შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულო ჩემო, ნახე...


15-04-2016, 13:43
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 860

ეს ლექსი ეძღვნება ჩემს ანგელოზს უპირველესად, შემდეგ კი ყველა მანდილოსანს, მინდა ყველას გისურვებთ ჭეშმარიტი სიყვარულის ძალა გეგემნოთ. შენ კი, ჩემო სიცოცხლე, მხოლოდ ერთ რამეს გისურვებს შენი ეგოისტი მეორე ნახევარი, სულ ჩემთან ერთად ყოფილიყავი ყველგან და ყოველთვის!

ჩემი გული საყდარია,
სულო ჩემო, ნახე!
როგორც ხატი, ასვენია,
შიგნით შენი სახე.

ჩემი გული მინდორია,
ობლად გადაშლილი.
შენი სახე დაჰფენია,
ვით ყვავილი შლილი.

ჩემი გული მობიბინე,
ჯეჯილია ნაზი,
შენი სახე ეფინება,
როგორც ფიანდაზი.

ჩემი გული.. უფსკრულია,
ვერ ჩასწვდება თვალი...
შენი სახე შიგ ციმციმებს
როგორც ნატვრისთვალი.

ჩემი გული დარბაზია,
ღვთით ჩამონაქნარი,
ტახტრევანზე ასვენია
შენი ფერი თვალის.

მე წარსულის ვაება ვარ,
ჩუმი სევდის ჩრდილი..
შენი თმები გიშერია,
მასზედ გადაშლილი.

მე ვარ დიდი ოკეანე,
როცა ვხუჭავ თვალებს,
შენ ხარ ჩემში ჩამავალი,
მოელვარე მთვარე.



№1 სტუმარი Mehidos achrdili

Kargi leqsia:)

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რაც გულიდან მოდის, ცუდი ვერ იქნება :)

 


№3 სტუმარი Mehidos achrdili

Saertod aseti var,arasdros maviwydeba warsulis mogonebebidan raime wvrilmanic ki..da ai axla shen gamaxsendi;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent