შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვარსკვლავ ბიჭუნა" {5}


10-04-2015, 15:21
ავტორი nefertiti
ნანახია 2 049

25 წლის ხარ და ჯერაც ვერ გრძნობ შენს მთავარ დანიშნულებას და მიზანს. 25 წლის ხარ და დღემდე გაურკვეველია შენი მომავალი,25 წლის ხარ და დედა უკვე ცუდადაა,მის გარდაუვალ სიკვდილთან შეგუება გიწევს. 25 წლის ხარ და პირადი ცხოვრება საერთოდ არ გაქვს,25 წლის ხარ და თითქოს მალე 75 გახდები...
25 წლის ვარ და საქართველოში 7 წლის მერე პირველად ჩამოვდივარ. ჩამოვდივარ იმისთვის რომ საზაფხულოდ ჩემს ქართველ კოლეგებს დავეხმარო ახალი აპარატის შესწავლაში,რომელიც ბავშვის ტვინის განვითარების დონეს დედის მუცელშივე ადგენს. ეს აპარატი ერთმა მეცენატმა შეიძინა რომელიც ახლა მგონი ჩემი მეგობარია და რომელსაც ქართული მედიცინის აღორძინებაზე მეტად ჩემი ქალაქში დაბრუნება სურდა. ეს ვითომდა ჩემი მეგობარი ალექსანდრე კირვალიძეა, რომელიც გამუმებით მეფლირტავება და ჩემს დაყოლიებას ცდილობს რომ მასთან ურთიერთობა დავიწყო. ცუდი კაცი არ არის,რომ არა დადა შეიძლება როდესმე დავფიქრებულიყავი კიდეც.
დადას ალბათ შევხვდები,გარდაუვალიც კია, თბილისი ხომ პატარა ქალაქია,თუმცა იმდენად პატარა არა რომ აეროპორტში მხვდებოდეს. ვუყურებ და მგონი გულის ცემა მალე 300მდე ავა,შეცვლილია ოღონდ-ოდნავ. ბევრად უფრო სიმპატიურია და რაღაცნაირად სევდიანი.
გვერდით სანდროს სუნს ვგრძნობდ ა ვხვდები მარტო არ ვარ-დამიანეც ამიტომ იყურება ასეთი თვალებით. გაღიმებას ვცდილობ,რომ როგორმე სანდროს თავი მოვაჩვენო,ვუსმენ.
ბოლოს რომ დავტოვე,მაშინაც აეროპორტში იდგა. ზუსტად ასეთი თვალებით მიყურებდა,თითქოს ჩემი დადანაშაულება უნდოდა იმის გამო რომ მის თავს ჩემი მომავალი ვამჯობინე. ჯიუტად ამბობდა აქაც რომ ისწავლო მაინც შესანიშნავი ექიმი დადგები-ო. ორივემ ვიცოდით რომ ტყუოდა,ის კი მაინც ჩემს დადანაშაულებას განაგრძობდა.
ჩამოსვლიდან მეორე დღესვე საავადმყოფოში წავედი,სიგიჟეა არა? მეორე დღესვე სამსახურში მისვლა როცა წინ მთელი თვეა. სახლში გაჩერება არ შემიძლია,სახლში სადაც დედაჩემს მუდმივად ძინავს ან წამლებით ისეა გაბრუებული ლაპარაკის უნარი არ შესწევს. საკუთარი უსუსურობა მახრჩობს,როგორ შეიძლება ადამიანს ვერ შველოდე?
რესპუბლიკური საავადმყოფო თითქმის არ შეცვლილა,ისევ ისეთი მოუწესრიგებელი და კორუფციული. სულ რამდენიმე პაციენტი მყავდა-ორს კორონარული არტერიის გაფართოვება დაჭირდა,ერთს ანგიოპლასტიკა. დერეფანში ყავის დასალევად გამოსული კიდევ ერთ სიურპრიზს წავაწყდი,ღმერთო ერთი დღისთვის მეტისმეტია! დერეფანში თავჩარგული იჯდა გიორგი არაბული-დადას საუკეთესო მეგობარი,გარს კი მთელი ოჯახი და მეგობრები ეხვია. ნერვიულობით დაბინდული მხედველობით ვერც კი ავარჩიე დადა იყო თუ არა იქ,არც მისი მეგობრების გაოცებული მზერისთვის მიმიქცევია ყურადღება ისე ჩავიმუხლე მის წინ. თავიდან არ ელოდა,მივხვდი ჩე მი დანახვა გაუკვირდა მერე ფეხზე სწრაფად წამოხტა და ჩამეხუტა. გაუბედავად შემოვხვიე ხელები და სულ ცოტა დამაკლდა ატირებამდე.
