შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რადგან წარსულში ვერ დაგტოვებ... ასე უბრალოდ!


24-05-2016, 16:06
ავტორი Kristy
ნანახია 2 191

ვიცი, წარსულში ვერ დაგტოვებ ასე უბრალოდ,
როცა სანუკვარ სურვილებში ალიონია
და როცა ძველი ერთგულება ქრება უნაკლოდ,
სადღაც გრძნობებში გამოწვრთნილი, ჩუმი ომია

და როცა სიტყვა შეაშრება გაცვეთილ ტუჩებს
და როცა გრძნობას გამახსენებს სიტყვები შენი,
ჩემი ფერები დაეტყობა მომაკვდავ ქუჩებს,
რათა იგემო უარყოფის მტანჯველი სენი

და თუ გავყიდი პირველივე შთაბეჭდილებას
და თუ სანუკვარ ოცნებებს შენს აწმყოზე გავცვლი,
მინდა იცოდე, შემოგჩივლებ უცხო დილემას,
რადგან წამიერ სისუსტეებს სიტყვებზე არ ვცვლი

და რომ ოცნება დაგიხატო ფერად სურათად
და რომც შევკრიბო საუცხოო გრძნობის ქარები,
შემოგეკრობა აღსასრული მარტივ სუდარად,
რადგანაც უკვე დაიხურა საყდრის კარები

და სამუდამო სიყვარულიც რომ შემოგფიცო
და სამუდამოდ შეგაჩვიო მაისის მზეებს,
არ შეყოვნდება შენი წასვლა მხოლოდ იმიტომ,
რადგან არ მინდა შევეგუო უშენო დღეებს

და ეს დღე რადგან უჩვეულო დასასრულია
და ეს სიტყვები უდარდელი სიკვდილის მახე,
შენი გაშვება ჩემთვის ალბათ აღსასრულია -
ერთხელ ნაცნობი უკვდავების ეული სახე

და რომც იცოდე, როგორ ვქრები უშენო წამში
და რომც შემშურდეს წამიერი ბედნიერების,
ზვიად ფერებში შემოსილი გავივლი ჟამში,
რომ არ გამომყვეს 'თანაგრძნობა' ავი ენების

და რადგან ასე უსირცხვილოდ, ჩუმად მიდიხარ
და რადგან ასე სასიკვდილოდ დაჭრილს დამტოვებ,
ჩემი ოცნების საპატიო, ჩუმი გზირი ხარ,
როცა უეცრად მივიწყებ და მარტოსულს მტოვებ

და თუ უშენო არსებობა ჩემი ხვედრია
და თუ წამიერ მოგონებებს უნდა შემორჩე,
შენგან ნათქვამი სიტყვებიც კი, ალბათ, ბედია,
რომელსაც უნდა წამიერად, ერთბაშად მორჩე

და თუ ამ დრომდე მე უშენოდ არ მიცხოვრია
და თუ ამ დღესაც გადავიტან დაუფიქრებლად,
მომავლისათვის არჩევანი ნუთუ ბევრია,
შენზე ოცნება შემომრჩება დაჭრილ ფიქრებად

და და თუ სამყარო დამავიწყებს გრძნობის ძველ გემოს
და თუ სახალხოდ გავიღიმებ ისევ უნაკლოდ,
მინდა დღეს გულმა სამუდამო ტანჯვად გიგემოს,
რადგან წარსულში ვერ დაგტოვებ ასე უბრალოდ!



№1 სტუმარი proudly

რადგან წარსულში ვერ დაგტოვებ ასე
უბრალოდ!!! ♥♥♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

winked მე არსად წავალ... მხოლოდ ერთი ღამით დავიძინე ტკბილი ძილით, ასე რომ წინასწარ ნუ გამომიგლოვებ wink love

 


№3 სტუმარი Magda

რადგან წარსულში ვერ დაგტოვებ ასე უბრალოდ - მხოლოდ ეს ფრაზა კმარა

 


№4 სტუმარი Firestorm

ნამდვილი სასწაული ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent