–ქურდი შეგიყვარდა? (ნაწ. V)
სახეწაშლილი შევარდა მამაკაცი საავადმყოფოში. არც კი იცოდა რა ეთქვა, რა გაეკეთებინა. ლუბას რომ რამე მოსვლოდა, აპატიებდა კი საკუთარ თავს აქამდე შეტოპვას? გაანადგურა გოგო და თვითონ სასმელს მიეცა. უარი ვერ თქვა, ჯერ ანგელოზივით გოგოს დასაკუთრება მოინდომა და თავსი ყველაზე ცუდი კუთხის წარმოვლენით მიაღწია კიდეც საწადელს, მერე დაკარგა და სასმელში იპოვნა ხსნა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. და ახლა რას აკეთებს? მოდის ადამიანთან, რომელიც მისმა საქციელმა გაანადგურა და სიტყვებსაც კი ვერ პოულობს, რომ თქვას, ბოდიში მოიხადოს, ეს ტალახი ჩამოიშოროს სხეულიდან. გაჭირვებით მოძებნა ვაშაძის პალატა და იქით წავიდა. ჰოლს როგორც კი გაცდა და კატო შენიშნა, შეცბა. თითქოს ყველაზე დიდ დანაშაულს სჩადიოდა, რაც კი ოდესმე ჩაედინა მათ შორის. –ლაშა, – დაინახა თუ არა ქალმა მამაკაცი, მისკენ დაიძრა და გადაეხვია. თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ეტირა, მაგრამ ვაი იმ შეკავებას, ჯერ ისედაც ჩაწითლებული თვალები, უარესად ჩაუწითლდა. –დამშვიდდი, კატო, კარგად იქნება, – ისეთი დამაჯერებლობით წარმოთქვა მამაკაცმა ეს სიტყვები, თვითონაც დაიჯერა. –ღმერთმა ქნას, – ამოიკვნესა და სკამზე დაემხო. ლაშამ თვალი მოკრა იქით, კუთხეში მიჩქმალულ თამოს და მის გვერძე კაკოს, რომელსაც თავი მკლავებში ჩაერგო. –მანქანამ... – დაიწყო იმ ამბის მოყოლა კატომ, რომელიც ლაშას ასე ძალიან აინტერესებდა, – მუხრუჭი... – ცდილობდა თავი შეეკავებინა და ყველაფერი გაწონასწორებით, კორექტულად მოეყოლა. – გაჭედა და... და ხეს შეეჯახა... – დაასრულა თუ არა, ისევ აუვარდა ისტერიული ტირილი. შეშინებულმა ლაშამ თავზე ხელები შემოიკრა. –ახლა? – წარმოთქვა აკანკალებული ხმით. –ოპერაციაზე შეიყვანეს.. შენ გკითხულობდა, მაგრამ არ დასცალდა შენი ნახვა.. – არ წყვეტდა ტირილს კატო. გული ასტკივდა ლაშას. თითქოს რაღაც ამოაცალესო, იქიდან, მარცხნიდანო. ამოაცალეს და ძალიან ატკინესო. რა იქნებოდა, რამე რომ მოსვლოდა? – თავის თავს უმეორებდა ამ შეკითხვას მრავალჯერ და უფრო და უფრო იტანჯებოდა. რამდენიმე საათი კატოს გვერძე, ჰოლში გაატარა. ვერავინ იღებდა ხმას, თითქოს სამარადისოდ დადუმებულიყო სამყარო. ექიმები და ექთნებიც კი ფეხისწვერებზე, ან სულ არ დადიოდნენ მათ წინ. ყველას ეცოდებოდა ეს ანგელოზივით გოგო ასე მალე წასასვლელად ამ ქვეყნიდან. –ჯერ ხომ რამხელა გზა აქვს გასავლელი.. – ჩურჩულებდა ლანას ერთ–ერთი მეგობრის დედა და დანანებით იქნევდა თავს. –შეხედე იმ მამაკაცს, როგორი იყო რომ შემოვიდა და ახლა, საკუთარ თავს არ გავს, – ამბობდა მეგობარი და ლაშასკენ იშვერდა ხელს. ბოლოს ვეღარ გაძლო.. ვერაფერი შეძლო.. რა შეეძლო ან კი? გულ–მუცლის არის საშინელ ტკივილს თავის ტკივილიც დაერთო და მიწისძვრასავით დაუარა ცხელმა ტალღებმა სხეულში, როცა ის–ის იყო წამოდგა და ისევ სასმელს, ან შესაძლოა ნარკოტიკზე შესაჯდომათაც დაიძრა, მაგრამ კუთხიდან გაიგო წამოძახილი: ექიმი მოდისო და ჰაერში გაშეშდა. პულსი აუჩქარდა და თავბრუ დაესხა. საზარელი პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა. –რა ხდება ექიმო? – წამოიყვირა კატომ და ხალათზე ჩამოეკიდა ექიმს, რომელიც დაცვარულ შუბლს ხელსახოცით იწმენდდა. –ოპერაცია ჩაუტარდა.. ძალიან რთული.. უამრავი მოტეხილობა ჰქონდა და მათ შორის.. – შეწყვიტა და თავი დახარა. –რა ხდება, ექიმო, გვეტყვით? – წამოიყვირა თამომ და ჩამოგორებული ცრემლი ცერა თითით მოიწმინდა. –მათ შორის ხერხემალიც დაზიანდა.. – კიდევ შეწყვიტა და სახწაშლილ ადამიანებს შეხედა. მერე გააგრძელა: – საქართველოში მისი ოპერაციები ტყუილი დროის ფლანგვაა და შედეგს მაინც ვერ მოგცემთ, პირიქით. უმჯობესია გერმანიაში წაიყვანოთ, უახლესი ტექნოლოგიები აქვთ და ამ ულამაზეს გოგონას ფეხზე დააყენებენ, – ძალაუნებურად გაიღიმა. –როდის შეგვეძლება მისი ნახვა? – თქვა ძლივს შესამჩნევი გაწონასწორებულობით ლაშამ. –გონზე რომ მოვა, ალბათ 1–2 საათში, – თქვა და გასცილდა. გაოგნებული ბრბო: ლუბას მშობლები, სანათესაო, მეგობრები, ყველანი გაოგნებულნი იყვნენ და სათითაო წერტილს მისშტერებოდნენ. ერთად ერთი კატო და უფროსი დიასახლისი, თამარი, ტიროდნენ და გლოვობდნენ ცოცხალ შვილს, რომლის ფეხზე დაყენებაც შესაძლო იყო. წუთიერი მდუმარებით გლოვობდა საავადმყოფო, ვერ ელეოდა ასეთი სიცოცხლით სავსეს, ტანადსა და ულამაზესი აღნაგობის ახალგაზრდა გოგონას დაინვალიდებას. ყველაზე მეტად კი ლაშას სტკიოდა გული. ვეღარ გაუძლო გლოვას და უკან ჩამოიტოვა ყველა. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა რეანიმაციისკენ. რამოდენიმე ექთანი გადაეღობა წინ, მაგრამ ისე ჩამოიშორა, თითქოს ჭიანჭველები ყოფილიყვნენ. დაწითლებული, სრულიადდამტვრეული რომ დაინახა ლუბა, ჯერ გაშეშდა, მერე გაუაზრებლად მივარდა საწოლს, ჩაიმუხლა და აქვითინდა. –მაპატიე, ლუბა, მაპატიე.. მე გაგაუბედურე... ჩემს გამო ხარ ახლა აქ, ასეთ მდგომარეობაში.. – თეთრეულს ექაჩებოდა ცალი ხელით, მეორეთი მის თბილ ხელებს ეფერებოდა. – ის ღამე მაპატიე, ანგელოზო... ოცნებად გაქციე გონებაში და სადამდე მიგიყვანე, ხედავ? ღმერთმა იცის, ღმერთმა იცის ახლა როგორი ბედნიერი იქნებოდი, ჩემი ახირებები რომ არა... როგორი სიყვარული გცოდნია, წმინდა, სათუთი და მე რა გავაკეთე? მაპატიე, გთხოვ, მაპატიე! – ტიროდა და თანაც ისე, არასდროს, არავის რომ არ უტირია.. მთელი გულით, მთელი არსებით. წვავდა შიგნიდან რაღაც, წიწკნიდა, იმის ყოველ გაფიქრებაზე, რომ მან გააუბედურა ეს გოგო. როგორ უნდოდა, რომ დრო დაებრუნებინა უკან. ყველაფერს შეცვლიდა, ყველაფერს. თვითონ თუნდაც არასდროს გადაყროდა ქალს, მაგრამ ლუბა ყოფილიყო ბედნიერი. ის ხომ ასეთი კარგი იყო. ათას ნაიარევიანიც როგორი ლამაზი და სილამაზე იქით იყოს, შინაგანად წმინდა. როგორი სათუთი იყო და როგორი მზრუნველი. არასდროს იწერდა პლიუსებს ოჯახში თავის სიყვარულის წარმოჩენით, მაგრამ მსოფლიოს ერჩივნა თავისი თამუ, კაკო, კატო და თამარი. თამუზე ახლობელი არავინ ყავდა. მასზე 5 წლით პატარა იყო, მაგრამ ყველაზე გამგები. –გაპატიე.. – გაიგო ლაშამ ხმა, რომელიც ასე მცირე ხანში ასე შეუყვარდა და მის ხელს მოაცილა ბაგეები და ახედა გოგონას, რომელიც იღიმოდა. ო, როგორ უყვარდა მისი ღიმილი.. – გაპატიე, ლაშა.. – ისევ იღიმოდა. ო, რა სასწაული ღიმილი ჰქონდა, სიკეთით სავსე! – ახლა კი შენ მაპატიე.. ვერ დაგაფასე.. – ძლივს გადააბა სათქმელი და დამძიმებული ხელი სახეზე მოუსვა. გაკვირვებულმა რამდენჯერმე ძლიერად დააჭირა წამწამები ერთმანეთს და მოაშორა ლაშამ, რეალობას ვერ შეხედა რეალური თვალით. არ სჯეროდა რომ გოგო, რომელიც ასე უყვარდა და მისგან მხოლოდ უარყოფით პასუხს იღებდა, ასე წამიერად შეცვლილიყო. ო, როგორ უნდოდა ჩახუტებოდა და აღარ მოეშორებინა გულიდან, მაგრამ არ შეეძლო. მერე იმაზე დაფიქრდა, თუ რა მოხდებოდა, როცა გაიგებდა გოგონა, რომ სიარულს ვერ შეძლებდა.. ან კი როგორ უნდა ეთქვა? არა! პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა თავის თავზე, მაგრამ არც ისე შეიძლებოდა. ვაი, რომ ყველაზე საშინელი რეალობა დასდგომოდა... –მიყვარხარ, ლაშა, – გაიგო კიდევ ერთი ყველაზე სათუთი სიტყვა ყველაზე სათუთი ადამიანისგან და ვეღარ მოითმინა.. ისევ ატირდა.. –მაპატიე.. მაპატიე.. მაპატიე.. – იმეორებდა გადაბმულად და დრო და დრო თითებს უკოცნიდა გოგონას, რომელსაც უდიდესი კითხვისნიშანი აღბეჭვოდა სახეზე. ვიცი, რომ პატარა და ნატანჯი თავია, მაპატიეთ.. უბრალოდ ისე მთხოვეთ მალე დადეო ახალი თავიო, ესარის ჩემი ერთ საათში ნაწერი თავი და მიზეზი იმის, რომ ასე ვაგვიანებ ხოლმე, არ ვარ ისეთი ნიჭიერი, რომ მოკლე დროში ის ვწერო, რასაც ამ თავამდე ვწერდი.. დიდი მადლობა, ასეთი კარგი მხარდაჭერისთვის.. ბევრი ვიტირე წერისას ამ თავზე, სულელურად ვტიროდი, მაგრამ ძალიან გავითავისე ეს ორი.. იმედია რამენაირად მაინც არ გამომივიდა ყველაზე ცუდი თავი.. ქრისტე აღსდგა! უფალი გფარავდეთ, საყვარლებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.