უშენო წამმა შეამოაღო ღია კარები
უშენო წამმა შეამოაღო ღია კარები, როცა შევკრიბე უდროობის ურჩი ცნებები, ჟამთასვლისაგან ჩემს სახეზეც გაჩნდა ღარები, უსიტყვო გრძნობამ ჩამოშალა დღეს ოცნებები, წამის სუიციდს ვაკვირდები სულის სარკმლიდან, მზად ვარ შევუდგე სამუდამო მარტოობის გზას, გამოგონების საზღვრებს ვიკვლევ უაზრო დღიდან და ჰარმონია უკვდავების წმინდა ზღაპარს თხზავს! წამად იღვრება გაცვეთილი უმანკოება, როცა იღიმის აბსოლუტი - მშვიდი საღამო და ამღერდება მანკიერი, მშვიდი დროება, თუ სიყვარული გამოხდება შეუსაბამო, შენგან გამოცლილ საუკუნეს დავემალები, დამავიწყდება წამიერად ჩვენი ოცნება, დამენაცრება უშენობით სუსტი მალები, მომაკვდინებელ ფიქრებში თუ ირბენს გონება! შემომისაზღვრავს ისტორია გრძნობის ნაპირებს, რადგან არ მაძლევს უსასრულოდ ოცნების ნებას და როცა სული შენს მოლოდინს გაინაპირებს, შევუერთდები სანიმუშო დროის დინებას, აირევიან სულში ძველი აბსტრაქციები, როცა დუმილი შეიცვლება სუსტი სიტყვებით, დაიკრიფება სანუკვარი, ლურჯი იები და შემშურდება ძველი გზების, რომ ვერ მივყვებით! მკრთალი ფერებით შეივსება ახალი წუთი, შემოკრებილი ოცნებები დაიწყებს აშლას და შემცირდება ბედნიერი ცხოვრების ყუთი, როცა შემდგარი ერთგულება დაიწყებს დაშლას! ჩვენი ოცნება ქარიშხალში რომ აღარ მოხვდეს, მე სამუდამო ერთგულებით გემშვიდობები, ამ დაუნდობელ ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, დღემდე უშენო არსებობას ვემშვიდობები, და როცა ჩემი სიყვარული წარსულს ეწვევა, მინდა შემომრჩეს სანუკვარი გრძნობის ფერები, ეს სიყვარული თუ ოდესმე ბედსაც ეწევა, გაგვიღიმებენ ბედნიერი წამის ერები! გადამექცევი მომაკვდავი სულის ხვიარად და როგორც ადრე, შემომაჩვევ უცნაურ მზერას, გავიჭედები დროთა შორის უცვლელ იარად და დავაფუძნებ ახალი დღის უსიტყვო ერას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.