შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება თუ?!...(თავი X)


5-04-2015, 23:12
ავტორი Nina))
ნანახია 2 851

***
ზოგჯერ შურისძიება ბოლომდე ვერ მიგვყავს და ვწყვეტთ..
თუმცა იმას არ აქვს მნიშვნელობა სად გაწყვეტ მას და რისი გულისთვის,მთავარია იჩენს შენს სისუსტეს და ვეღარ აგრძელებ..
ვეღარ იძიებ შურს..
ზოგჯერ..
ზოგჯერ კი იმდენად ვართ შურისძიებისა და სიძულვილის მორევში ჩაფლული რომ ამოსვლა გვიჭირს ჭაობითან,ის უკან და უკან გვითრევს..
უფრთხილდით შურისძიებას,ყველას და ყველაფერს გაკარგვინებს!

***
შემდეგი ეტაპი შოუა,ნატალიას დარქმეული სახელწოდებაც ვერცხლისფერი ასოებით გაბრწყინდა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე..
ნატალიას კოლექციამ ყველა დაშოკა.
გეფიცებით,რაღაც საოცარი დიზაინი იყო..
სადა,ელეგანტური.. რაღაც საოცრება..
ქართველი ელი სააბი!
სცენაზე რომ ნატალია მიიწვიეს მადლობის გადასახდელად აქ ჭკუიდან გადავიდა ლამის მაია,მათი დაფუძვნებული სააგენტო წამებში ჩაიგდო ხელში ნატალიამ..
მერე ,როგორც იქნა დამიანეც მიიწვიეს და ცოტათი დაწყნარდა ქალბატონი..
-უღრმესი მადლობა მათ ვინც აქ მობრძანდით,ძალიან დიდი ბედნიერებაა,როდესაც შენი პირველი ნამუშევარი ასეთ წარმატებას აღწევს,მადლობა ყველას ამ ბედნიერი წუთებისთვის.

***
-მაპატიეთ ქალბატონო,მაია,მაგრამ წარმატებამ და იღბალმა ზურგი მაქციეს..ჩემი წილი უნდა გავყიდო,ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ.
-ხელსაც არ ახლებს არავინ,მე ვიყიდი
-უკაცრავად,მაგრამ უკვე გავყიდე-ამაყად უსწორებს თვალებს
-რა თქვი?!
-რაც გაიგეთ,არ ვიყავი ვალდებული თქვენთვის რაიმე მეთქვა! ან თქვენთან შეთანხმებულად მემოქმედა,მე თქვენი თანამზრახველი არ ვყოფილვარ და მითუმეტესს არც ვიქნები!მშვიდობით,საყვარელო.
-ჯანდაბაშიც წასულხარ-მიაძახა გამწარებულმა მაიამ და ხმამაღლა აწიკვინდა,რომ რამენაირად უკან დაებრუნებინა ნატალია,მაგრამ მან სამუდამოდ გადმოაბიჯა იმ ბინძურ სამყაროს,რომელმაც მამამისი შეიწირა...
***
-დამიანე,მიშველე,შვილო,მისი აჩრდილი არ მასვენებს..
-ვისი,დედა?
-იმისი,შვილო,გეფიცები მე არ მომიკლავს,არ მასვენებს,მეუბნება შენ მომკალიო,მემუქრება..დემეტრეს აჩრდილი არ მასვენებს შვილო,მე ,მე მოვკალი..-თავზარი ეცემა დამიანეს,როგორ უდნა ეს ქალი მისი ხელით დაახრჩოს,მიუხედავად იმისა რომ იგი დედამისია არ ამართლებს,ან როგორ უნდა გაამართლოს..როგორ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის წართმევის პატიება..
-რააა? დედა,ეს რა გააკეთე!!-ღრიალებს დამიანე-არ დამენახო,ადექი და წადი
-დამიანე,მიშველე,შვილო,დამზდევს,არ მასვენებს,აქაც ის არის,აი-დანა აიღო მაიამ და თათიასკენ გაიქცა,ვერაფერი მოახერხა დამიანემ,ვერ მოასწრო დაჭერა,მაიამ შვილს დანა გულში ჩაარტყა..
განწირულად კიოდა დამიანე,როდესაც მიხვდა რა ჩაიდინა უკვე გვიანი იყო..თავქუდმოგლეჯილი გაიქცა იქიდან...
დამაინე კი განწირული ხმით ღრიალებდა,ნატალიაც ჩააფრებულივით წამებში გაჩნდა მასთან და სასწრაფოს გამოუძახა.
-დამანიე,დამშვიდდი,კარგად იქნება..-დაპროგრამებულივით და ჩახლეჩილი ხმით ანუგეშებდა,თუმცა ნუგეშის არაფერი უგავდა,საკუთარი სიტყვების თვითონაც არ სჯეროდა.
-ნატლია,ერთადერთი მყავს,გთხოვ დამეხმარე..
ნატალიაც დამიანეს მხარზე ხელს რიტმულად დააცოცებდა და ცრემლებს წმენდდა..
სასწრაფოც მოვიდა,საავადმყოფოშიც წაიყვანეს და ნატალია მაინც მის გვერდით იყო..
ალბათ ეს არის სიყვარული..
ალბათ ასეთი სიყვარულია უფრო ვნებიანი,მიმზიდველი და ნამდვილი.
როდესაც გძულს და როდესაც გიყვარს...
ალბათ ეს არის სიყვარული,როცა ორ ცეცხლს შუა იწვი,მოკლა თუ შეინარჩუნო.
გძულდეს თუ გიყვარდეს.
დაეხმარო თუ გასწირო..

***
-დამიანე,დამშვიდდი,ის კარგად იქნება,აი,ნახავ,გამოკეთდება
-ნატალია სად არიან ამდენ ხანს,რატომ არ დაასრულეს ოპერაცია-ბოლთას სცემდა დამაინე
-დამშვიდდი,ოპერაციას უკეთებენ,ხომ არ თამაშობენ,მე აქ ვარ,შენს გვერდით,არ დაგტოვებ..-უკნიდან ეხვევა ნატალია..
-იმას რომ რამე დაემართოს არ ვაცოცხლებ დედაჩემს!
-ასე ნუ ლაპარაკობ,ის მაინც დედაშენია
-ის მკვლელია!ჯერ დემეტრე მოკლა,შემდეგ ჩემი დის მოკვლას სცდილობს-ბოლოს გაჩერდა დამიანე,როდესაც მიხვდა რა წამოროშა გამწარებული შემობრუნდა და გაშეშებული ნატალია გულში ჩაიკრა..
ხომ იცოდა რომ დემეტრე მაიას მოკლული იყო,მაგრამ მაინც შოკი იყო ამის გაგება...
აღარ ეცოდებოდა, აღარც დამიანე,აღარც თათია.. აღარავინ ეცოდებოდა,გხევებული იდგა და ცრემლებს იწმენდდა..
როდესაც გაიგო რომ თათია მოკვდა მაშინვე დატოვა იქაურობა...
მთელი ღამე ტიროდა..
საკუთარ თავს ყველაფერში გამოუტყდა..
დამიანესა და დემეტეს უსაზღვრო სიყვარულში..
იმ სიყვარულში,რომელსაც შურიძიება ვერაფერს აკლებს...
ვის რაში უნდოდა აქციები,როდესაც ხალხი უაზროდ კვდებოდა...
ვის რაში აინტერესებდა ქონება,როდესაც ამხელა ტრაგედია ტრიალდებოდა ა უკვე ჩანადენს ვეღარ ასწორებდნენ...
მიხვდა როგორ უყვარდა დემეტრე და როგორ გამოაცალეს ხელიდან...
როგორ უყვარს დამიანე და როგორ აცლიან ხელიდან..
როგორ უყვარდა მშობლები და როგორ წაართვეს..
როგორ იყვარდა არ დაბადებული ძმა...რომელსაც სწორედ მაიასა და თამაზის გამო დაერქვა არ დაბადებული...
რომ მიხვდა რამხელა სიძულვილით იყო სავსე,რომ მიხვდა როგორ ტკიოდა მის მეორე ნახევარს,რომელმაც ამხელა სიძულვილში სცადა და დიდი სიყვარული გააღვივა,ასმაგად ეტკინა ყველაფერი..
ასმაგად იგრძნო ყველა მისთვის მიყენებული ტკივილი და ბოლო ხმაზე აღმუილდა..
დამიანეს ურეკავდა,მაგრამ არ პასუხობდა..
რეკავდა-პასუხი არ იყო..
ასე გრძელდებოდა და საბოლოოდ გადაწყვიტა მოეძებნა,თვითონ,მისი ხელით მოეძებნა და სამუდამოდ დაესვა ამ სპეკტაკლისთვის წერტილი..
ყველა შეიწირა და შურიც ნახევრად იძია..
ახლა რჩებოდა ორი საკითხი..
მაია და დამიანე..
შურისძიება თუ.. სიყვარული...
ჩანთას დაავლო ხელი,იარაღი ჩააგდო,სასმელიც გაიყოლა და დამიანეს მოსაძებნად წავიდა...
***
აი,რა ხდება როდესაც შურისძიებისკენ ისწრაფვი,როდესაც შურისძიება გიპყრობს და გითრევს შიგადაშიგ..
აი,რა ხდება,როდესაც შენი ცხოვრება შურისძიების ცეცხლშია გაჩხერილი,როდესაც ვეღარაფერს აკეთებ..
და შურისძიება განსაკუთრებით მაშინ არის მძიმე და შეუძლებელი,როდესაც მიზანში აყვანილი ადამიანი შენი ერთადერთი სიყვარულია...
თუმცა..
არასდროს იძიოთ შური.. ხომ ხედავთ..
ნატალიამ ყველა დაკარგა ვინც უყვარდა და ახლა ორ ცეცხლს ‘შუა იწვის: „ შურისძიება თუ სიყვარული...“

მაპატიეთ,ბავშვებო,ვიცი ცუდი ვარ,უზრდელი,მაგრამ გამიგეთ,გუშინ ღონისძიება იყო ჩემი სკოლის,რომელშიც მეც ვმონაწილეობდი,რეპეტიციებზე ვათენებდით და სახლში ღამის პირველ-ორ საათზე ვბრუნდებოდით,გადაღებები იყო და ასე შემდეგ...
მაპატიეთ დაგვიანებისთვის,ახლა თქვენც დაგასვენებთ და მეც დავისვენებ,ორ ან ერთ თავში დავასრულებ.
მინდა ავღნიშნო,რომ ისტორია თავებად დაყოფილი არ მიხდება,ისევ ჩემი სრულად ატვირთულები სჯობს..
მადლობა და მიყვარხართ,
ნინუცი.



№1  offline წევრი natia23

კარგი ხარრ ,, დიდი ხანია გიცდი და იმედია მალე დადებბ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent