შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ, სადაც


3-08-2016, 00:03
ავტორი Kristy
ნანახია 1 642

იქ, სადაც
წამი წამდაუწუმ წამით იცვლება
და სადაც
უტყვი მოგონებაც წამად იღვრება,
აკორდებს აშლის მომღიმარი, ანცი გონება...
ამ დღის ოცნება შენ მარტივი ნუ გეგონება

და როცა უცებ
გაიღვიძებს ჩუმი აკორდი
და როცა უცებ
წამომცდება, რასაც ვამბობდი,
გამახსენდება, რომ არაფერს მაშინ არ ვგრძნობდი,
დაიკრიფება სანატრელი გრძნობის ნაყოფი

და რადგან
ფერებს შემოაცლის გრძნობას გონება
და რადგან
ფიქრი გაგვიხდება გამოგონება,
შემოეცლება ღრუბლის ცრემლებს ამაყი სცენა,
რადგან იწვიმებს... ვხედავ, რომ იძვრის ავანსცენა

და როგორც მაშინ,
შეგაშინებს ძველი პირობა
და როგორც მაშინ,
დაგჭირდება დიდი გმირობა,
წარბებს შეიკრავს მოლოდინის ჩუმად ამყოლი,
რომ გაფრინდება მომავალში ძველი ამბორი

და ისევ ისე,
გაუნძრევლად ვიჯდები გზაზე
და ისევ ისე
შემომაჩვევ ცივ თითებს თმაზე,
მომაგონდება განუყრელი საფარველები,
როცა დამხვდება მოლოდინში სხვა მფარველები

და როცა ისევ
ყურს დავუგდებ კაკუნს გრდემლების
და როცა ისევ
გამოვნახავ მიზეზს ცრემლების,
შემომეცლება საიმედო გრძნობის ფერები,
თუ დავუმალე ჩუმ იმედებს, რომ გეფერები

და როგორც ადრე,
ისევ დამდებ ბრალს სიყვარულში
და როგორც ადრე,
გავა წლები ამ სინანაულში,
გადაგივიწყებს სიყვარულის უვიცი ბასი,
რადგან არ იცი ჩემი გრძნობის ნამდვილი ფასი

და ისევ ისე,
სანუგეშოდ შემოვკრებ წამებს
და ისევ ისე,
უთავოლოდ გამოვცლი წამლებს,
რადგან ფერების აკლდამებმა დაიწყეს დნობა...
წამის წადილმა გაანელა ნამდვილი გრძნობა

და რადგან
სულში დაიკრიფა ოცნება ყველა
და რადგან
ციდან ჩამოგლიჯე შენ ცისარტყელა,
დაღლილი ფიქრით დაისეტყვა შენი ფერები,
შემომეძარცვა ნაჩუქარი შენგან ერები

და თუ ეს წამი
განშორების ტკივილს მომიკლავს
და თუ ეს სევდა
მონატრების ჭრილობებს მიკრავს,
დაველოდები საუცხოო გრძნობის განთიადს,
რადგან ნამდვილად ვერ გიწოდებ უბრალოდ დიადს!



№1 სტუმარი Magda

კიდევ ერთი საუცხოო ლექსი შენგან. მიყვარხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent