შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლუკა კუხიანიძე - ლექსები


20-12-2016, 16:10
ავტორი teklash
ნანახია 2 519

"- ყველაზე დიდი მნიშნველობა, სამწუხაროდ, ნაწერებისა - ავტორია..."
- ლუკა კუხიანიძე, 2015წ.


***
შეყვარებულთა მოდა მსხვერპლშეწირვაა.
ისევ დადგება დილა მოლურჯო,
ისევ იქნება ფოთოლთა ცვენა.
იცი, დღეს რომ მენატრები,
ცოტა უხერხულია...

2014წ., 20 აპრილი.



შენა

იმიტომ რომ (ალბათ), უნდა მომხდარიყო ასე.
მე არ ვიმსახურებ არაფერს!
ვთქვი და სიგარეტი ვთხოვე ბიჭს.
- თქვენ ლუკა კუხიანიძე ხართ, არა?


იმიტომ რომ მე აღარ მინდოდა შრომა, სასაცილო წარმატება,
მე მინდოდა ერთი სახლი, ერთი ქალი, იაფფასიანი მანქანა,
10-11 ღერი სიგარეტი, 700-800 ლარი ყოველთვიურად,
არანაირი სასმელი, არანაირი ნარკოტიკი.

იმიტომ რომ ალბათ ნებდები,
მაგრამ მაინც, საშინელი ბრძოლაა, როცა ნებდები.
მოითმინე, შეიკავე, ჩაყლაპე.
უნდა შეიკავო, მაგრამ ტირილი თავისუფლებაა.

იმიტომ რომ მე აღარა მქონდა ამბიციები,
მე ვცხოვრობდი სახლში, არ მქონდა შემოსავალი,
არც 10-11 ღერი სიგარეტი, ხელფასი სახუმაროა,
არც სასმელი, არც ნარკოტიკი.

ვიცოდი, გარეთ ვიღაცა შიმშილობდა,
ცივ ღამეებს ატარებდა ქუჩაში და
ახალ-ახალ იმედს თესავდა ყველა გამომვლელის დანახვაზე.

დაგცინებენ, ხელჩართულად, გაგასუქებენ,
მიგატოვებენ, მეგობრობას ყალბად გაგინაღდებენ,
მაგრამ მეგობარო, ვპასუხობ: არა მგონია, დღეს ლუკა ვიყო კუხიანიძე,
თუმცა მერე რა, რომ დაგცინიან, გტოვებენ და გასუქებენ,
არა ღირს შენი წმინდა იმედი, მათთვის რომ მოკლა.


კეკეს

ვუძღვნი კესარია კუხიანიძეს, რომელსაც ვერ გავიგე, ცაზე რა უნდა?!


მეორე თვეა, ყოველ დღე ვამთავრებ რომანს, წერტილის დასმა მიჭირს.
და როგორც იქნა, რომ უკვე დავამთავრე თამაში მხიარულების,
და შევედი აბაზანაში, მამას ქაფით გავიპარსე წვერი,
გავედი გარეთ და ნოემბერში ზამთარი დამხვდა,
გავიფიქრე რომ დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესია.

გუშინ მენატრებოდა და თავს უბედურად ვთვლიდი,
დღეს ბედნიერად მივიჩნიე თავი, რადგან მენატრებოდა.

სასიცოცხლოა, ვიღაც ახლა ძილის ნაცვლად,
შენზე ფიქრობს.

და გიწერს ამ ლექსს.

2014წ., 14 სექტემბერი.


***

მინდა შევეჩვიო სიახლეს,
ნაცვლად მარტოობისა.

...

დიდი ხნის განმავლობაში, მე ვფიქრობდი, რომ ვკვდებოდი.
და მეგონა, რომ უნდა მომესწრო რამე,
ჩემს სიკვდილამდე.
მეშინია, რომ არავის ვუყვარდე,
მეშინია, რომ დამივიწყებენ.
საღამოს ძველი მეგობარი დავინახე, რომლის ნახვაც მძულს
და არ მომწონს როგორც ის ცხოვრობს
და არ მომწონს კითხვები, რომლებიც შესაძლოა მას გასჩენოდა, ამიტომ
მე გავიხედე იქით, რათა ეფიქრა, რომ ვერ შევამჩნიე იგი,
მაგრამ მან გაიხედა გვერდით მანამდე, სანამ მე მას დავინახავდი.
ერთ თვალის გადატრიალებაში იყო სიკვდილი, მხოლოდ უნდა შემეხედა.
დღეს რაც მომინდება, გავაკეთებ.
შემდეგ თუ აღარ მომინდა, შემრცხვება.
სულ სხვანაირად იკითხება ნაწერი,
თუ მშვიდი მელოდია გაქვს ჩართული და უსმენ.
შენ მღერი.
სულ სხვანაირად, როცა ელოდები ვინმეს წერილს
(ოხ, როგორ ძალიან მძულს, ლოდინი წერილებს შორის)
და სულ სხვანაირად, როცა სახლში არომატული საჭმლის სუნი დგას.
ამ ქალაქში უფრო მეტია ის, ვისაც არასდროს ჰყვარებია და სჭირდებათ სიყვარული, ვიდრე ვინც მიატოვეს, ვისაც დაშორდნენ.
მათ სძულთ სიყვარული,
მათ იციან, როგორი სასტიკია იგი.
თუ ნამდვილია.
ბოლო დრო უფრო მწამს, რომ ბედნიერება მხოლოდ შორიდან ჩანს.
დიდია სინანულის ცრემლი, როცა ვინმეს დაკარგავ.
დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობ, რომ შენ შეგეძლო გადაგერჩინა.
რა უფრო მოგწონს, ჩემი მხრები, თუ ჩემი ნაწერები? - ვკითხე.
მან თავი მოსწია ჩემს ყელთან,
თვალები ზურზე შემახო
და მიპასუხა:
- ეს ერთი და იმავე არაა?

მინდა შევეჩვიო სიახლეს,
ნაცვლად მარტოობისა.
დიდი ხნის განმავლობაში, მე ვფიქრობდი, რომ ვკვდებოდი.
და მეგონა, რომ უნდა მომესწრო რამე,
ჩემს სიკვდილამდე.

2014წ, 23 იანვარი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent