებოდა. მამაჩემი ბედნიერი სახით მომეგება. -ჩემი გოგო.. -რა იყოო. -დღეს შენი ქორწილია. გილოცავ!! -მე კომპანიის გადარჩენას გილოცავ!! (ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა) -ისევ იწყებ? -არა, უბრალოდ გახსენებ. -კარგი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, შორს წავალთ. -მაიგნორებ? -არა, შენ მომავალზე ვფიქრობ. -მართლა რომ გეფიქრა იმას არ გამაყოლებდი ცოლად ვინც შენ გაწყობს. -სალი!! ( მკაცრი ტონი) -კარგი, გავჩერდები, მაგრამ ამას მაინც სულ შეგახსენებ. მამას გავეცალე და სამზარეულოში გავედი სადაც ნინი მელოდა. -ვაა, რა კარგი სუნიაა, ყავა გამიკეთე? (მე) -ხო, გამოგაფხიზლებს. (ნინი) -წეღან ისე გადმომაგდე უკვე გამომაფხიზლე და ეს ყავა რაღათ მინდა. -დალიე ნუ ყბედობ. მალე კარზე ზარიც გაისმა, დაახლოებით ხუთი გოგო შემოვიდა. სტილისტები იყვნენ. კაბაც მოიტანეს. არც გამიხსნია. სტილისტები საქმეს შეუდგნენ, ზოგი თმას მიკეთებდა, ზოგი მანიკურს ზოგი პედიკურს და ასე.. თმები მაღლა ამიწიეს, სახეზე ღია, დახვეწილი მაკიაჟი გამიკეთეს. კაბის ჩაცმის დროც მოვიდა, რომ გახსნეს ყუთი კაბისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მითხრეს რომ ულამაზესი იყო , მაგრამ მე არ შემიხედია. ფეხზე თეთრი ფეხსაცმელები ჩამაცვეს და გამამზადეს. ხელში წითელი ვარდების თაიგული დამაჭერინეს. -ვა, რა ლამაზი ხარ (ანდრია) -მადლობა. -ჩემი პატარა გოგო (გაბრიელი ატირდა) -აუ ნუ ტირი თორე გულს გამილღობ. (მე) -კარგით დაწყნარდით ალექსანდრე მოვიდა. მოგვაკეტინა ნინიმ -ეგეც დიდი ვინმე მოვიდა რა. (მე) -დიდ ვინმე ეძახე და შენი ქმარი კი ხდება დღეს!! მალე კარზე ზარი გაისმა, ნინიმ გააღო, ალექსანდრე და მისი მეჯვარე შემოვიდნენ. ალექსანდრეს კლასიკურად ეცვა, შავი შარვალი კოსტუმი, თეთრი "საროჩკა" ჰალსტუხი. სიმოატიური იყოს ძალიან. უხდებოდა კლასიკური სტილი. მომიახლოვდა მისი დოლჩე და გაბანას სუმანო ვიგრძენი რომელიც მუდამ მაგიჟებდა.. ღმერთო რა სიმპატიურია. მინდოდა მეკოცნა მაგრამ თავი შევიკავე.. მათაც წითელი ვარდები მოიტანეს. -ვა, რა ლამაზი ხარ (ამოიბლუყუნა ალექსანდრემ) -მადლობა. -გაიცანი ეს ჩემი მეჯვარეა ნიკა. -სასიამოვნოა (მე) -ჩემთვისაც. ძალიან ლამაზი ხართ. (ნიკა) -მადლობა. ცოტახნით ჩვენთან ვიყავით. ფოტოგრაფმა სურათები გადაიღო. მერე ყველა დაბლა ჩავედით და მანქანებში გავნაწილდით. მე ალექსანდრე ნიკა და ჩემი მეჯვარე ქეთი ერთად ჩავსხედით. -დღეს ჩემი ცოლი გახდები. (ყურში ჩამჩურჩულა.) ამ სიტყვებზე ჟრუანტელმა დამიარა. მთელი გზა სანამ საქორწილო სახლამდე მივიდოდით დაჟინებით მიყურებდა. თვალს არ მაშორებდა. მე ნერვები მეშლებოდა და თან მომწონდა კიდეც. მიყვარდა ეს მზერა რომელიც მეთერთმეტე კლასიდან დამზდევდა უკან. მივედით იმ ადგილზე სადაც ჩვენი ქორწილი სამუდამო ბეჭედს დაირტყამდა. შევიდოდით, როგორც ორი ჩვეულებრივი ადამიანი და გამოვიდოდით, როგორც ერთი ოჯახი. ისე რა საოცარი რამაა ეს ადგილი. აქ სრულიად უცხო ორი ადამიანი ერთი მთლიანი ხდება. მივედით და ჩვენს ადგილზე დავდექით, ბეჭდები გავცვალეთ თანხმობაც მივეცით. გამოვედით ოჯახად. უკვე ცოლ-ქმრის სტატუსით. მერე ეკლესიაში წავედით და იქაც დავადასტურეთ ჩვენი ქორწინება, ღმერთის წინაშე.. სიმართლე გითხრათ ულამაზესი იყო ეს რიტუალები. გვირგვინები დაგვადგეს თავზე, წამიერად თავი მართლა დედოფლად ვიგრძენი. ამაყად დავაბიჯებდი გვირგვინით, გვერდს ალექსანდრე მიმშვენებდა. იქაც სამუდამო ფიცი დავდეთ და ჩვენი ქორწინება უფრო გამტკიცდა. იქაც უამრავი ფოტო გადაგვიღეს. მერე იქ წავედით სადაც წვეულება გველოდა. რომ შევედით ყველამ ტაში დაგვიკრა დაილია ჩვენი სადღეგრძელოები. ალექსანდრეს მზერას ისევ ვგრძნობდი. ჩვენს ადგილზე რომ დავსხედით ისევ უჩურჩულა: -ვსო, უკვე ჩემი ხარ!! მისი, დიახ უკვე მისი ვარ, სამუდამოდ. მერე ყველამ ერთხმად დაიწყო: -კოცნა, კოცნა. ალექსანდრემ არ დააყოვნა და მაკოცა. ისე მაკოცა, რომ მთელ სხეულზე დამიარა სიამოვნებამ. არ მინდოდა გაჩერებულიყო მაგრამ ხალხი გვიყურებდა. ქორწილი გვიანობამდე გაგრელდა, ვიცეკვეთ, ვიცინეთ, ვიმხიარულეთ. ვაღიარებ ბედნიერი ვიყავი.. ალექსანდრე ხომ ისევ მიყვარდა და მიხაროდა მისო ცოლი რომ გავხდი. მაგრამ იმ საქციელს მაინც არ ვპატიობდი, რომ მიმატოვა. თან ისე რომ არაფერი არ უთქვამს. უბრალოდ გაქარა ჩემი ცხოვრებიდან. მერე ისევ გამოჩნდა და ეხლა მისი ცოლი ვარ. ყველაფერს ვანანებინებ!! მერე მე და ალექსანდრე მისი მანქანით ჩვენს სახლში წავედით, რომელიც უკვე მოეწყო ვაჟბატონს თავის გემოზე. (სხვათაშორის არ იყო ცუდი მოწყობილი) მერე ხელში ამიტაცა და ოთახში ამიყვანა. კარი გააღო, ძალიან ლამაზად იყო მორთული ოთახი, სურნელოვანი სანთლები, ვარდის ფურცლები საწოლზე და იატაკზე, ვარდების რამდენიმე თაიგულიც იყო. იქვე მაგიდაზე შამპანური ორი ჭიქით და შოკოლადიც არ დავიწყნიათ დაედით. საწოლზე დამაწვინა და ყელში დამიწყო კოცნა.. (სუსტი წერტილიც მიპოვა) მეც ავყევი, ვიგრძენი როგორ ჩახსნა კაბა.. მისი გახშირებული სუნთქვა გულს მიჩქარებდა.. -ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი ხარ.. ჩემი ირვეული ხარ.. მხოლოდ ამას მიმეორებდა.. და უსასრულოდ მკოცნიდა.. მეც ვდნებოდი.. მერე დაქანცულები ერთმენთს ჩავეხუტეთ და ისე დავიძინეთ. ***************** დილით სასიამოვნო სუნმა გამარვიძა. ალექსანდრე ოთახში სინით შემოვიდა სადაც გემრიელობები ელაგა. -ჩემმა გოგომ გაიღვიძა. მოვიდა და მაკოცა. -ისე ეს დაივიწყე წამიერი სისუსტე იყო. -არ დავივიწყებ წამიერი იყო თუ არა არ ვიცი მაგრამ კიდევ უნდა გავიმეოროთ. -გეგონოს. ამის იმედი არ გქონდეს.! -გავიმეორებთ. -არა! -მაგასაც ვნახავთ. მერე სააბაზანოში შევედი. კარი ჩავკეტე რომ არ შემოსულიყო და წყალი გადავივლე. ტილო მოვიხვიე და გამოვედი. თმების ვარცხმა დავიწყე. მერე მივხვდი რომ ოთახში მარტო არ ვიყავი. ალექსანდრე მომიახლოვდა სავარცხელი გამომართვა და თმების ვარცხნა დამიწყო. მე გავჩუმდი. მერე ვუთხარი: -გადი ეხლა უნდა ჩავიცვა. -გუინდელის მერე უნდა გავიდე? -ოო, გადი ეხლა რა. -არ გავალ. მივედი თმებში წავწვდი და გავაგდე. კარი ჩავკეტე და ტანსაცმელი ჩავიცვი. მერე ოთახიდან გავედი და ვუთხარი: -გაემზადე მამაჩემთან მივდივართ. -რატომ? -კითხვების გარეშე. არც გითხარი ის ქენი. დამემორჩილა. წავიდა ჩაიცვა და სახლში მიმიყვანა. -ჩემი გოგო მოვიდა. (ჩამეხუტა მამაჩემი) -აფერისტობის გარეშე გთხოვ. ხელი გავაშვებინე. -სადაა ჩემი მოტოციკლეტი? -დაბლა. "გარაჟში" -გასაღები მომეცი. კამათის გარეშე მომცა. -საით? (ალექსანდრე) -გავისეირნებ და მოვალ. -უჩემოდ არა. -აუ დაეტიე რა !! უხეშად ვუოასუხე და სახლიდან გავედი. ერთი სული მქონდა როდის გავფრინდებოდი ჩემი მოტოციკლეტით. რომ დავინახე ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ისე მიხაროდა. თან ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მინდოდა. მოვაჯექი ჩემს ბედაურს და ბოლო სიჩქარით წავედი.. მივქროდი და ვგრძნობდი ადრენალინის მოზღვავებას... სისხლი მეყინებოდა და ეს სიტუაცია მომწონდა.. უფრო და უფრო მოვუმატე სიჩქარეს და..... ბრახ... ყველაფერი ჩაბნელდა.... ************* -სალიტა სალიტა.. გაიღვიძე ნუ გავინებ!! (ალექსანდრე ყვიროდა) -ვიღვიძებ, ვიღვიძებ. ვიძახდი მე მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი, და მგონი ჩემი ნათქვამიც არავის ესმოდა. მე კი მათი ტირილი მკაფიოდ ჩამესმოდა ყურში. გონს რომ მოვედი მთლიანად თაბაშირში ვიჯექი, თავით ალექსანდრე მეჯდა. -გაიღვიძე? -მგონი კი. მერე ექიმი შემოვიდა, მამაჩემიც შემოყვა. -არ უნდა მეყიდა შენთვის მოტოციკლეტი, ხო ვიცოდი რომ ასე დაგემართებოდა. ყვირილი ამიტეხა მამაჩემმა, თითქოს ამ სიყუაციით მე კმაყოფილი ვიყავი. -ბატონო ლევან აქ ნუ ყვირით თავი შეიკავეთ. დააწყნარა ექიმმა. ოალატიდან გაიყვანეს. -ქალბატონო სალომე. -დიახ. -როგორ გრნობთ თავს. -თქვენი აზრით? თაბაშირისკენ ვანიშნე. -თქვენ ძლივს გამოხვედით ამი სიტუაციიდან, ღმერთს ყვარებიხართ. (გამიღიმა) -რომ ვყვარებოდი ეხლა არ მეღვიძებოდა. -ასე ნუ ამბობთ არ შეიძლება. (ექიმი) ალექსანდრე ხმას არ იღებდა, მხოლოდ იღიმებოდა იმიტომ რომ მე გამოვედი მდგომარეობიდან. -აქ რამდენი ხანი მომიწევს ყოფნა. -სავარაუდოდ ერთი თვე. -რააა? (ვიკივლე) -რაც გაიგეთ. -უფრო მალე არა? -არა. მითხრა და გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.