ჩვენ დაგვივიწყეს !
ჩვენ დაგვივიწყეს და ვიქეცით მარტივ მოვლენად, სიტყვებს შეაშრათ წარმოსახვის ურჩი ფერები და უსასოო მოგონების მხსნელად მოვლენას არ შეუნახავს უსისხლხორცო წამის გენები: შეგვრაცხეს, როგორც უდროობისფერი სიმები, როგორც ფერმკრთალი მოჩვენების ჩრდილთან ტანდემი, თან მოგვეჩვია უცნაური ფერის სხივები, თითქოს უეცრად (უდრტვინველად) გავხდით ენდემი... დროის ხმაურში წამოვიწყეთ უაზრო ბოდვა, თითქოს ერთ დღესაც გიჟის პერანგს ერთად გავიხდით და თავდახრილნი, თითქოს გვაწევს სამყაროს ცოდვა ამ საოცარი უმწეობით სხვის ვალებს ვიხდით! ჩვენ დაგვივიწყეს და დღეს დავრჩით გრძნობის ამარა, ვცხოვრობთ მტრობისგან ჩამონგრეულ კედლების მიღმა... ციდან დაგვყურებს გადაღლილი მთვარის ჭაღარა, გვესმის წარსულის მატიანეს ბობოქარი ხმა, ჩვენ კი მკვდარ გულებს უსათუოდ სხვა გრძნობა გვიპობს, თითქოს გაგვძარცვა ჩვენი დროის უდაბურებამ, "განსხვავებულებს"უცნაური სურვილი გვიპყრობს, რომ არ დაგვძრახოს ჩვენი მოდგმის წმინდა ბუნებამ! ვგრძნობთ, როგორ კრთება უცხო ალი ფიქრებში, როცა ქარი ბობოქრობს უკაცრიელ ნდობის ქალაქში და როცა სურვილს აღარ უღირს ტრფობამდე მოცდა, სიცივე ჟონავს გრძნობებისგან დაცლილ კალამში… ჩვენ დაგვივიწყეს და შევიტყვეთ ჭეშმარიტება, რომ უცხოებთან სრული ნდობის არ ღირს შენება, ახლა კი, როცა შემოგვაკლდა ძველი დიდება, გაზაფხულია ჩვენი მოდგმის კენტი მშვენება! შემოგვაწვება მოლოდინის ჩვეული განცდა, თითქოს გარინდულ სურათებში ვეძებთ მშვიდობას და როგორც ძველად, ფიქრებს შეკრავს რთული გამოცდა, თუ ჩუმ ოცნებებს არ გავუწევთ ფაქიზ გიდობას, ჭორებს დაგვიყრის ულმობელი, თავხედი ენა, რომ თავდახრილებს ზედ გვაბიჟებს თითქოს სამყარო და ვით ჟონგლიორს (თავისებურს) ამშვენებს სცენა, ამ უჩვეულო ხიბლით გვინდა ყველა გავყაროთ! ჩვენ დაგვივიწყეს და ვიქეცით მარტივ მოვლენად, ფიქრები ისევ წარმოსახვის ძველ ფერებშია, მაგრამ ერთადერთ სიმართლეზე არ აქვთ გავლენა, რომ გამარჯვება უსათუოდ ჩვენს ვენებშია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.