შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შვიდი (სრულად)


8-04-2015, 12:54
ავტორი grifini
ნანახია 8 890

-ქალბატონო ნანო იქნებ ინებოთ,ასწიოთ ერთი ადგილი და ჩამეხუტოთ.-სიცილით უთხრა ლიკამ და ხელები მაგრად შემოხვია.
-სად ხარ გოგო ამდენხანს?-უთხრა გაბრაზებულმა ნანომ და მანაც მაგრად შემოაჭდო ხელები.
-ჯანდაბაში და დოზანაში! ჩემი ძმა არ მიშვებდა დამეხმარე დაწერაშიო,დებილია რა.-თქვა მობეზრებულმა ლიკამ და თავი გადააქნია.
-ოხ,როგორ მესმის შენი!-უთხრა სიცილით ნანომ.
-გოგო ბავშვები სად არიან?
-სად და კაფეში გველოდებიან,დროზე წავიდეთ თორემ ამიკლეს.-უთხრა სიცილით ნანომ და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
-მოიცა შენთვის იცი რა მაქვს?-უთხრა სიცილით ლიკამ და ფართხუნა ჟაკეტის ჯიბიდან მწვანე ალპენ გოლდი ამოძვრინა.
-ჩემი გოგო!-დაიყვირა და ხელებიდან შოკოლადი გამოსტაცა,გაბრწყინებული თვალებით დაჰყურებდა მას და თან ლიკას ეხვეოდა.
-ვიღაცას უნდა ეყიდა ისე ჩემთვის.-ეცინებოდა ლიკას ნაოჭაშვილის ბავშურობაზე.
-შემდეგში გიყიდი.-ხელი ჩაიქნია და შოკოლადი გახსნა.
-წინაზეც ეგრე მითხარი,მაგის წინაზეც და მაგის წინაზეც.-ვერ ჩერდებოდა ლიკა უკვე ისე იცინოდა.
-ანააა!-ბოლო ხმაზე დაიყვირა ნანომ,ლიკამ კი ხელები ყურზე მიიფარა.
-გამისკდა ბარაბანი შე კაი ქალო.-დაუცაცხანა და წინ მომავალ თვაურს გაუღიმა.-მოდი ანუშკი-უთხრა ღიმილით ლიკამ და მაგრად მოეხვია მეგობარს.
-ისე შენ უყიდე ხო?-სიცილით კითხა თვაურმა.
-ხო.-ყაჩლაურიც სიცილით დაეთანხმა.
-მოდი ჩაგეჩუტო.-უთხრა პირ გამოტენილმა ნანომ თვაურს.
-მოდი,მოდი.-უთხრა სიცილით და მასაც ჩაეხუტა.
ქუჩაზე მიდიოდნენ და სიცილით კვდებოდნენ,რომ გეკითხათ რაზე იცინოდნენ განა იცოდნენ პასუხი? უბრალოდ იცინოდნენ.ისეთი სიცხე ტრიალებდა ქალაქში მგონი მარტო ეს სამი დადიოდა ქალაქში.
-დედა დავიხრუკე.-ამოილაპარაკა ნანომ.
-მე ვაბშე რაღა ვთქვა.-თქვა ლიკამ და მის ფართხუნა ჟაკეტზე დაიხედა.
-რას ჩაიცვი მერე?-უთხრა სიცილით ანამ.
-რავიცი მე,ციოდა გუშინ და.-თავი გადააქნია ლიკამ და კაფეში შევიდა.
-გვეღირსააა!-წამოიყვირა მარიამმა და სკამიდან წამოხტა.
-რა გაყვირებს გოგო სირცხვილია!-დატუქსა თათულიამ და ბავშებს გადაეხვია.
-ეს ხო არაფერს შეგარგებს რა!-ჩაიფრუტუნა შატაკიშვილმა და ისიც გადაეხვია მეგობრებს.
-ბუ ჯერ არ მოსულა?-იკითხა ანამ.
-არა,მოვდივარო-გასცა პასუხი საბამ.
-ააამ,კაი.
რაზე ლაპარაკობდნენ რომ გითხრათ თვითონაც არ ვიცი.უბრალოდ აი ასე ლაპარაკოდბნენ,ხან ალთას ახტებოდნენ ხანაც ბალთას.იცით რა მაგარი ბავშვები იყვნენ? აი ვერ აგიღწერთ! ყველას განსხვავებული იყო,მაგრამ იცით როგორ უყვარდათ ერთმანეთი? უფ, არც ეგ არ ვიცი.უბრალოდ მთელს დედამიწაზე ყველაზე მაგარი მეგობრები იყვნენ,მეტი კი არაფერი.
-მოიცათ,მოვალ.-უთხრა ნანომ და სკამიდან წამოდგა.
ღიმილით მიდიოდა სალაროსთან,რომ კიდევ ერთი კოკა-კოლა შეეკვეთა,როდესაც მთელი ძალით ვიღაც შეასკდა.ძლიერი ხელები,რომ არა რომლებმაც დაიჭირეს ალბათ ზღართანს გაადენდა.დაბნეული და განრისხებული ჩააშტერდა კუპრივით შავ თვალებს რომლებიც ღიმილით და სითბოთი უმზერდნენ.ამ თვალებში ისე ჩაიკარგა ვერ მიხვდა,რომ სრულიად უცნობს ჩაშტერებოდა თვალებში.
იქვე მყოფი მეგობრები კი სიცილით იგუდებოდნენ და აუარებელ ფოტოებს უღებდნენ.
-აი,ეს არის ნანოს ბოლო ბედი!-დარწმუნებით ჩაილაპარაკა ანამ და ყველა მას დაეთანხმა.
როგორც იქნა ამოძვრა მამაკაცის საკმაოდ თბილი თვალებიდან და სწრაფად შეაშვებინა ხელი.
-თავხედო! როგორ მიბედავ?!-უყვიროდა და სულაც არ იმჩნევდა სიცილისგან გაგუდულ მეგობრებს და უცნობების გაკვირვებულ თვალებს.
-მოიცა,მოიცა გოგონი.-უთხრა სიცილით მამაკაცმა.-შენ მიყურებდი ამდენი ხანი თვალებში და კიდევ ჩემი ბრალია?-ჰკითხა და ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-რა?..რა?..თქვენ...ამას როგორ მკადრებთ?!-სულ აწითლდა და დაიბნა ნაოჭაშვილი.
-კაი,გოგონი დამშვიდდი.-უთხრა სიცილით ბიჭმა.
-აჰ,-ამოიოხრა ერთი აწითლებულმა ნანომ და მეგობრებისკენ მრისხანე წავიდა,ხელები მუშტებად შეეკრა და სახეზე პომიდვრის ფერი ედო.
-რა იყო ნანო ჩავარდი ვინცხას თვალებში?-სიცილით უთხრა ლიკამ.
ნაოჭაშვილმა ერთი შეუბღვირა და თავის ადგილზე დაჯდა,სულაც არ გახსენებია რისთვის წავიდა სალაროსკენ,იმ თვალების გადამკიდე თავის სახელი ძლივს ახსოვდა.
ბავშვები იცინოდნენ ხან რაზე ხანაც რაზე,ნანოს კი თვალი სადღაც გაეშტერებინა და სულაც არ აქცევდა არც ბავშვებს ყურადღებას და არც იმ მწველ მზერას,რომელიც ზურგს უწვავდა.
-აუუუ,სოფომ ვერ მოვალო,-დაიწუწუნა თვაურმა.
-რატომ?-ჰკითხა საბამ და დაბღვერილ ნაოჭაშვილს სიცილით შეხედა.
-რავიცი მე.-მხრები აიჩეჩა ანამ.
-აუუ,მეც წავედი რა.სხვა დროს გნახავთ.-ხელი დაიქნია საბამ და ადგილიდან წამოდგა,ყველას დაემშვიდობა და ისიც გაეტია კარებში.
დიდი ხანი ისხდნენ და იცინოდნენ,ნაოჭაშვილი მაინც დაბღვერილი იყო.ვერ მოიყვანეს ხასიათზე ბოლოს მიხვდნენ,რომ მათი საქმე წასული იყო.
შატაკიშვილი ფეხზე წამოდგა და ნაოჭაშვილს მხარი გაჰკრა.
-რა არის მარიამ?-ჰკითხა ბღვერით.
-ეხლა ნახე.-უთხრა მარიმ და თვალი ჩაუკრა,ვერც გაიაზრა რა მოხდა ისე მივიდა მარიამი მამაკაცის წინ და რაღაცაზე ლაპარაკი დაუწყო.
ამის შემხედვარე თვალები ვერ დაიმორჩილა და საცრის ოდენა გაუხდა,იმაზე ხო საუბარი ზედმეტია,როდესაც მომღიმარი მამაკაცი მისკენ წამოსული დაინახა როგორი თვალები გაუხდა.
გაკვირვებული თვალებით შესცქეროდა და ვერ ხვდებოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ სიმპატიურ აყლაყს მის წინ.
-ბოდიში უნდა მოგიხადო რა,-კეფა მოიქექა და თვალები მოჭუტა,ნაოჭაშვილს ლამის ბუდიდან გადმოუვარდა თვალები.ვერც ვერაფრის თქმა მოასწრო ისე წავიდა თავისი სკამისკენ და იქიდან თვალის მომჭრელი ღიმილით გაუღიმა,როგორც იტყვიან ჰოლივუდის ღიმილით.
***
მთელი სამი დღე დადებილებული დადიოდა და სულ იმ სიმპატიუ აყლაყზე ფიქრობდა.რამდენჯერ გამოიჭირა საკუთარი თავი იმაში,რომ მასზე ფიქრობდა და საკუთარ თავზე გაცოფდა. „ჯანდაბა!რატომ ვფიქრობ მასზე?!“ უწყრებოდა საკუთარ თავს და ისევ მის ჰოლივუდურ ღიმილზე ფიქრობდა.
-სად გაქვს გოგო ტელეფონი?-აიღო თუ არა ტელეფონი,ჩაჰყვირა ანამ.
-ჯანდაბაში!სად მექნება ჰა? ვიბროზე მაქვს და არ მესმის ხოლმე,-ამოიწუწუნა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.
-შემიკლავ რა შენ მე!-დაასკვნა თვაურმა.
-დიდი ხანია მაგი ვიცით,-უთხრა სიცილით ნანომ და ლამპას ხელი მიარტყა.
-გამოხვალ ? მე,ლიკა და შატაკა ვართ.
-ხო,თუ შოკოლადს მიყიდის ლიკა.-უთხრა ღიმილით და საწოლზე წამოდგა.
-რაღა ლიკა ჰა?-ჰკითხა სიცილით თვაურმა.
-მაგას გემრიელი ხელი აქვს.-სიცილითვე უთხრა ნანომ.
-ხო გიყიდი,გამოადგი ფეხი,-შორიდან მისწვდა ლიკას ხმა.
-კარგი,სად ხართ?
-სად ვიქნებით? კაფეში ვართ,მოდი დროზე.-უთხრათვაურმა და ისე,რომ არაფრის თქმა დააცადა მობილური ისე გათიშა.
სწრაფად ამოიცვა კედები,ჟაკეტიც მოიცვა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები.
ტელეფონში ანას წერდა,როდესაც ვიღაცას შეასკდა.
-ჯანდაბა!-დაიყვირა ბოლო ხმაზე და ხელები მკერდზე მიაბჯინა უცნობ სხეულს,რომელმაც უმალ მოხვია თავისი დიდი ტორები.
-ისევ შენ?-გაისმა ის მონატრებული ხმა.მოიცა,მოიცა მონატრებულიო?არა,არ არის ეს მონატრებული ხმა!
-რას ქვია ისევ მე,ვერ გავიგე?!-ნერვები საბოლოოდ მოეშალა ნაოჭაშვილს.
-კაი,კაი ნუ იშლები ნერვებზე,-უთხრა სიცილით ამ უკანასკენლმა და ამაზე უფრო მოეშალა ნერვები.
-თავხედო!-მიაძახა და კურტუმის ქნევით წავიდა დანიშნულების ადგილას.
„ეს გოგო გამაგიჟებს რა!“ დაასკვნა გულში მამაკაცმა და ისევ გზა განაგრძო,იდიოტური ღიმილით.ნელა მიაბიჯებდა და ისევ ამ სულელ გოგონაზე ფიქრობდა,ისედაც რამდენიმე დღეა მასზე ფიქრი დასჩემდა და ახლა კიდევ შუა გზაში გადაეყარა,ბედიც ამას ჰქვია!
-სად ხარ ბიჭო ამდენ ხანს?-ჰკითხა მეგობარს ნიკამ და ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო.
-სად ვიქნებოდი?-თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა და შეტევისთვის მოემზადა,მაგრამ მაინც ეს შეტევა თავის თავში ჩააცხრო,-მოვდიოდი და იმას შევასკდი რა.-კეფა მოიქექა და დარცხვენილი ბავშვივით კედებს დაუწყო ყურება.
-ვინ ის?-ვერ მიხვდა თავიდან ნიკა.
-ნეტა ვინ ის?!-მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები და ანიშნა მოკეტეო.
-ნუ მიწყრები ბებია ქალივით რა!-კბილებს შორის გამოსცრა ნიკამ და წინ წავიდა,-წამოხვალ თუ კიდევ დიდი ხანი იდგები ეგრე?-ბოლომდე მაინც ვერ მოთოკა თავი და დაუყვირა.
-რას მიყვირი ეე?-გაბრაზება დაეტყო ხმაში ვატოს.
-გამოადგი ფეხი თუ ღმერთი გწამს ვაა,დაიღალნენ ისინიც ლოდინით!
-ხო მოვდივარ ვაახ.-ჩაიფრუტუნა და დასჯილი ბავშვივით მიჰყვა ნიკას.
***
ნელი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ტროტუარზე და იმ უცნობ ბიჭზე ჰქონდა ფიქრები აკვიატებული,ვერ იცილებდა.ასე ეგონა მის გულში ჩაჯდა და ვეღარ ამოდიოდა,არამარტო გულში,არამედ თავშიც.
„მოგეწონა გოგო?“ ჰკითხა პირველმა „მემ“, „შენ გოგო შინდი ხო არ გაქვს ნაჭამი?“ გაუწყრა მეორე „მე“ „გაგაშინდებ მე შენ! ორჯერ გყავს ბიჭი სულ ნანახი,მაგასაც თუ ნახვა ჰქვია და მოგეწონა ჩერჩეტო შენ!“ უპასუხა ისევ პირველმა „მემ“ და საერთოდ მოაკეტინა ალტერეგოს.
-ჯანდაბა!-დაიყვირა და ბალიში აიფარა სახეზე.-დე,მე მაღაზიაში ჩავალ რამეს ვიყიდი და ამოვალ.-გასძახა სამზარეულოშ მოფუსფუსე დედას და ჟაკეტი მოიცვა.
სწრაფად ჩაირბინა კიბეები და ისე,რომ ვერ გაიაზრა ვიღაცას შეასკდა.ხელები ძალაუნებურად მკერდზე მიაბჯინა,სხეულმა კი თავისი ხელები შემოჰხვია.ცხვირში ნაცნობი სურნელი მოელამუნა და დე-ჟავუს შეგრძნება დაეუფლა.“რა კარგი სურნელი აქვს“ გაიფიქრა გულში და უფრო მაგრად შეისუნთქა სასიამოვნო სურნელი.
-ისევ შენ ლამაზო?-ჰკითხა სიცილით უცნობმა და გულზე მთლიანად აიკრა მოცახცახე სხეული,-სულ ცახცახებ ნანო.-თბილი ხმით დაუყვავა მამაკაცმა,მისმა ასეთმა ბარიტონმა და თავისი სახელი ხსენებამ სწრაფად გამოაფხიზლა ნაოჭაშვილი და გაეცალა მამაკაცს.
-უკაცრავად და რა მიწოდეთ?
-ნანო?-კითხვა შეუბრუნა მამაკაცმა.
-დიახ და თქვენ საიდან იცით ჩემი სახელი?-ჰკითხა წარბაწევით.
-შეყვარებულ კაცს არაფერი გაუჭირდება,-თვალი ჩაუკრა და მოშორდა აფორიაქებულ ნანოს.განა ასე როგორ შეიძლება? რა შეყვარებულიო? „მთვრალი იყო ეს ბიჭი ალბათ“ დაასკვნა გულში და აფორიაქებული შევიდა მაღაზიაში.
„მთვრალი კაცები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ!“ გაახსენდა ლიკას ნათქვამი ფრაზა და ლოყები წამშივე შეეფერკლა.
-ჯანდაბა!-წამოიყვირა შუა მაღაზიაში და იგრძნო როგორ მიაშტერდა ათი წყვილი თვალი მას.უფრო ახურდა სახეზე და სიწითლე მგონი მთელ სხეულზე მოედო.გულში კარგა გვარიანად შეიკურთხა და შოკოლადი გამყიდველს მისცა გასატარებლად,ფული გადაიხადა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გარეთ.-მართლააა?!-წამოიყვირა მთელი ხმით,როდესაც დაინახა,რომ თქეში მოდიოდა.არა და ორი წუთის წინ არ წვიმდა,ცოტა წინწკლავდა.ჟაკეტის ქუდი წამოიფარა და სწრაფი ნაბიჯებით გავარდა სახლისკენ,როდესაც პირზე რაღაცა ააფარეს შემდეგ კი გონება სულ დაკარგა.

***
გონს,რომ მოვიდა თავიდან ვერ გაიაზრა რა მოხდა.მერე ყველაფერი გაახსენდა და გიჟივით წამოხტა ფეხზე,სად ჯანდაბაში იყო ეხლა? „სულ შარს როგორ იკიდებ ნანო?“ გაიფიქრა გულში და კარებისკენ წავიდა,ნაღდად არ აპირებდა ყვირილს და ა.შ. ნუ სიტუაციას გააჩნია.
-რომ ვერ შეგიყვაროს?-ამბობდა ერთი კაცის ხმა,რომელიც საკმაოდ დაბოხებული იყო.
-მაგასაც ვნახავთ!-თქვა მეორე ხმამ და მიხვდა,რომ ღიმილი შეეპარა.ეცნობოდა ამ მამაკაცის ხმა,საიდანღაც ეცნობოდა.
ფრთხილად შეაღო კარები და იგრძნო როგორ მოაშტერდა რამდენიმე წყვილი თვალი.
-იქნებ ამიხსნათ აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ?-ჰკითხა თორნიკეს,რომელმაც ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა.
-მოგიტაცე.-მისი ხმა განაჩენივით გაისმა ნაოჭაშვილის ყურებში კიდევ რამდენჯერმე.
-რა ქენი?!-ბოლო ხმაზე უღრიალა,რამაც თორნიკეს შეკრთობა გამოიწვია.
-რა გაღრიალებს გოგო?!-არც მან დააკლო ყვირილი,-მოგიტაცე.-უთხრა წყნარად და მისკენ დაიძრა.
-არ მომეკარო!-გამწარებულმა იყვირა ნანომ და უკან უკან წავიდა.
-უკვე ჩემი ცოლი ხარ! მინდა მოგეფერები,მინდა გაკოცებ და მინდა გცემ გაიგე?!-დაუყვირა თორნიკემ.
-არასდროს!-კბილებს შორის გამოსცრა ნაოჭაშვილმა და იმავე ოთახსიკენ სირბილით წავიდა.კარები მთელი სიმძლავრით მიაჯახუნა და ასევე მთელი ხმით დაიყვირა.ახლა ემოციები,რომ არ გამოეხატა გაგიჟდებოდა.
ფანჯარასთან მივიდა და დაინახა,რომ გისოსები არ ჰქონდა.თავიდან ცოტა არ იყოს გაუკვირდა,მაგრამ სად ეცალა გასაკვირად.ერთ სართულიანი სახლი იყო ამიტომ ჩვეულებრივად შეძლებდა გადახტომას,როგორც ბავშობაში ისე.
ფრთხილად გამოაღო ფანჯარა და პირდაპირ ბალახზე იხტუნა,უკან არც მოუხედია ისე გაიქცა გზისკენ,რომელიც არა და არ ჩანდა.სულ უფრო და უფრო წინ მიიწევდა,მაგრამ ეგონა,რომ ერთ ადგილას დარბოდა.არ ჩანდა არავითარი გზა,კვალი სადმე გასაგნებლად არაფერი,საერთოდ არაფერი.
და მაინც იმედი ჰქონდა,რომ გააგნებდა.არ უნდოდა ამ საზიზღარ ადმიანთან,არც უყვარდა და რა ჯანდაბა უნდოდა?
***
ბავშობიდან ოცნებობდა ნამდვილ,წრფელ სიყვარულზე.აი ისეთზე გეგას და თინას რომ ჰქონდათ,რომეოს და ჯულიეტას რომ ჰქონდათ.აი იცით როგორზე?
-ტიროდი?
-კი...და შენ საიდან გაიგე?
-სული მტკიოდა.
აი,უბრალოდ ასეთზე.სიყვარულზე,რომელიც ყველაფერს დასძლევს.სიყვარულზე რომელიც მუდამ იქნება,თუნდაც ყველაზე უარესი რამ მოხდეს.მის გულში უნდა სიყვარულის არმაგედონი,აპოკალიფსი.სიყვარული მისთვის ზეციერი გრძნობაა,რომელიც ცაში იწერება.წაში იწერება ყველას სიყვარული,ბედი.სიყვარული ხო არა ამ ქვეყნიური გრძნობაა,რომელიც ერთეულებს შეუძლიათ.ყველას არ შეუძლია მთელი სულით და გულით სიყვარული,მხოლოდ ერთეულებს.არასდროს არავინ ჰყვარებია,არც ჰყოლია შეყვარებული.თუ შეუყვარდება მხოლოდ ის ერთი,მას ან მთელ სულს მისცემს ან საერთოდ არაფერს.მის გულს მხოლოდ ის ერთი ეყვარება.
-რა არის სიყვარული?
-არ ვიცი...
-მე ვიცი!..
-რა არის?
-შენ!..
ხან ჰგონია,რომ ვიღაცაზეა შეყვარებული.არა რომანტიული არ არის,არც არასდროს ყოფილა მაგრამ აქვს ხოლმე რომანტიზმის შეტევები.
-რა გინდა?
-რავი შენ?
-შენ,შენ?
-შენ!
***
ძლივ ძლივობით გააგნო ტრასას და იქ დადგა.იმედი მაინც ჰქონდა,რომ აქედან წავიდოდა,მაინც ჰქონდა...
თავს აქეთ-იქით ატრიალებდა,როდესაც დაინახა მომავალი მანქანა.არც დაფიქრებულა ისე გადადგა ტრასაზე და ორივე ხელი სიგანეზე გაშალა.მანქანამ ძლივს მოასწრო დატორმუზება,პირდაპირ ფეხებთან გაუჩერა.
-ნანო?!-გაკვირვებული და გაბრაზებული გადმოვიდა მანქანიდან ვატო.
-შეენ?!-გაკვირვება ვერ დამალა ვერც ნანომ.
-ხო,მე.შენ აქ რას აკეთებ?_ჰკითხა დაეჭვებულმა.
-მიშველე რა,-ისტერიული ტირილი აუვარდა.
-რა...რა მოხდა?-ჰკითხა დაბნეულმა ვატომ და მოსლუკუნე გოგონა გულშ ჩაიკრა.
-მომიტაცა...გცემო...მოგეფერებიო...გაკოცებო...-სლუკუნებდა და ვერ ჩერდებოდა.
-ნუ ტირი ნანო,შენ მარტო მე გაკოცებ და მე მოგეფერებ.ხო გაიგე? მარტო ჩემი გოგო იქნები შენ!-სულაც არ უსმენა ნაოჭაშვილი ვატოს,უბრალოდ ხელებს მაგრად ხვევდა და თავის გასაჭირზე სლუკუნებდა.-ჩაჯექი მანქანაში სახლში წაგიყვან,აღარ გახვალ უჩემოდ არსად!
თითქოს ახლა მოეგო გონს,რას ქვია უიმისოდ არსად წავა ? სახელიც კი არ იცის.
-უკაცრავად?! რას ქვია უშენოდ არსად წავალ? შენი სახელიც კი არ ვიცი.-წარბი როგორც სჩვეოდა მაღლა ასწია და ხელები გადააჯვარედინა.
-ნეტა იცოდე რა საყვარელი ხარ როცა ბრაზდები.-უთხრა თბილი ხმით ვატომ და მანქანა დაქოქა.ნანოს წამში აუხურდა ღაწვები და „მადლობაო“ ჩაიბურტყუნა.-ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო რასაც გეუბნებიან,-უთხრა სიცილით ვატომ.-ხო რაც შეეხება ჩემს სახელს ვატო ვარ ვანიშვილი.-უთხრა და თვალი ჩაუკრა.
-თავხედო!-დაუყვირა ნანომ და ფანჯრისკენ მიბრუნდა.
ხმას არც ერთი იღებდა.მანქანაში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ ჩარკვიანის „სულს“ არღვევდა.
მანქანა გაჩერდა,მაგრამ არც ერთი არ ინძრეოდა.ორივე დუმდა,სიჩუმე იყო.ისევ ჩარკვიანი,ამჯერად „მე გადავცურავ ზღვას“,ისევ ჩარკვიანი იყო მათთან.მაგრამ მაინც გეტყვით,რომ ამათი ბედი ზეცაშია დაწერილი,როგორც ნანოს უნდოდა.
-მადლობა...-სიჩუმე ისევ ნანომ დაარღვია.ვატომ ერთი შეხედა ჩაიცინა და ისევ სადღაც უსასრულობაში გაიხედა.-ნახვამდის.-უთხრა ნანომ და მანქანიდან გადასვლას აპირებდა,როდესაც ვატომ დაიჭირა.
-პირველად,რომ დამეჯახე მომეწონე.მეორეთ,რომ შემეჯახე შემიყვარდი და მესამედ,რომ მომეჯახე გავგიჟდი.-ეუბნებოდა ისე,რომ არ უყურებდა.არამედ სადღაც შორს უასასრულობაში იყურებოდა.
ნანო კი უსმენდა მისთვის სასიამოვნო ხმის ბარიტონს და გულში აბუყბუყებულ გრძნობას ყურადღებას არ აქცევდა.
-შეგიძლია წახვიდე.-უთხრა ვატომ და დაჭერილი ხელი მხოლოდ ახლა აუშვა.ნანომ ლოყაზე აკოცა და სწრაფად გადახტა მანქანიდან.

***
საწოლზე იწვა და ვატოს გარდა ვერაფერზე ფიქრობდა.რატომ აეკვიატა მასზე ფიქრი? მოსწონს? არა! გამორიცხულია! მხოლოდ მისი სახელი და გვარი იცის...შეყვარებზე ლაპარაკი ზედმეტია.თავი „უსიამოვნო“ ფიქრებისგან გადააქნია და მოზუზუნე ტელეფონს დასწვდა.უცხო ნომერს ეჭვნეულად დახედა და ყურმილი აიღო.
-გისმენთ,-გაისმა მისი წკრიალა ხმა.
-ალო,ნანო ვატო ვარ.-შეკრთა და ძალაუნებურად საწოლზე წამოჯდა.
-ხო,ვატო.
-შეგიძლია დაბლა ჩამოხვიდე?
-რა...რატომ?-აშკარად დაიბნა ნანო.
-ჩამო რა.-ყურმილში ამოიხვნეშა ვატომ.
-ვერა ვატო,-გოგონამაც ამოიხვნეშა.-მეზობლები რას იფიქრებენ?შუა ღამეა და თან მარტ...-მხოლოდ ახლა გაიაზრა რა უთხრა და შუბლზე ხელი მიირტყა.-არც გაბედო აქ ამოსვლა!-თითქმის ჩაჰყვირა ტელეფონში.
-გამიღე კარები,-უთხრა ღიმილ შეპარული ხმით ვატომ.
ნანომაც გათიშა ტელეფონი და თავის თავზე გაბრაზებული დაიძრა კარების გასაღებად,თან გზაში ასეთი დაუდევრობის გულისთვის თავის თავს ლანძღავდა.ამ ლანძღვაში კი ფეხი ტუმბოს მიარტყა და ბოლო ხმაზე ძალაუნებურად დაეყვირა.“ჯანდაბა!ჯანდაბა!ჯანდაბა!“ იძახდა გულში.მტკივან ფეხს იზელდა და თან კარებისკენ მიდიოდა.
-რა გინდა?-ჰკითხა ისე,რომ არ მისალმებია.
-კარგად ვარ,შენ როგორ ხარ?-უთხრა ვატომ სიცილით.
-რა გინდა?-გაუმეორა ისევ კითხვა.
-არ შემომიშვებ?-ლეკვის თვალებით შეხედა ვატომ,თან ცდილობდა ღიმილი არ შეპარვოდა.
-რა გინდა?!-ახლა უკვე მკაცრად ჰკითხა.
-ჩამეხუტე!-უთხრა უკვე დასერიოზულებულმა მამაკაცმა.ნანო ჩაეხუტა და სხეულში დავლილ სასიამოვნო უმპულსებს ყურადღება არ მიაქცია.ვატოს გაუკვირდა,როგორ თუ ასე ადვილად დათანხმდა?
-ახლა წადი!-უთხრა ნანომ და კარები ცხვირ წინ მიუკეტა.ლამის იყო წივილ-კივილი დაეწყო ისე გაუხარდა.კიდევ ერთხელ გამოსცდიდა ამ გრძნობას „ნანო დაწყნარდი!“ იმშვიდებდა თავს და თავისი საწოლისკენ მიიწევდა.
მხოლოდ ახლა გაიაზრა,რომ ამ ბიჭმა მისი სახელიც იცოდა და ნომერიც.
„ნეტა საიდან იცის?“ გაიფიქრა გულში და ანთებული ტელეფონი ხელში აიღო.მთელი სახით გაიღიმა როდესაც ვატოსგან მესიჯი ნახა.
„ტკბილი ძილი,ლამაზო“.
ტელეფონი გულში ჩაიხუტა,უნდა აღიაროს ძალიან მოსწონს.
ფიქრი ისევ კარებზე ზარმა გააწყვეტინა.გაკვირვებულმა გაუყარა ჩუსტებში ტერფები და კარებისკენ წავიდა.ადგილზე შეჰკივლა,როდესაც კარებზე მიყუდებული თორნიკე დაინახა.
-აბა პატარავ როგორ ხარ?-ჰკითხა ირონიული და საზიზღარი ხმით,აი ისეთი მხოლოდ ბოროტებმა რომ იციან ხოლმე.
-რ...რა გინდა?-ჰკითხა დაწვრილებული ხმით და ცდილობდა ტელეფონზე ვინმეს ნომერი ისე აეკრიფა,რომ მას არ დაენახა.
-შენი ქმრობა.-უთხრა და საზარლად გადაიხარხარა.
-არასდროს!-კბილებს შორის გამოსცრა და თავისი ოთახისკენ გაიქცა.კარების ჩაკეტვა მოასწრო და სწრაფად აკრიფა დედამისის ნომერი.
-ხო,დე-გაისმა დედამისის ღიმილნარევი ხმა.
-დე...-სლუკუნით დაუძახა და ცრემლი მოიწმინდა.
-რა მოხდა ნანუკი?-ჰკითხა შეშფოთებული ხმით.
-დე აქ თორნიკეა ქებაძე უნდა მოგიტაცო,შენი ქმრობა მინდაო.-სლუკუნებდა და სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბავდა.
-ათ წუთში მანდ ვართ მოვდივართ უკვე.-უთხრა შეშფოთებული და შეშინებული ხმით.
ტვინი გამალებით მუშაობდა,ვერაფერს აკეთებდა.თავზე ხელები მიიჭირა,რომ ქებაძის ყვირილს გასცლოდა მაგრამ ისევ ესმოდა მისი გინება მისი დამუქრება და ტვინიდან არ გადიოდა.
უცბად ყველაფერი შეჩერდა,დრომ მოძრაობა შეწყვიტა სიბნელე ჩამოწვა.ყველაფერი ბნელმა მოიცვა.შავი.შავი და მეტი არაფერი.
***
ქუთუთოები ერთმანეთს დააცილა და თეთრ ჭერს მიაშტერდა.ხელებით რკინას შეახო და უმალ ჭყიტა თვალები.მარჯვნივ გაიხედა სადაც მძინარე ანა დაინახა,მის გვერძე ლიკა იყო,მის გვერძე გიორგი,მის გვერძე კი ვატო.თვალები გაუფართოვდა როდესაც გიორგი და ვატო დაინახა,არა გიორგი ჩამოდის ხოლმე მაგრამ ვატო?
-მაა,-ჩუმად დაუძახა გიორგის (გიორგის მამას ეძახდა).გიორგიმაც ნელა დააცილა ქუთუთოები და ხელებით თვალები მოისრისა.
-გაიღვიძე ნანო?-გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
-ხო,დიდი ხანია აქ ვარ?-ჰკითხა და ბავშვებს თვალი მოავლო.
-ორი დღეა გძინავს.-უთხრა გიორგიმ და უსიამოვნოდ შეიშმუშნა,თვალები ლამის ბუდიდან გადმოუვარდა.როგორ თუ ორი დღეა სძინავს?საწოლზე ზურგით დაეხეთქა,რამაც ბავშვების გაღვიძება გამოიწვია.
-გაიღვიძა ქალბატონმა.-ტაში შემოჰკრა ლიკამ,სულაც არ ეტყობოდა რომ ორი წამის წინ გაიღვიძა.
-ჩვენ გვეჩქარება.-ლამის წიხლით წამოყარა ბავშვები თვაურმა.
-ეს ხო არაფერს დაგაცლის რა.-ამოიბუზღუნა შატაკიშვილმა და გარეთ გავიდა.
პალატაში მხოლოდ ორნი იყვნენ.მათი გულის ფეთქვა მგონი მთელ დედამიწას ესმოდა.
-როგორ ხარ?-ჰკითხა ვატომ და თავთან დაუჯდა.
-კარგად.-ამოილუღლუღა და მას ახედა,ვატომ უბრალოდ გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
-გინდა სიგიჟე გავაკეთოთ?-ჰკითხა ვატომ და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
-რა?-ჰკითხა წარბაწევით ნანომ.
-ჯერ აღიარე,რომ გიყვარვარ!-გაისმა ვატოს ხმა განაჩენივით.ცოტა ხნით დადუმდა და დაფიქრდა.მართლაც,რომ უყვარდა.სიგიჟეა ნამდვილი სიგიჟე! ხუთჯერ ნახა ესეც მეექვსე და შეუყვარდა? არა,გამორიცხულია!მაგრამ მაინც...შეუყვარდა.აი,ასე გიჟურად შეუყვარდა.როგორი გიჟიც იყო ისეთი გიჟური სიყვარული ჰქონდა!
-მიყვარხარ!-თქვა დამაჯერებლად,ვატოს ჯერ თვალები გაუფართოვდა ვერ მიხვდა ასე ადვილად როგორ? „ჩემი ნანო ერთადერთი და განუმეორებელია!“ დაასკვნა თავში და მაგრად ჩაიკრა გულში.
-ეხლა ცოლად მოგიყვან.-თვალი ჩაუკრა და ტანსაცმელი მიაწოდა.-ჩაიცვი და წავედით,მე მანამდე რამდენიმეგან უნდა გადავრეკო.შენმა მშობლებმა იციან,ყველამ იცის.-ისევ ეშმაკურად ჩაუკრა,გაკვირვებულ ნანოს თვალი,რომელიც ტანსაცმელსაც კი დაბნეული იცმევდა.გაიხურა თუ არა პალატის კარები ვატომ მაშინვე საწოლზე ახტა და და ცეკვა დაიწყო.
ანა,ლიკა და მარი ვატოს გასვლის შემდეგ შევიდნენ და მერე ერთად დაიწყეს ხტუნაობა.იცით რა სასაცილო მომენტი იყო? ლიკა მაკარენას მღეროდა და ცეკვავდა,მარი ლოკა ლოკას მღეროდა და კურტუმს სასაცილოდ იქნევდა,ნანო საწოლზე დახტოდა,ანა კი ყველას აწყნარებდა და სიცილით იგუდებოდა.ბოლოს როგორც იქნა დაწყნარდნენ და სერიოზული სახეებით გავიდნენ.
სულაც არ ახსოვდა რა მოხდა,რატომ იყო ეხლა სავაადმყოფოში.ახლა მხოლოდ აჩქარებული გულის ცემა და პულსი აინტერესებდა,რომელიც კი არ ჩერდებოდა არამედ უფრო და უფრო ჩქარდებოდა,ეს კი გაგიჟებით სიამოვნებდა.
-ე.ი. ჯერ კაბის საყიდლად მივდივართ,მერე სალონში და მერე სიონში.-თქვა შატაკიშვილმა და ყველა მის მანქანაში ჩაჯდა.მთელი სავაჭრო ცენტრი მოიარეს და ძლივს იპოვეს ისეთი კაბები ყველას,რომ მოსწონებოდათ.ეხლავე გეტყვით ვის როგორ ეცვა.
ანას წითელი კაბა ეცვა,რომელიც მის საოცარ სხეულს გამოკვეთდა,ასევე მასთან შეხამებული წითელი მაღალქუსლიანი.შატაკიშვილს ლურჯი მუხლს აცდენილი კაბა ეცვა,რომელიც საოცრად უხდებოდა.მასთან შეხამებული მუქი ლურჯი ფეხსაცმელი.ლიკას შავი კაბა ეცვა,რომელიც მუხლს აცდენილი იყო და მასთან შეხამებულად თეთრი ფეხსაცმელი,რომელსაც ოდნავადაც კი არ ჰქონდა ქუსლი.
ნანო კი ულამაზესი იყო.თეთრი წელში გამოყვანილი კაბა,რომელიც გაშვებულიყო,მუხლს ოდნავ აცდენილი და მასთან საოცრად შეხამებული შავი მაღალქუსლიანი.თვალს ვერ მოწყვეტდით ამ ოთხ გოგოს! სერიოზულად.
***
იდგნენ სიონის ტაძარში მამაოს წინ და უსმენდნე მის ლოცვას.თვალები ყველას გაბრწყინებული ჰქონდა,ყველა ნანოსთვის საყვარელი ადამიანი აქ იყო.მშობლები,ძმა,მეგობრები,რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ მაგრამ მისთვის ჩამოვიდნენ.მასზე ბედნიერი არავინ იყო!
ნანოს გვერდს ანა უმშვენებდა,ვატოს კი მისი რომელიღაცა ძმაკაცი.
სიყვარული ჰქონდათ გიჟური,შვიდჯერ ნახეს.ეს იყო უკვე მეშვიდე ნახვა! მეშვიდე ცაზე იყვნენ ბედნიერებისგან...შვიდი ნახვა,შვიდჯერ აჩქარებული პულსი და შვიდში იწერდნენ,მეშვიდე თვეს.ყველაზე მაგარი დღე,ყველაზე მაგარი გრძნობა და ყველაზე ბედნიერი თვალები!
***
-აუუ,მარწყვი მინდა რა...-წუწუნს მოჰყვებოდა გაბერილი ნანო.
-გოგო სად გიშოვო ნუ გამაგიჟე? შუა ზამთარია ნანუნი და სად გიშოვო.გთხოვ მითხარი და მოგიტან.-უთხრა ვატომ და შრეკის კატის თვალებით შეხედა.
-რანაირი ქმარი ხარ რა,-დაიფრუტუნა ნანომ და ტუჩები სატირლად მობრიცა,-აღარ ხარ ჩემი ვატატო.აღარ გიყვარვარ ხო? წადი და სხვა ცოლი იშოვე!-უთხრა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
-არა,კი გამიგია ქალები ასეთ დროს დებილდებიანო მაგრამ შენ რამ დაგადებილა გოგო?-დაუბღვირა ვატომ და გულზე,როგორც შეეძლო ისე მიიკრა.
-უკვე დებილიც ვარ ხო?კარგი!-უთხრა და ზურგი აქცია,-მიდი კარები გააღე!-უთხრა ისე,რომ არც შეუხედავს.
ვატოც სიცილით დაიძრა კარების გასაღებად.ოთახში მიყოლებით შემოლაგდნენ ბავშვები.ანა,მარი,ლიკა,გაბისიანი,სოფო,გიორგი და საბა.
-რამდენი ხართ რა არის ვაააა.-დაიწუწუნა ნანომ და მეგობრებს გადაეხვია.
-ჩემი ნათლული როგორაა?-ჰკითხა ლიკამ და მუცელზე თითი წაჰკრა.
-შენ ნათლულს უნდა მარწყვი! და სიძე არ ყიდულობს.-გაბუტული მზერა მოავლო ვატოს და გოგოებთან ერთად სამზარეულოში გავიდა.
-წამოდით ბიჭებო მარწყვი უნდა ვიშოვოთ.-უთხრა სიცილით საბას და გიორგის და მანქანის გასაღები აიღო.
-შუა ზამთარში?-წარბი მაღლა ასწია გიორგიმ.
-აბა რა გავაკეთო?წამოდი წამოდი ნუ გეზარება.-უთხრა სიცილით და სახლიდან კინწის კვირთ გაყარა ბიჭები.
***
-დე ნუ დარბიხარ დავიღალე.-უთხრა დაღლილმა და აქოშინებულმა ნანომ მხოხავ შვილს.-ვატო აღარ შემიძია ჩააცვი,წავედი მე მაგვიანდება ანას უნდა დავეხმარო.ბიჭები მოვლენ და რაც გინდათ ის გიქნიათ,ბავშვებსაც მოიყვანენ.წავედი მე.-უთხრა და ლოყაზე მაგრად აკოცა.
-ჭკვიანად.-მიაძახა სანამ გავიდოდა და პატარა სანდროს გაუღიმა,-რაო მაა?დავრჩით მარტო? არაუშავს მოვლენ ეხლა შენი ძმაკაცები და ითამაშებთ ერთად.-უთხრა და პატარა არსება ხელში აიტაცა.
***
როგორი სიყვარულიც უნდოდა ისეთი მიიღო,ოცნება აუხდა.ყველაზე მაგარი ოცნება აუხდა,სანდრო და ვატო აუხდნენ.ვატო აუხდა,ვატომ სანდრო აუხდინა.არ იყო მათი ოჯახი იდეალური,ჩხუბობდნენ მაგრამ ბოლოს ისე თბილად რიგდებოდნენ ბოლოს მგონი სპეციალურადაც კი ჩხუბობდნენ,მაგრამ ისევ გეტყვით რომ გიჟური სიყვარული ჰქონდათ!



მეღირსა და კარგი დასასრულით დავდე შემიფასეთ და შეცდომები მომითევეთ :D და ვატატო და ნანუნი მართლა ჩემი მეგობრები არიან და მართლა ასე გიჟურად უყვართ ერთმანეთი



№1  offline წევრი Svvaaaniii

რა პაწაწუნა და საყვარელი ისტორია იყოო.. (სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრა ჩემმა სიცხიანმა ტვინმა) ძალიან მომეწონა ეს ვატატუნა და ნანუნიი ^^ ძალიან საყვარლები არიან <3 მითუმეტეს თუ ნამდვილია უფრო დიდ არა, უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ მათ love
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№2  offline წევრი grifini

Svvaaaniii
რა პაწაწუნა და საყვარელი ისტორია იყოო.. (სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრა ჩემმა სიცხიანმა ტვინმა) ძალიან მომეწონა ეს ვატატუნა და ნანუნიი ^^ ძალიან საყვარლები არიან <3 მითუმეტეს თუ ნამდვილია უფრო დიდ არა, უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ მათ love

მადლობა რუს love

 


№3  offline წევრი Overthinking

სულ ღიმილით ჩავიკითხე , ძაან კარგი იყო love ბედნიერებას ვუსურვებ მათ ოჯახს love

 


№4  offline წევრი N14

როგორ მახსოვს ამ ისტორიის შექმნის ისტორია ^__^ ყოველდღე ტვინს რო გიჭამდი მაინტერესებს დროზე დადე-მეთქი :დ პანდააა ჩემი სასწაული ხარ შენ! ყველაზე მაგარი ხარ და საოცრად წერ! მიყვარხარ ძალიან ჩემო საყვარელო ^_^ <3
იმედია ისტორიის ბოლო ნაწილი ყველაფრის მიუხედავად მაინც ასრულდება *-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent