შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვარსკვლავ ბიჭუნა" {7}


14-04-2015, 00:25
ავტორი nefertiti
ნანახია 2 403

ადრეული თინეიჯერობის ასაკში,როცა გარდატეხის ასაკმა ყველაზე მწარედ დამარტყა,12 ან 13 წლის ვიქნებოდი. სიკვდილზე ფიქრი ამეკვიატა. ვფიქრობდი,თუ მამისგან გადმომედო დიაბეტი და ასტიგმატიზმი,რატომ არ შეიძლება სიკვდილიც გადმომედოსთქო. მერე წარმოვიდგენდი საკუთარ დაკრძალვას,ვინ მოვიდოდა-ვინ არა,ვინ იტირებდა-ვის გაუხარდებოდა.
ჯერ კიდევ გონზე ვარ. მაგრამ დინება მთელი ძალით მეჯახება ფერდში,საკვირველია ისეთი მშიშარა ვარ მეგონა ჰაერშივე გამისკდებოდა გული,თუმცა წყალში ვარ და თანაც ცოცხალი. „ნასუნთქი“ წყლის გამო ცხვირი საშინლად მეწვის და თავბრუ მეხვევა. ახლაღა ვფიქრობ,რას ვაკეთებ? იქ,ზემოთ არიან ადამიანები ვისაც ვუყვარვარ,ვჭირდები. გეგას ვჭირდები,ლუკასაც,ბენსაც კი ვჭირდები. თანდათან ხელებს ვაფართხალებ და ვცდილობ ზემოთ წავიწიო.
მაგრამ,
დედა ავადაა,
ლუკას საცოლე ყავს.
ისევ ქვევით ვეშვები და საბოლოოდ ვკარგავ ბრძოლის უნარს
ნეტავ დასახიჩრებული თუ ვიქნები? ამ შემთხვევაში არ მინდა ვინმემ დამინახოს. ჩუმად დამკრძალეთ,უხმაუროდ.
ამბობენ,როცა ადამიანი კვდება „გარდამავალ პერიოდში“ თავის სიცოცხლის ყველაზე ბედნიერ დღეს თუ გაიხსენებს სამუდამოდ იქ ჩარჩებაო. 17 ივლისი მახსენდება,როცა დადამ თავისი მეგობრები გამაცნო. მაშინ გავიცანი გიორგი არაბულიც და ყველა დანარჩენიც რომლებიც მერე მართლა ლუკასავით შევიყვარე.
კიდევ ის დღე მახსენდება დამიანესთან ოთახში მისივე ხელით მომზადებულ ჟოლოს მურაბიან ჩაის რომ ვსვამდით. შემთხვევით ვიპოვნე მისი ნახატები-თითქმის სულ ერთი და იგივე გოგო იმზირებოდა უნაკლოდ შესრულებული პორტრეტებიდან-მაშინ ცოტა ვიეჭვიანე,მე არასდროს დაგიხატივარ-მეთქი და გაეცინა. ამაზე უფრო მეტად გავბრაზდი,მანამ სანამ 20მდე ჩემი პორტრეტი არ მანახა,ყველა მდგომარეობაში-მოწყენილი,ბედნიერი,გაბრაზებული,შეშფოთებული... დამიანე მხოლოდ მაშინ ხატავდა თუ ცუდად იყო,ან გაბრაზებული ან ნაწყენი-სხვა შემთხვევაში ვერა. წარმოიდგინეთ,როცა ამ ამბავს გაიგებს რამდენ რამეს დახატავს?!
ღმერთო,ნეტავ დასახიჩრებული არ ვიყო.
თავი ლამისაა გამისკდეს,ცხვირიც მეწვის-ჟანგბადი სრულად ამომეწურა. ვგრძნობ როგორ ივსება ჩემი ფილტვები წყლით. ბედს ვნებდები და საბოლოოდ ვდუნდები. ფსკერისკენ მივიწევ-როგორც ჩანს ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა.
ოხ ეს მომაბეზრებელი ადამიანები! მშვდიდად სიკვდილსაც რომ არ დაგაცდიან ადამიანს!
თვალებს ვახელ,ყველაფერი მტკივა. არ ვიცი ეს ჩემი წარმოსახვაა თუ მართლა იმდენად ცუდად ვარ რომ სისხლის მოძრაობასაც კი ვგრძნობ ძარღვებში. ვიღაც ქსუტუნებს-კარგი რა ბენ! ვამბობ ფრანგულად და მეღიმება.
-კარგი რას განახებ შე დეგენერატო როგორ შემაშინე? როგორც ჩანს გეგა ყოფილა...
-სიკვდილსაც რომ არ დააცდით ადამიანს. გამეცინა და თან ხრინწიანი ხველებაც ჩემდაუნებურად ამოვაყოლე
-ახვლედიანს უმადლოდე... ჩაიბურტყუნა გეგამ და ვიგრძენი როგორ მოიმატა ჩემს სისხლში ნახშირორჟანგის დონემ.
-აქ არის? შეთქმულივით დავაწვრილე თვალები და ჩუმად დავიჩურჩულე
-კი აქ არის,40 სიცხით გიწევს ერთი სართულით ზემოთ. ჩაიფრუტუნა გეგამ და ხალისით ჩაჯდა სავარძელში-ჭორაობა მისი საყვარელი საქმე იყო.
-მართლა? ვთქვი და შუბლზე ხელის გული მივიდე,ახლაღა გამახსენდა რომ მეც შეიძ;ება სიცხე მქონდეს.
-ჰო აბა რა იქნებოდა იმ გაყინულ მდინარეში თითქმის საათი გეძება.
-თქვენ სად იყავით?
-ვერავინ შეამჩნია თქვენი წამოსვლა. მე და ბენი კი ძლივს ტვალეტში...
-მესმის მესმის არ მომიყვე. წამოვიკივლე უცებ და ზურგში გამჭოლი ტკივილი ვიგრძენი.
-სარკე მომაწოდე... ახლაღა გამახსენდა ჩემი ფიქრები სიკვდილის წინ,იმედია არაფერი მჭირს
-დამშვიდდი ჩემო კამიკაძე მზეთუნახავო,სახეზე არაფერი გჭირს. აი ცოტა ზურგი შეგილამაზდა ქვებზე დაგეკაწრა,მაგრა ექიმმა 2 კვირაში გაუვლისო.
-გეგა,ბენიამინი მოვიდა. მოულოდნელად შემოხსნა კარი ვიღაცამ და ისედაც გაფითრებული სახე უარესად გამიფითრდა ამ ვიღაცაში დადა რომ ამოვიცანი. ხელზე გადასხმისთვის დამაგრებული კათეტერი ეკეთა-როგორც ჩანს პალატიდან გამოიქცა. გეგა კარგად მიხვდა სიტუაციას და სწრაფად დაგვტოვა,მოღალატე.
-თავში აზრად როგორ მოგივიდა ასეთი სისულელის ჩადენა? დაბალი მაგრამ ისეთი ცივი ხმით მკითხა ჩემი თბილი საბანიც კი ყინულის აისბერგად მომეჩვენა. საცოლე კი არა,ხვალ რომ მოვკვდე,იცოდე ასეთი სისულელე მეორედ აღარ ჩაიდინო გესმის? ჩემზე არ უნდა იყოდ ამოკიდებული,სამაგისოდ ძალიან ძლიერი ხარ. შენი სიცოცხლის მთავარი აზრი ჩემი სიყვარული არასდროს ყოფილა და თუ იყო,მოვითხოვ რომ დღეიდან ამის გარეშე ცხოვრება ისწავლო. როგორც მე ვისწავლე შენს გარეშე ცხოვრება.
-მიბრაზდები,არა?
-რატომ უნდა ვბრაზობდე? პარიზში,კრუასანების ჭამაზე რომ გამცვალე? გაეცინა დადას და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა
-შენც კარგად იცი რომ მასე არ იყო!
-ამაზე ნუ ვიკამათებთ ქეთა,უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ აქედან რომ გავალთ ს აზრადაც აღარ გაივლებ. სწრაფად შებრუნდა და კარის სახელურს დაეჭიდა
-დამიანე!
-გისმენ
-მიყვარხარ! მთელი გული ამოვატანე ამ სიტყვებს და თვაკები ცრემლით ამევსო
-7 წლით დაგაგვიანდა... სწრაფად გავიდა ოთახიდან და კარები გაიჯახუნა.
და მაინც,რატომ გადავრჩი? იმიტომ რომ ეს ეთქვა? ეთქვა რომ აღა ვუყვარვარ და მასთან აღარანაირი შანსი აღარ მაქვს?
რა ბოროტია ეს სამყარო არა? და თუ დავუკვირდებით,დამიანეც ბოროტია. რატომ გადამარჩინა მხოლოდ იმიტომ რომ მერე კიდევ ერთხელ მოეკლა ჩემი გული? დაუნდობელია ადამიანი-ო,სულ ამბობდა ჩემი ძიძა. მართალი ხარ ლელაჩკა,იმდენად დაუნდობელი რომ სხვისი ტკივილით გახარებაც კი შეუძლია.

-------------------
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს თითოეულ მომხმარებელს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო- khaleesi (იმედია ნიკს სწორად ვწერ თუ არადა უდიდესი ბოდიში) რომელიც არც ერთ თავს არ ტოვებს უყურადღებოდ და შთაბეჭდილება მრჩება რომ ამ ისტორიის ერთადერთი მკითხველია.



№1  offline წევრი Khaleesi

ისე მართლა რო დავფიქრდეთ 7 წელი დიდი დროა და მართალია ეს ბიჭი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent