ღრუბლებში [7]
მთელი ღამე გაყვა არ არსებული სითბო.მასაც დამშვიდებულს ეძინა და ხანდახან სახეზე ღიმილი ეპარებოდა.მზის შემაწუხებელმა სხივებმა გააღვიძა.ღიმილით გადაბრუნდა მეორე მხარეს,იმის იმედით რომ სადმეს სანდროს მომღიმარ სახეს შეხედავდა,მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი ოთახი დახვდა.ისევ ის სურათები...ფანჯრის რაფაზე მდგარი ტიტები,მაგრამ სანდრო არსად იყო...იმაზე მწარე იყო რეალობაში დაბრუნება ვიდრე სანდროს წასვლა.თვალები მომენტალურად აევსო სითხით.თავში ათასი ფიქრი ერეოდა,მაგრამ მიხვდა რომ ეს ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფი იყო.თავი ხელებში ჩარგო და ატირდა.მთელი ძალით ჰქონდა ხელებში ჩაბღაუჭებული პლედი,თითქოს ყველა ის სულიერი სიმძიმე მასზე გადაჰქონდა.ფეხზე წამოხტა და სააბაზანოში შევარდა.სარკეში საკუთარი თავის ანარეკლის ნახვამ გააოცა.იმაზე საცოდავად გამოიყურებოდა ვიდრე წარმოიდგენდა.განა ჩაწითლებულ თვალებს დარდობდა?!მხოლოდ და მხოლოდ ჩამქვრალი თვალები აშინებდა.ტანში საშინელი სიცივე იგრძნო,მაგრამ არც ეს შეიმჩნია.სახე ცივ წყალში ჩაყო და თვალები დახუჭა.მიძინებული და მკვდარი უჯრედების გაცოცხლებისაკენ ლამობდა.ვეღარ იტანდა საკუთარი თავის სისუსტეს და ვერც იმას,რომ საკუთარ შვილს ასეთ დღეში აგდებდა.ჰაერის უკმარუსობამ შეაწუხა და იძულებული გახდა აკანკალებული სახე წყლიდან ამოეღო.საკუთარ თავს ყოველ წამს უმეორებდა,რომ სისუსტე არ გამოეჩინა,მაგრამ ადამიანებს ვინ გვეკითხება?!ყველა ის შინაგანი იმედგაცურება და ტკივილი ისე ამოხეთქავს,ჩვენ ვერც კი ვიაზრებთ.მხოლოდ ბოლოს ვგრძნობთ,როდესაც საკუთარ საცოდაობას ვხედავთ. *** მშობლების დანახვამ ოდნავ შეუმსუბუქა მდგომარეობა.დედის სუსტ სხეულს აკანკალებული ხელი შემოხვია.შვილის წაშლილმა სახემ გული ატკინა თამარს.სიტყვებს ვერ პოულობდა,არ იცოდა რა ეთქვა შვილისთვის. -ლილე რამდენი ხანია არ გიჭამია?-ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა თამარმა შვილს. -არ მახსოვს დედა.-ტირილით თქვა ლილემ. -წამოდი ახლავე სამზარეულოში!-იმდენად შეუვალი იყო თამარი,რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა.ბავშვურად აუჩქარდა გული,მომენტალურად უდიდესი სიხარული იგრძნო,რამაც სახეზე ბედნიერების ღიმილი მოჰგვარა. -დე შენ რომ იცოდი ხოლმე ისეთი კარტოფილი შემიწვი. -ოღონდ შენ ჭამე და რასაც მეტყვი იმას გაგიკეთებ.-ღიმილით უთხრა თამარმა შვილს. -დედა ჯერ მეორე დღეა და უკვე აღარ შემიძლია. -ლილე მისმინე ახლა.-თამარმა რამდენიმე ახალი კარტოფილი თასში მოათავსა და შვილის წინ დაჯდა.-ცოტა უნდა მოითმინო დედიკო.ვიცი როგორი რთულია შენს მდგომარეობაში ემოციების კონტროლი.ისიც კარგად ვიცი,რომ სანდროს გვერდში დგომა გჭირდება.ის მხოლოდ თქვენს გამო წავიდა კლინიკაში,უნდა სრულფასოვანი ოჯახი შეუქმნას თქვენს შვილს,შენ კი საკუთარ თავს არ უვლი და შენი სიჯიუტით ბავშვს საფრთხეს უქმნი. -შენ რა გგონია მე მინდა,რომ ჩემს შვილს რამე დაემართოს?-ძლივს შეკავებული სიმშვიდით იკითხა ლილემ.-მე უბრალოდ სანდრო ჰაერივით მჭირდება.ოთხი წელია რაც ერთად ვართ აქედან ორ წელზე მეტი ერთად ვცხოვრობდით და რატომ არავის გესმით,რომ მის გარეშე ცხოვრებას ჯერ ვერ ვსწავლობ?-თითქმის წამოიყვირა ლილემ. -მესმის შვილო,მაგრამ დაიმახსოვრე,რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,სანდროს გამოსწორება და რაც მთავარია თქვენი შვილის ჯანმრთელობა! -მზად რომ იქნება დამიძახე.-აღარ იცოდა რა ეპასუხა და ამიტომ სამზარეულო ანერვიულებულა დატოვა. რამდენჯერაც მის ძველ ოთახში შევიდა,იმდენჯერვე სანდროს და მისი შეყვარებულობის პერიოდი გაახსნედა.ძველი მოგონებების გახსენებისას გაუაზრებლად გაეღიმა.ფანჯრის რაფაზე მის საყვარელ ადგილას ჩამოჯდა და ჩანთიდან სანდროს დღიური ამოიღო.ხელის კანკალით გადაშალა და კითხვა განაგრძო. ''ლილეკო ის დღე გახსოვს წვიმაში რო მოვყევით? ახლაც კი მეღიმება.გაწუწული წიწილა იყავი.მაშინ მთელ ხმაზე,რომ ვხარხარებდი აი ეს იყო მიზეზი.შენ კი ვერც მიხვდი.შენ თავს გეფიცები მართლა პატარა წიწილა იყავი.ისეთი მობუზული იყავი და თან თმა ისე გქონდა აბურძგნული,რომ ეგრევე ბებიაჩემის წიწილები წარმომიდგნენ თვალწინ.ახლა მანდ,რომ ვიყო დარწმუნებული ვარ გამებუტებოდი.ტუჩებს სასაცილოდ გამოვურცავდი და ზურგს მაქცევდი,იმის იმედით რომ შეგირიგებდი.შენი ლამაზი თვალებიდან წამოსული ცრემლები სასწრაფოდ მოიშორე ლილეკო!(ნუ გეშინია არ გითვალთვალებ,უბრალოდ იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე შენ წარმოგიდგენია.) ის გახსოვს ჩვენს პირველ ''ოფიციალურ'' შეხვედრაზე ტალახში რომ ჩავარდი?ახლაც ვზივარ მარტო და ბოლო ხმაზე ვხარხარებ.ისეთი სასაცილო იყავი,დარწმუნებული ვარ ის მომენტი არასდროს ამომივარდება თავიდან.თეთრი კაბა გეცვა და ''ციდან ათ მეტრზე'' იდექი,შენდა საუბედუროდ მთელი ორი დღე გადაბულმად წვიმდა,ამიტომ სადაც დიდი გუბე ნახე იქ ჩახტი.იმის მერე ის ფეხსაცმელი აღარც ჩაგიცვამს... საგულდაგულოდ დახვეული ქერა თმა წამში შეგეღება ყავისფრად.აი მაშინ წიწილა აღარ იყავი...მაშინ საყვარელი გაპრანჭული ბაყაყი იყავი.'' ყველა მოგონება ერთად გაახსენდა.ისე წასკდა სიცილი ვერც კი მიხვდა,ყველა ის წუთი და მომენტი გაახსენდა,რამაც უდიდესი ბედნიერება მიანიჭა.ბედნიერებისაგან გაეღიმა,მაგრამ არსებულ მონატრებას ვერაფრით ივიწყებდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.