( *** )
„ცაში ყველას ღიმილით ხვდებიან!“ – უდაოდ მიყვარს დახვედრა თბილი და ვგრძნობ, იმქვეყნად უკვე მელიან, უნდა გამომყვეს დღეს სიტყვა ტკბილი! დანისლულ ხედებს გადაუფარავს პეიზაჟების სიუხვე კვლავაც, ის, რაც ვასწავლეთ დაბნეულ ფარას, აღარ მოქმედებს იცოდე აქაც! შენ კი მიყურებ (არც გეცოდები), შემოსილი ხარ ამაყ ფერებში, დასაბამიდან რომ გელოდები, ძალა აღარ მაქვს მსუბუქ ხელებში! ახალგაზრდობის ფერადი დაზგა იღვიძებს წამის მსუბუქ აკორდად და ავხმიანი გრძნობების ბაზა იკვრება მარტივ ფიქრების კორდად! ვინ მომაცილებს ისევ შენამდე? (კითხვა პასუხის გარეშე დარჩა) და შემოქმედის გამოჩენამდე მე აღარავინ გამომესარჩლა! სამყაროს ხავილს რომ შევეჩვიე, მეც მომაფიქრდა დამეწყო ათვლა, შემდეგ უდაოდ, კვლავ შეგეჩვიე და თამაშიდან არ მინდა გასვლა! წამის წიკწიკით სწრაფად გარბის დრო, რადგან ოცნებით ვეღარ გვატარა, მაგრამ თუ მაინც დავკარგეთ ჯილდო, მინდა შეგეძლოს ჩემი ატანა! ერთ დროსაც ჩემო, ვიცი, მივხვდებით, რომ არ გვიღირდა დრო ამ ბოღმის ზრდად და თუ ოდესმე ისევ შევხვდებით, შემომეკედლე გრძნობით... ანაზდად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.