შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მაგარი სიყვარული გცოდნია. (ნაწილი 2) 8


7-04-2015, 15:53
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 683

სახლში მივედით თუ არა დასაძინებლად წავედი, არაფრის თავი არ მქონდა. დილით დედაჩემმა გამაღვიძა
-ადექი მე სამსახურში მივდივარ და შენ ჩაალაგე რაღაცეები, გუშინ მაკამ მითხრა ხვალვე გადმოვიდეს არაა წვრილმანი რაღაცეები საჭირო
-რაა? მეღადავებით, ასე მალე?
-რა ვქნა? რაც შენ დააშავე მე ნუ მომთხოვ იმის გამოსწორებას დროზე
-კაი დათოს დავურეკავ
-მიდი და მე წავედი.- თავზე მაკოცა და ოთახიდან გიჟივით გაიქცა, ტელეფონი მოვძებნე და დათოს დავურეკე
-როგორ ხარ?
-რავი, შენ?
-კარგად, დათო გუშინ დედაშენს უთქვამს ხვალვე გადმოვიდესო და ასე ოთხისკენ მოახერხებ ჩემთან გამოსვლას ჩავალაგებ რაღაცეებს
-დღეს სამსახურიდან კახეთში მივდივარ. თეკოს დავურეკავ და ვეტყვი რო მოგეხმაროს, ან დედს და მანქანით მოვა კაი
-კარგი და შენ მოხვალ დღეს?
-კი მოვალ.- მივხვდი რო ჩაეცინა რაღაცნაირად მომესმა ხმა ტელეფონში
-კაი.- ლოგინიდან წამოვდექი და სამზარეულოში გავედი, მაცივარი გამოვაღე და ისეთი არაფერი დამხვდა რაც მომეწონებოდა, ბოლოს მაინც კვერცხზე შევაჩერე ჩემი გემოვნება თუ რაც არის და შევიწვი, საჭმელად ვჯდებოდი გიგამ რო დამასწრო დაჯდომა
-აუ კაი რა
-რა?.- გამოტენილი პირით გამომხედა
-არ მცალია, უნდა ჩავალაგო რაღაცეები და ახლა თავიდან მომიწევს გაკეთება ყველაფრის
-რა უნდა ჩაალაგო?
-ბარგი-ბარხარან
-უი ჰო ჩემი და გამიფრინდება მალე.- აფერისტივით ვითომ ცრემლები მოადგა თვალზე და თითები გაისვა
-საზიზღარი ხარ. მამა წავიდა?
-კი და მეც მივდივარ
-მმ სად?
-ბიჭებთან
-აჰა.- წარბები დავქაჩე და ისევ თავიდან შევუდექი კვერცხის შეწვას.
ბარგის ჩალაგება თითქმის დამთავრებული მქონდა კარზე ზარი რო გავიგე, მაიკა გავისწორე და კარისკენ გავიქეცი, თეკო და მაკა იყვნენ
-მობრძანდით.- შიგნით შემოვიპატიჟე
-აბა როგორ ხარ?.- მკითხა მაკამ და ლოყაზე გემრიელდ მაკოცა
-რავი, ახლახანს დავამთავრე თითქმის დავამთავრე ბარგის ჩალაგება
-მე ხო ვთქვი ბევრი არაფერი გინდა თქო
-კი, მაგრამ იმდენი რამე მომიგროვდა
-კაი არაუშავს, მიდი გამოიტანე და წავიდეთ
-იცით დედაჩემი მალე მოვა სამსახურიდან და არ მინდა სანამ ის არ მოვა წავიდე თუ არ გეჩქარებათ სადმე დაველოდოთ, მანამდე ყავა თუ ჩაი
-მე არასად მეჩქარება, ყავა!.- განაცხადა თეკომ და სავარძელში როგორც ყოველთვის გემრიელად მოკალათდა
-კარგი დაველოდოთ დედას.- გამიღიმა და ხელი მომხვია, არა რა საოცრად თბილი ქალია
-თქვენ რას დალევთ
-მეც ყავა
-ახლავე.- სამზარეულოში გავედი და ფართხა-ფურთხით გავაკეთე ყავა და გამოვედი, ჩვენთვის ვლაპარაკობდით დედა რო მოვიდა, მაკამ მოგტაცებთ ახლა შვილსო, ბარგი უკვე ჩატანილი მქონდა მანქანაში ვაწყობდი მეზობლები რო გამოლაგდნენ. დედაჩემს თითქოს სამუდამოდ ვშორდებოდი მაგრად მოვხივე ხელები და ცრემლები წამომივიდა, მერე მეზობლებიც მებრდღვნენ და თან ჩემს დედამთილს ათვარიელებდნენ, ორი მათგანის ლაპარაკს მოვკარი ყური და გაეცინა
"- ერტყობა შეძლებული ოჯახია
-ეტყობა კი არა მასეა ნაახე როგორ მანქანით მოაკითხა თან როგორ მოვლილია
-ჰო, ჰო ისე ამ კატოს რამ მოუქროლა თავში ასე მალე რო თხოვდება
-რას გაუგებ ამ თაობას
-ჰო, აბა ჩვენს დროს..." და ასე გააგრძელეს ალბათ დიდ ხანს, მაქანაში უკანა სავარძელზე დავჯექი და თვალები მივნაბე, ახალი ცხოვრება მეწყებოდა, შეიძლება მტანჯველი არა, მაგრამ უამრავი სირთულე მელოდა წინ. მათ ეზოშიც იგივე ახალი მეზობელები თეკომ გამაცნო
-ეს ლოთი ზაქროა, ჰო ეს ლამარა, ეს თინა მაგარი ქალია ძაან, ეს ნიკაა და თავისი ძმა ლაშა, სუ აქ სხედან "ბაბულიკობენ"
-რა სულელი ხარ.- ისეთ კომენტარებს უკეტებდა მეცინებოდა
-ჰო წამო ეხლა ავიდეთ, თორე იმდენი არიან რა დათვლის, თან მშია შენ?
-არა.- გავინაზე არადა საშინლად მშიოდა
-ოო კაი რა რას მატყუებ თუ რძალივარო და ვინაზებიო
-ჰო, სადღაც მასე
-ჰოდა ნუ გერიდება მაკაა მარტო სახლში და ისიც ოთახში შევა.- ლიფტი ძლივას აჯაყჯაყდა და ჩემი არა "ჩვენი" ჩემი და დათოს ოთახი მაჩვენეს, ჩემოდნები შევიტან და უკან გამოვედი, დაღლილი ვიყავი და იმის ამოლაგებას ყველაფერი მერჩივნა.

