-შეიცვლები? - მოიცა რა! 8
უცნაურად შემოდის ადამიანი შენს ცხოვრებაში, ყველაზე რთული კი იმის შეგრძნებაა რომ შენ მას ეჯაჭვები, უბრალოდ ის შენი ცხოვრება ხდება და ვსო.. ქართულის მომზადება ხვალ მაქვს მაგრამ წიგნი ვერსად ვიპოვედ, გაამხსენდა რომ ნანას მაგიდაზე დამრჩა სხვა რა გზაა როგორც კი ინგლისურიდან გავალ იქ წავალ, სიმართლე გითხრათ შემიძლია არც წავიდე და შემდეგზე ჩავაბარო ეგ გაკვეთილი მაგრამ მინდა, მინდა იქნებ შემხვდეს გეგა, ან უბრალოდ დავინახო, ან ან არ ვიცი.. ან იქნებ მინდა არც შემხვდეს. მე და ელე ათსაათზე გამოვედით მომზადებიდან და ნელა დავუყევით ქუჩას, რათქმაუნდა ბირჟა შეგვხდა მაგრამ სამეული არსად ჩანს, მოდი გამოვიცნო, სანაპიროზე არიან..კარზე ფრთხილად დავაკაკუნე, 5 წუთის მერე მესამეს წაშლილ, ჩაწითლებულ თვალებს გადავაწყდი, ზემოდან რომ გაღიმებული დაგვყურებდა ორივეს, უწესრიგოდ ეცვა ტანსაცმელი და თვითონაც საშინლად ჰქოდა თმა აბურძგნული, უცნაურად უცემდა ყელზე ძარღვიც, შუბლიც დანამული ჰქონდა .. - ვა ვა ვინ გვესტუმრა ნახეთ?- კარიდან გასძახა შიგნით და კარები ფართოდ გააღო. წამში მეცა ნაცნობი, უცნაური და საზიზღარი სურნელი, ოთახში ისეთი ბოლი იდგა ვერაფერს გაარჩევდი, საროჩკა შეხსნილი დივანზე იყო მიწოლილი ერაძე და ტრადიციულად თავგადაგდებული აბოლებდა სიგარეტის მსგავს რაღაცას, სწრაფად ჩასრისა გამშვლებელმა ეგ რაღაც საფერფლეში და წამოდგა, იქვე მიგდებული მაისურიც გადაიცვა და მოგვიახლოვდა. რამდენიმენაბიჯი შევდგით შიგნით და გავჩერდით, ნაწყენმა ახედა ელემ უკვე მის თავზე დამდგარ გამშველებეს და ცივად მიადო ლოყა ლოყაზე, ერაძეც წამოჯდა და გაბრაზებული ჩამაშტერდა თვალებში თითქოს ამს აზიზღრობას მე ვეეწეოდე და არა ის.. - წიგნის წასაღებად მოვედი- ამოვილაპარაკე და ნანას მაგიდას გავხედე სადაც ჩემი წიგნი იდო. - არ გაჩერდებით?- უხერხულად იკითხა გამშველებელმა და ამღვრეული თვალებით მიაშტერდა ელეს. - არა !- ცივად ვუპასუხე და წიგნი ავიღე. -რომელი საათია?- მკაცრი ტონით იკითხა ერაძემ და როგორც იქნა ის საზიზღრობა გადააგდო. - თერთმეტის ნახევარი- ცივად ვუპასუხე და წიგნი ჩანთაში ჩავდე. - მერე შენ რა გითხრეს?- ნელა წამოდგა გეგა და მომიახლოვდა. - არ ვითვალისწინებ მათ ნათქვამს ვინც არაფერს წარმოადგენს ჩემს ცხოვრებაში!- გაბრაზებულმა , საკმაოდ მკაფიო ცივი ხმით ვუპასუხე და უკან გადავდგი ნაბიჯი. - ნუ გამოცდი ჩემს ნერვებს- გამოსცრა ერაძემ და ნელა მომკიდა მაჯაში ხელი, მაგრამ მერე მთელი ძალით მომიჭირა, ტკივილმა უსიამოვნოდ დამიარა მთელს ტანში მაგრამ არაფერი მითქვამს.- რომ გეუბნევიან არ შეიძლება გვიან სიარული უნდა გაიგო! - არ მაინტერესებს- წარბაწეულმა ავხედე ერაძეს, უცნაურად რომ ჩაშავებოდა თვალები და სახეზეც მკვდრის ფერი ედო. - შენ გოგო ხო არ ურევ?- იღრიალა ერაძემ უნებურად შევხტი, რა მექნა შემეშინდა. - საერთოდ ვინ ხარ რომ ყვირი !- მეც ვიყვირე და გეგას ხელს დავეჯაჯგურე. - გადით !- გამხეცებული თვალებით გახედა დანარჩენებს და მკლავზე უფრო მომიჭირა ხელი. - რა?- წამოიყვირა ელემ.- შანსი არაა მარტო არ დავტოვებ! - ლაშა გაიყვანე სანამ გავჭედე..- დაიღრინა ერაძემ. ძალით გაიტანა გამშველებელმა ელე გარეთ და როგორც კი კარი მიიკეტა მე ვიგრძენი რომ და მერ ხა ! უხეშად მიმანარცხა კედელზე და ხელებს შუა მომიმწყვდია. - რატომ გინდა რომ მდგომარეობუდან გამომიყვანო?- ისევ ისე დაიღრინა ერაძემ- გაინტერესებს რისი გამკეთებელი ვარ? თუ ეს ასეა არ გირჩევ გაგებას... - არაფერი არ მინდა იმის გარდა რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრე.. - რატოომ?- ისევ იყვირა გეგამ- რატოომ? - იმიტომ რომ ეს ყველაფერი საზიზღრობაა გესმის?- ვერანაირად გავაკონტროლე ხმა- იმიტომ რომ შენც გულისამრევი ხარ! რას აკეთებდი ამ წამს ? - შენ!- დაიწყო წყნარად გეგამ და ხელი ცხვირწინ ამიფრიალა, მეორე ხელითღა დაეყრდნო კედელს და თვალები მოჭუტა- შენ ჩემი ცხოვრება ხარ, უბრალოდ ჩემი ხარ და .. - გეგა!- გავაწყვეტინე ერაძეს - მე არ მინდა რომ.. - ჩშშ!- ახლა თვითონ გამაჩუმა. კედელზე მიყრდნობილი ხელი, ნელა შემომხვია წელზე, მეორეც ბეჭზე დამადო და მისკენ მიმქაცა, ჩამეხუტა და ნელა მაკოცა საფეთქელზე, უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა მთელს ტანში, თითქოს იგრძენი სითბოც მაგრამ ერაძე სწრაფად დაიხარა ჩემი ტუჩებისკენ, იგივე გაიმეორა რაც მაშინ, სწრაფად გავაბუნე თავი გვერდზე და დაველოდე როდის მომშორდებოდა მაგრამ არა, უხეშად წამავლო ხელი და და მისკენ მიმატრიალა, ნადირივი დამწვდა ტუჩემზე და სახეზე და წელზე ორმაგად მომიჭირა ხელები.. კანკალი ამიარდა ტკივილისგან.. უაზროდ დაიწყეს ცრემლებმა დენა სახეზე.. მეტკინა ძალიან მეტკინა გეგას საქციელი.. ან ვის არ ეტკინებოდა ასეთი საქციელი ბიჭისგან რომელიც ნელნელა შენში აღწევდა, გეგამ ყველაფერი დაანგრია.. თავისი ცხოველური ჟინისგამო .. არ მეგონა რომ ამას იზავდა მაგრამ ფაქტია, გააკეთა. მთელი ზალით ვკარი ხელი და მტკივნეულ სახეზე სადაც ერაძე მიჭერდა ხელს ხელი ჩამოვისვი. - ამის დედა შ***!- ხმამაღლა იღრიალა ერაძემ და ორივე მუშტი ჩემს უკან კედელზე დაარტყა. აღარ შემშინებია იმ იმიტომ რომ მტკივილი იყო მთლიანად ჩემს სხეულში გაბატონებული, ყველა უჯრედი მას ეკავა და არაფრით დაუთმო შიშს ადგილი.. მძიმედ ამოისუნთქა ერაძემ და შუბლი ჩემს შუბლს დაადო. - რატომ მაკარგვინებ კონტროლს?- თვალებდახუჭულმა ამოილაპარაკა გეგამ.- რატომ .. - მეზიზღები- ამოივილაპარაკე და ცრემლები მოვიწმინდე. სიმწრით ცაეღიმა ერაძეს და ოდნავ მომშორდა, კარადაზე დადებულ ლარნაკს ჩააშტერდა და ისევ დაიჩურჩულა. - ტყუი! - არ ვტყუი! მეზიზღები- ხმამაღლა გავიმეორე და გეგას დაცარიელებული თვალებით შევხედე. - ტყუი!- ისევ იღრიალა ერაძემ და ლარნაკი ძირს დაახეთქა, გუგრილად დავხედე ლარნაკის ნამტვრევებს და გეგას შევხედე. - მინდა რომ გაქრე, გაეთრიო ჩემი ცხოვრებიდან.. ვერ ვიტან შენს სამყაროს ჩემში! - გაჩუმდი- დაიჩურჩულა გეგამ და ორივე ხელი ყელზე მომიჭირა- ჩშშ! -გულზე მიმიხუტა ერაძემ და თმაზე ხელი დამისვა. - ნუ მეხები- სწრაფად ვკარი ხელი და გავიწიე- აღარ გაბედო შეხება გესმის? არ მომეკარო! დამანებე გეგა თავი! გაიგე გული მერევა შენზე და ამ ყველაფერზე !- შერჩენილი ძალით ვიყვირე და სახლი დავტოვე. ცივად გადავხედე ეზოში აყუდებულ ელეს და გამშველებელს, გაბრაზებული, ტკივილიანი მზერით უყურებდა ლაშას ელე, ლაშა კი მშვიდად იყო კედელზე მიყუდებული და ეწეოდა. - კარგად ხარ?- მკითხა ელემ. - არა !- ვიყვირე და ლაშას შევხედე - არ ვარ კარგად ელე და არც ვიქნები სანამ ეს ორი არ გაქრებიან ჩემი ცხოვრებიდან !- ხელი გამშველებელზე გავიშვირე და ელეს შევხედე- დაიმახსოვრე ელე, დაიმახსოვრე, ისინი დამპალ სამყაროში ცხოვრობენ რომელიც წამლით, სისხლით და ათასი სიბინძურითაა სავსე, გულს მირევს მათი სამყარო, ისინი გაქრებიან ჩემი ცხოვრებიდან, ისევე როგორც შენი და თუ ეს ასე არ იქნება მაშინ მე დამივიწყე..! აცრემლებულმა გადახედა ელემ ლაშას, ლაშაც წელში გასწორებული კარისკენ იყუებოდა სადაც ერაძრე იდგა შეშლილი სახით, გეგას შეშევხედე და რაღაც ჩამწყდა. წარმოიდგინეთ ბიჭი რომელიც გიყვართ თქვენს წინ იდგეს, მოუწესრიგებლად ჩაცმული, გახსნილი საროჩკით, ჩაშავებული თვალებით, წამლისგან გალურჯებული ვენებით და ტუჩებით, არადაამიანური ფერით და ამღვრეული თვალებით.. ცივად მოვაშორე მზერა და პირდაპირ გადავკვეთე ქუცა.., ახლა არის წამი, წამი როდესაც გინდა რომ გაქრე.. გეგას მხეცური კოცნა და ჩალურჯებები ხელზე, სახეზეც როგორც რამდენიმე წამის წინ აღმივაჩინე, საგულდაგულოდ დავათვალიერე აბაზანის სარკეში ცამი სახე და ლოყებზე ერაძეს თითები ლურჯ ზოლებად მეტყობა, ეს მტკივნეულია.. ძალიან მტკივნეულია.. რადგან აცნობიერებ რომ პირველი კოცნა წაიღო ბიჭმა რომელიც თითქმის გიყვარდა ისე რომ ვერც გაიაზრა რა მოხდა რადგან კაიფში იყო, ისე დაგილურჯა სხეული ვერც ამას მიხვდა დამპალი წამლის გამო, ვერც ის გაიგო როგორ გატკინა და ვერც ის რომ არ დაწყებული დაასრულა.. დაცარიელებული დავწექიო საწოლზე, არ დამიძინია, ერთ წერტილზე მიშტერებულმა გავათიე, იმიტომ რომ მტკიოდა .. ............................................................. - არ გაპატიებს !- ჩაილაპარაკა მესამემ და ერაძეს და ლაშას გადახედა. - ვიცი- სახეზე კუნთი ნერვულად აუთამაშდა გეგას და ისე მოქაცა სიგარეტს თითქმის მთელი ღერი ჩაიწვა. - რა იყო მაგისთანა რომ ეგრე გავითიშეთ? - ბევრი მოვწიე- ხმადაბლა ცაილაპარაკა გეგამ. - ელემ მითხრა რომ სახე დალურჯებული აქვს!- ფრთხილად შეაპარა ლაშამ. - ისე როგორაა?- რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ იკითხა ერაძემ და მეასე ღერს მოუკიდა. - კარგადაა მაგრამ ელე გააფრთხილა რომ თუ ჩემთან იქნება მას დაკარგავს.. - მერე?- შეეკითხა მესამე. - ელეს ვუყვარვარ..- ჩაიბურტყუნა ლაშამ. - ნიასაც უყვარხარ- გახედა მესამემ ერაძეს. - მაგრამ არ მაპატიებს- სივრცეზე გაშტერებულმა ჩაილაპრაკა გეგამ და ფეხზე ადგა. - საით?- შეეკითხა ლაშა. - ლიკასთან.. - ბო** ვერ გიშველის მოვიფიქროთ რამე რომ ნიაკომ გაპატიოს.. - არ მინდა ნიას პატიება, ხვალამდე!- სწრაფად დატოვა ერაძემ სახლი და მანქანით ავადმყოფური სისწრაფით მოწყდა ადგილს. .................................................. - ნია როგორაა?- კითხა მასზე აკრულ წრიპას გამშველებელმა. - არ მაპატიებს !- ატირდა ელე. - გაპატიებს, გეგასაც აპატიებს. - ეგ არც ახსენო- მოშორდა ელე ლაშას.- გეგა ახლოსაც ვერ მივა ნიასთან, მე მოვკლავ იცოდე.. -კაი რა ელე კაიფში იყო ვერ აზროვნებდა. - შენ ისევ ეწევი ლაშა! - არა შენსთავსვფიცავარ! - ერთხელაც რომ მოწიო დამკარგავ - კარგი წრიპა!- სიცილით აკოცა ლაშამ. - დებილი- ჩაიბუზღუნა ელემ და ლაშას გაღიმებული აეკრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.