-შენ აქ საიდან? ძლივს მოაბა სათქმელს თავი და ხელები უფრო მაგად შემომხვია
-აქ ვმუშაობ. მე კი არა შენ რა გინდა აქ,მითხარი იქნებ ამბავი გაგირკვიო ოღონდ სწრაფად,ოპერაციაზე შევდივარ. სინამდვილეშ არანაირი ოპერაცია არ მქონდა,ბრალოდ მინდოდა მალე გავცლოდი ამ სიტუაციას
-ჩემი დაა აქ,თავი დაიხრჩო,თოკით... ძლივს ლაპარაკობდა გიორგი და უფრო მაგრად მიჭერდა ხელებს. რომ მოვიყვანეთ აღარ სუნთქავდა მაგრამ არ ვიცი შეიძლება გადარჩეს,ხომ შეიძლება?
-წინასწარ ვერ ეტყვი ვერაფერს. გააჩნია რამდენი ხანია რაც გული გაუჩერდა. ჩვენი მხრივ გპირდები ყველაფერს გავაკეთებთ. ახლა უნდა წავდიე ბოდიში... წრაფად წაოვედი,მგონი სპაზმი დამემართა ვეღარ ვსუნთქავ
-ქეთა!
-გისმენ...
-კარგია რომ დაბრუნდი. ნერვიულად მიღიმის და ტრიალდება. არა,ერთი დღისთვის ნამდვილად მეტისმეტია.
სწრაფად შევდივარ საოპერაციოში სადაც დეფიბრილატორით უშედეგოდ ცდილობენ სალომეს გულის ამუშვებას. სალომე არაბული,18 წლის. და მაინც,რამ უნდა გაიძულოს 18 წლის ასაკში თავის ჩამოხრჩობა?
სალომეს ხელოვნური სისხლის მიმოქცევის სისტემას დაუდგამენ-გადარჩება,აუცილებლად. როგორც ჩანს დროზე მოიყვანეს.
გიორგისთან აღარ ვბრუნდები,ექთანს ვგზავნი რომ შეატყობინოს,შეიძლება უკვე დამიანეც აქ იყოს მასთან შეხვედრისთვის კი ჯერ მზად არ ვარ.
სახლში მხოლოდ გეგა და ბენიამინი მხვდებიან-ბენი გეგას შეყვარებულია,მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოში ჩვენი მეგობრის სტატუსით ჩამოვიდა.
-მოსაწვევები მოიტანეს.
-რისი?
-ლუკას ქორწილის. შაბათს არის
-მოდიხარ? ღიმილით ვკითხე ბენს რომელიც აქეთ იქით ქაოსურად დადიოდა
-აბა რა! თვალები გაუბრწყინდა და ტაში შემოკრა! -უკვე ვიცი რასაც ჩავიცვამ
-მაგარი ხარ. გამეცინა და ჩაიდანი შემოვდგი ქურაზე
-შენ რას ჩაიცმევ??
-შაბათამდე დიდი დროა. ვამბობ მშვიდად და ღრმად ვსუნთქავ,ვიცი ლუკას მეჯვარე აუცილებლად დადა იქნება და წინასწარ მორალურად მომზადება მომიწევს.
მეორე სართულზე დედას ოთახში შევდივარ-ისევ ძინავს. მისი მდგომარეობა ბოლოს ალბათ მეც სალომეს გზამდე მიმიყვანს.


------------------
ვიცი რომ ძალიან პატარაა,ისიც ვიცი რომ პირობა დავარღვიე და ისიც რომ ძალიან ცუდი გოგო ვარ. 12 ის მერე კიდევ ავტვირთავ უბრალოდ ამ თავისთვის რომ შემდეგი თავი მიმება არანაირად არ გამოდიოდა. მომიტევეთ შეცდომები



№1  offline წევრი Khaleesi

კაია მალე დადე შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent