წამო, გეხვეწები, მინდა ძველებურად სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.
არ მჯერა სახურავების, ხიდების, ღრუბლების, საიდანაც არავინ გადმომხტარა. არც მდინარეების, ზღვების, ოკეანეების, სადაც არავინ დამხრჩვალა. არც სახლში დაწერილ ლექსების, რომლებიც უსახლკაროებზეა, არც მაძღარზე დაწერილ ლექსების, რომლებიც მშივრებზეა, არც სითბოში დაწერილ ლექსების, რომლებიც გაყინულებზეა და არც პოეტების, რომლებიც ყველას უყვართ. don’t speak to me this way don’t ever let me say don’t leave me again don’t leave me again oh , you never felt this lost before and the world is closing doors i never wanted anything more..more oh , you never felt this lost before and the world is closing doors i never wanted anything more don’t hug me this way don’t touch me this way don’t hurt me again don’t hurt me again don’t hug me this way don’t touch me this way don’t hurt me again don’t hurt me again oh , you never felt this lost before and the world is closing doors i never wanted anything more oh , you never felt this lost before and the world is closing doors i never wanted anything more მთავარია, დღიდან დღემდე არ ცხოვრობდე და ყოველთვის რაღაც ერთი ამოჩემებული ფიქრი გამოძრავებდეს. იმედი, დასახული მიზნის. უნდა შეძლო და ზღვას დაუმტკიცო რომ დალევ კოვზით. მთებს დაანახო, რომ დაანგრევ ჩანგლით. ცას ასძახო და უთხრა რომ ახვალ კიბით. შემდეგ ადგე და ყველაფერი გააკეთო რეალობის შესაცვლელად. იბრძოლო საკუთარ სისუსტეებთან, ანუ საკუთარ თავთან, რომელიც ერთადერთია რომელსაც ძალუძს გადაწყვეტილება შეგაცვლევინოს. მინდოდა მოსულიყავი ჩემთან, მაგრამ ჯიბეში, მხოლოდ სამი-ოთხი ჭიქა მზესუმზირისთვის სამყოფი ხურდა მქონდა. ვიცი, რომ ეს სულელური მიზეზია, გამოგონილი, რადგან სინამდვილეში, ერთი მუჭა ჩენჩოს ფასი აქვს ნაღდი ფულით გამოტენილ ჩემოდანსაც, თუ არ შეგიძლია, ადამიანს გული დაახვედრო. მეშინია, მკერდზე არ მომეკრა. მეშინია, მხარზე არ დამადო თავი. … ვის რა მოუტანა, ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფმა რუტინამ? ეს ცხოვრება ერთი ფეხის ნაბიჯზე არ არის სანდო. გონივრული გადაწყვეტილებაა, ახლა ვიყოთ კარგად. ჭკვიანურია, ამ წუთების სიმღერას ავყვეთ. … დღეს მთელი დღეა ვფიქრობ შენზე. შენზე, ვინც ახლა ყველაფერი ხარ ჩემთვის. შენზე, ვისთვისაც ახლა ყველაფერი მინდა ვიყო მე. დედამიწა გადაივსო ერთი ღამის პარტნიორებით, მაგრამ გამოცარიელებულ სახლებს მაინც ეს სჯობს. ჩვენ ყველა ვცდილობთ გადავრჩეთ. … ყოფილი მეგობარი მახსენდება, არასწორი საქციელის მიჩქმალვა რომ მომთხოვა. მერჩივნა, თვალი გაესწორებინა ჩემი არეული სულისთვის და ჩვენ დავშორდით. ძალიან ძნელია მართალი დარჩე. … რამდენიმე ბოთლი ლუდი მაშორებს თავდავიწყებას, რამდენიმე ბოთლი ლუდი და შენი ნაბიჯების ხმა. ტუჩები მისველდება, როცა შენს ტანში წვიმს. … ცდება, ვინც ამბობს, რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს. მე ჩემმა ახდენილმა ოცნებამ მომკლა. … ვწერ ამ ლექსს და ვფიქრობ, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე პირველად გამოვფხიზლდი. ვწერ ამ ლექსს და ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიწამლავ ფილტვებს ნიკოტინით. საშინელებაა, რომ ადამიანები, ალკოჰოლის სმაზე, ან სიგარეტის მოწევაზე ადვილად, ერთმანეთს ანებებენ თავს. შენ მოლოდინი გაქვს. ყველა მხრიდან, შენ რაღაცას ელი. მოლოდინი გაქვს სიყვარულის, და ისეთი ბედნიერების, რომელიც არ ქრება. მოლოდინი გაქვს საკუთარი დეპრესიის აორთქლების, და მზიანი დღის. შენ ელოდები საყვარელ ადამიანს, მაშინ როცა გზები, მდინარეებმა წალეკა, შენ ელოდები, ზამთარს, როცა სულ რაღაც სამი თვის წინ ნატრობდი ზაფხულს. შენ გააზრებულად აფრენ და დიაგნოზს ეს სიტყვები გისვამენ. არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარება მოლოდინი, რადგან შენ ერთგული ხარ ამ ყველაფრის, და შენი ძეგლი სხვა რომანტიკოსებს დაუდგეს. შენ მოლოდინის სამკუთხედში დგახარ, და ამოცანის პასუხს ვერასდროს გამოთვლი, რადგან არასდროს გქონია სიყვარულის ფორმულა. შენი გული დაავადდა მოლოდინისგან, და ფეხები როგორც ეკლესიის თაფლის სანთლები, ისევე დნება. აქ კი, ხანდისხან გამოჩნდებიან, ისინი ვინც გიმსუბუქებენ ყოფას, და მათი ფეხები დიდხანს ვერ რჩება შენს ჯოჯოხეთში, ისინი არ არიან შენი მოლოდინის გადამრჩენელები, ისინი მიდიან საკუთარი თავის გადასარჩენად, შენ კი ისევ მოლოდინი გაქვს, არაფრის და ყველაფრის მოლოდინი. მე შემომხედე, მუსიკოსი ვარ! ჩემს სიმღერებს არავინ უსმენს, გიჟს მეძახიან. საერთოდ აქ მუსიკოსებს როგორ უყურებენ, იცი? მაგალითად, დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შეგხვდება და გკითხავს: “რას შვრები, იშოვე სამსახური თუ ისევ უკრავ?” ეს იცი, რას ნიშნავს? თუ უკრავ, ე.ი. უსაქმური ხარ. ამას არ მოაქვს ფული, არც პატივისცემა, იმიტომ რომ, ზოგადად მუსიკა ამათ ცხოვრებაში არანაირ როლს არ ასრულებს. მუსიკას მაშინ რთავენ, როცა ღრეობენ, ან მაშინ, როცა ფონად უნდათ. ისე, თავისთვის რომ იყოს ჩართული, სიცარიელე რომ შეავსოს, მაგრამ არც ყურადღება გადაატანინოს. ამიტომ მუსიკოსიც არ არის ამათთვის სერიოზული კაცი. მუსიკა არ არის შრომა. ეს დამოკიდებულება კი იმასაც განსაზღვრავს, რა მუსიკასაც უსმენენ. ჩემი სიმღერები არ მოსწონთ. ამაზე ვერც იცეკვებენ და ვერც ფონად ჩართავენ, ყურადღებას იქცევს. ხასიათი აქვს და აზრი აქვს კიდევ. ამიტომ წუხდებიან და თუ ჩაურთავ, გამორთავენ. ამის მიუხედავად ყველა მიცნობს, შეიძლება პატივსაც არ მცემენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ყველა მიცნობს. ქუჩაში რომ გავივლი, ვგრძნობ, როგორ ვზემოქმედებ. ამას ყველა გრძნობს. დაიბადები თუ არა, პოპულარული ხარ. სხვისთვის ეს შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მე არტისტი ვარ და ამას ვაფასებ. სხვაგან ამის მისაღწევად ბევრი უნდა იშრომო, ათასი ხრიკი გამოიგონო, მაგრამ აქ ეს არ გჭირდება. ამიტომ უყვარდება ყველას ეს ქალაქი. ამიტომ ადვილია აქ ჩარჩენა. როცა წარსულს ვიხსენებ ხოლმე ან მომავალზე დავფიქრდები,როცა ვიფიქრებ გადაულახავ სიძნელეებზე,იმ დიდსა და მძიმე შრომაზე,გულს რომ ვერ ვუდებ და რაზედაც მე,უფრო სწორად, ,,ის" , რაც ჩემში უარესია,სიამოვნებით იტყოდაუარს,როცა ვიხსენებ ძალიან ბევრ ადამიანს,ამჟამად რომ თვალს არ მაშორებს,ვიცი,თუკი ვერაფერს გავხდი,ისინი უთუოდ გამიგებენ და წვრილმან ყვედრებას არ დამიწყებენ,მაგრამ რაკი სიკეთესა და პატიოსან,სამართლიან საქმეებში ნაცადნი არიან,მათი ერთი გამოხედვაც კი ამას მეტყვის : ,,გეხმარებოდით,ლამპრობას გიწევდით;რაც შეგვეძლო ,ყველაფერი გავაკეთეთ. შენ კი იშრომე ძალის და ღონის დაუზოგავად?სად არის ჩვენი შრომის ნაყოფი,სამაგიეროს რით გვიხდიო?“ ჰოდა,როცა ყოველივე ამაზე და კიდევ ბევრ,ძალზე ბევრ რამეზე ვფიქრობ ხოლმე,რასაც ახლა ვერ ჩამოგითვლი-მრავალზე მრავალ სიძნელეზე,საზრუნავზე,რაც ასაკის მომატებით სრულადაც არ კლებულობს;სატანჯველზე,იმედების გაცრუებაზე,დამარცხების შიშზე,თითქმის სირცხვილზედაც კი, -ჩემთვისაც არაა ეს გრძნობა უცხო-მეც მინდა,რომ გავშორდე ყველაფერს ! ერთი შეყვარებული წყვილი, ალბათ უკვე წელიწადზე მეტი იქნება, კვირაში რამდენჯერმე მოდის ჩემი ფანჯრების წინ მდებარე პატარა ბაღში. გოგო და ბიჭი, ოცი-ოცდახუთი წლის. ათვალიერებენ თავისუფალ სკამს, სხდებიან და არიან ასე, ტყვეებივით, უბნელი უსაქმური ბიჭების, პოლიტიკაზე მოყაყანე პენსიონრების, გვიანობამდე მომუშავე მშობლების მიერ უპატრონოდ დატოვებული ბავშვების გარემოცვაში. ქუჩას მიკედლებულებს არსად აქვთ ადგილი, რომ უყვარდეთ ერთმანეთი. … ვუყურებ და მეცოდება ამ უმომავლო ქვეყანაში დაბადებული მათი სიყვარული. ვუყურებ და ვხვდები, რომ მხოლოდ ერთმანეთის იმედი შეიძლება ჰქონდეთ. იცი, როგორ ვარ? ასაკიც რომ კარგავს პირვანდელ მნიშვნელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა ღირებულება, რაც აქამდე გაგაჩნდა, შენი წარსულიც, აწმყოც, მომავალიც და არსებობაც, ზოგადად. იღებ ფურცლის ნაგლეჯს, იღებ კალმისტარს და წერ, რომ შენი სახელია “საკარიასი”, მიგაქვს სანთელთან ეს ნაგლეჯი (ფურცლის) და წვავ და ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ იცი, როგორ ვარ? არაფერი როცა არ ხდება გარშემო. როცა გასართობად რამეს იგონებ, ამბავს რომლიც უნდა მოხდეს, ან უკვე მოხდა და რა თქმა უნდა ტრაგიკულად დასრულდა შენთვის, ან დასრულდება და მერე ამ გამოგონილი ტრაგედიების ანჟანბემანს აყოლებ ჩაის და შიგადაშიგ შაქრის ნატეხს, ან მურაბას და ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ იცი, როგორ ვარ? როცა შენში თავს იჩენს ნიჭი მისნობის, ისე ერთფეროვნად გადის ყოველდღე ერთი ცხოვრების ერთი მთელი ცხრა მეათედი, ყოველთვის ერთი სადგურიდან, ასევე ერთი მიმართულებით, ზუსტად იცი ხვალ რა მოხდება: როგორ პოზაში გაიღვიძებ, სად წახვალ, ან ვინ შეგხვდება გზად და რა ეცმევა, რას გეტყვის სხვას და ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე.. ერთხელაც ჩვენს შეხვედრაზეც უნდა დავწერო. იმაზე, თუ როგორ ვნახეთ ერთმანეთი ამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც ცალ-ცალკე ვსუნთქავთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.