საღამოს მეზობლები იყვნენ შემოსულები ჩემს გასაცნობათ, თინა და ნაზო (ასე ეძახდნენ თავიდან გამეცინა) თავიდან ფეხებამდე ამათვარიელეს და კითხვების კოიანტელში მოვხვდი, ერთი სული მქონდა დათო მოსულიყო, თავს დავაღწევდი მათ და ცოტახანი დავისვენებდი, ცოტახნის მერე ჟრიამულით შეხვდნენ ვიღაცის შემოსვლას სახლში, მივხვდი რო დათო იყო "ვაა სიძე მოსულაო", მეც როგორც მოსიყვარულე ცოლი ავდექი და გავხედე, ჩემს დანახვაზე გაეღიმა და ჩემთან მოვიდა
-რას შვები?
-ნაზოს და თინას ჩავაბარე პატაკი.
-ოჰ, ამ უბანში რძალი არ მოსულა ისე ამათთვის ყველაფერი რო არ მოეყოლა, გინდა გადაგარჩინო მათი კლანჭებიდან?
-დიდი სიამოვნებით
-წამო და საჭმელი მაჭამე
-რა? არაფერი არ ვიცი სად რაა
-არაუშავს გასწავლი წამო.- სამზარეულოში გამიყვანა და მითხრა სად რა იყო.
რამოდენიმე დღეში ყველაფერი დავიზეპირე, ახლა მარტო მე და თეკო ვიყავით ხოლმე სახლში საღამოს 7მდე უფრო სწორედ 1 საათამდე სულ მარტო ვიყავი, მერე თეკო მოდიოდა სკოლიდან, უნივერსიტეტში აღარ დავდიოდი ნუ ჯერ აღარ თუმცა მინდოდა სიარული, დათომ მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ და ვიჯექი სახლში, საღამოს გარეთ ვსეირნობდით მე თეკო და დათო ხან მარტო მე და დათო, თეკოს ფიზიკა ქონდა.
დედაჩემი მირეკავდა, მისი სამსახურის გამო თითქმის ვეღარ ვნახულობდი, რამდენჯერმე გიგა იყო მოსული, მამა არც მირეკავდა ისევ გაბრაზებული იყო, მაგრამ რას ვიზავ. ეზოში სკამზე ვიჯექით მე და დათო უკვე სექტემბრის ბოლო იყო იყო და საღამოობით ცოტა ციოდა
-შეგცივდა?
-კი ცოტა, მაგრამ ვიყოთ რა, სახლში არ მინდა, თან ვერთობი აქ ხალხს ვათვარიელებ
-მე კიდე პატარაობიდან აქ გავიზარდე და მომბეზრდა უკვე
-კაი მაშინ ავიდეთ
-არა შენ თუ გინდა ვიყოთ, მე ეს ისე ვთქვი
-არა ავიდეთ, თან დაღლილი ხარ, მეც ვერ ვარ კარგად მეძინება.- გავხედე და გავუკრიჭე
-კაი.

-თეკო რატო აგვიანებ ასე?
-დღეს ინგლისურიც აქვს.- გამომძახა სამზაეულოდან მაკამ, დედას ვერ ვეძახსი და არჩევანი მაკა დედიდაზე შევაჩერე, თან ავუხსენი რატომაც და ასე მითხრა არაუშავს, ყველა კი ვერ დაუძახებს დედამთილს დედასო, აი მაგალითად მე ჩემს დედამთილს ლანას ვეძახდიო, ძალიან საყვარელი ქალია ეს მაკა სულ სიცილის ხასითზეა, ერთი წუთით არ მოგაწყენს. ოთახში შევედი და დათოს უკვე ეძინა, მეც წამოვწექი და გვერდით მივუცუცქდი, ისეთი საყვარელი იყო თან სასაცილოდ ეძინა, კარიდან თეკოს ჭყივილი შემომესმა და მერე მაკას ხმამაღალი ბრძანება თუ რა იყო ვერ გავიგე
-სძინავთ და ხმა ჩაიგდეო!.- არა რა სიყვარულით თუ არ გავთხოვდი, მაინც მაგარ ოჯახში მოვხვდი და მომკალით!

-ესეც შემდეგი ცანცარა თავი, ისე შემიყვარდნენ ეს პერსონაჟები მეთვითონ და განასკუთრებით კი თეკო არ მინდა რო დავამთავრო და ასე უაზრო გავაგრძელო, მაგრამ მგონი მალე მომიწევს ამ ყველაფრის დამთავრება, იმედია მოგწონთ და არც ისე პატარ თავი არ გამომივიდა მგონი, მადლობა რომ კითხულობთ love



№1  offline წევრი ninee

me momwons da minda datos da am gogos ertmaneti sheuyvardet :-*gaagrdzrle

 


№2  offline წევრი S.likuna

oooo raaaaa..patara taviiaa dzalian (( male dadeee raaa dzalian magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent