შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი სიზმარი მასზე (ჯერ რომ ვერაფერს ხვდება)


7-12-2016, 01:34
ავტორი Kristy
ნანახია 1 875

შემომეპარე წარმოსახვის სამფლობელოდან,
როგორც უთქმელი მონატრების ნორჩი სურნელი,
მივიწყებული სურვილების უცხო ჩეროდან
ახლა ცხოვრების სასრულობის ფორმულებს ველი!

ვდგავარ უჩუმრად… მიშეშდება წამით სხეული,
თითქოს გრძნობებმა უჩინრობის დაკარგეს ძალა
და აღარ მხიბლავს მოწოდება - დავრჩე ეული,
როცა შენს ფერებს საძირკვლები გამოეცალა...

ვგრძნობ შენს ცხელ სუნთქვას ჩემს კისერთან და გახშირებულ
შენს გულისცემას მიკარნახებს გრძნობის ტალღები,
გამიფრინდება ყველა აზრი, რომ ახირებულ
ჩემს წარმოსახვას არ მოაკლდეს ოქროს თაღები,

ჩემი გონება ისევ შეთხზავს უაზრო მითებს...
ვიცი, რომ გრძნობით იშვიათად არ მეხუტები
და შემოხვეულს ჩემს კისერზე ამ უცხო თითებს
მე საოცარი პირფერობით გავებუტები;

შემომესევა მოჩვენებით ხმები მთების ძვრის,
თუ უჩვეულო სიჯიუტით ძველ გზებზე ვივლი,
რადგან უშენოდ მეჩვენება, რომ დრო არ იძვრის
და თითოეულ მოძრაობას წამებად ვითვლი!

შენი თვალების უცნაურად ფაქიზ მახეში
გამომწყვდეული შემოგცქერი ნდობის ფერებით,
დღეს კი უმწეოდ ჩამოშვებულ ამ სუსტ მაჯებში
მგზნებარე სისხლი მიდუღდება ერთი შეხებით...

მინდა დაგითმო ყველა აზრი, ყველა სურვილი
უთქმელად მინდა აგისრულო, როგორც შენ ელი
და სიყმაწვილის უსათუოდ ანცი წყურვილი
წამის შეცდომად ვაღიარო, დავმალო ცელი,

ახლა კი, როცა სული აწმყოს ისევ ზეიმობს,
ბედნიერებით თრთის სხეულის ყველა უჯრედი,
წამის ოცნება ყველა ცნობას თავისთან იხმობს,
რათა შეიგრძნოს უჩვეულო გრძნობების რეტი!

ვგრძნობ, რომ კისრისკენ მიცურავენ შენი თითები
და ბლუზის ღილებს სასიკვდილო ბრძოლაში იწვევ,
რომ ჩამორთმეულ დამცავ ჯავშანს ვეღარ მივწვდები...
ვხვდები, უცნაურ, საიდუმლო თამაშში მიწვევ;

სულში მიძვრება ნაცრისფერი თვალების ეშხი,
მაგ გრძელ წამწამებს ეფარება ფიქრის ნაწილი,
ვცდილობ დავმალო უჩვეულო აზრების წნეხი,
თუმცა მეხება შენი სუნთქვა და ჩემი წილი

კლდემა მაკლდება, გამოგონილ სიდინჯეს ვიხდი,
თავისუფლებას უდრტვინველად ვაძლევ სწორ მიზანს
და მაგ თვალების შემხედვარე რეფრენებს ვისვრი,
რომ შენს მკლავებზე გადაწოლილს სამყარო მიყვარს!



№1 სტუმარი მარიამ))

ძაან მაგარი ლექსიაა აი შემეხო თავიდან ბოლომდე

 


№2  offline წევრი crybaby

შემთხვევით შემოვიხედე და აღფრთოვანებული დავრჩი. ძალიან, ძალიან მომეწონა <3 relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent