შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

4love.ge-ელების ლექსი


20-02-2017, 22:04
ავტორი ano23
ნანახია 2 077

საიტის რამოდენიმე წევრმა ვითამაშეთ ორი დღის წინ და გავრითმეთ შეძლებისდაგვარად სტრიქონები. შედეგად ეს გამოგვივიდა. ძალიან კრიტიკულებიც ნუ იქნებით, გაითვალისწინეთ არცერთი არ ვართ პოეტი.

როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ,
მკლავს უნდობლობა შენი ფარული.
მხოლოდ მე დავკრეფ ვარდებს უთვალავს,
ვარ სიყვარულის ჩრდილში მალული
და თუ გიყვარვარ, ნურც შენ დამალავ,
თორემ დაგტანჯავს ხვალ სინანული.
ისე უკვალოდ გავა ცხოვრება,
ჩემთვის დარჩები მხოლოდ წარსული.

თუ გრძნობებს უხმოდ ჩავიკლავთ გულში
ტანჯვად იქცევა ეს სიყვარული.
იქნებ არ ღირდეს ამდენი თმენა,
იქნებ ფუჭია ეს სიბრალულიც.
მომენატრები... მოგენატრები...
ძველ მოგონებებს ძილში გავუვლით.

აღარ ანთია გრძნობის ის სითბო
არის სიზმრადღა შემორჩენილი.
შენ კი ამ გრძნობას ვერსად წაუხვალ
თუნდ გაურბოდე, როგორც დევნილი.
ამედევნება შენი ხატება,
მე კი ვიქნები ისევ ძებნილი
და კვლავ სიზმრებში არ მოგასვენებ,
შენ გამიხსენებ გულდაბნედილი.

დავემსგავსები გრძნობის მათხოვარს,
ვივლი ნერვებით ჩამოძენძილი.
ხელს თუ გავიშვერ, ალბათ მოვითხოვ
შენგან მივიღო ბოლო წერილი.
წერილი, ერთობ ნაზი სურნელით
და იასამნისფრად შეფერილი.

დაველოდები შენგან სტრიქონებს
და გამიჩნდება იმედი წამით.
მაგრამ მომავლის უსასოებით,
ცრემლი გაჟღინთავს კვლავ ბალიშს ღამით.

მაგრამ, ალბათ ღირს, ყოველი ცრემლი
ასე მგონია გაბრუნებს სახლში,
თუ დაბრუნდები მე კვლავ ბავშვივით
ხელებგაშლილი დაგხვდები კარში.
თუ იყოყმანებ, თუ არ შემოხვალ,
მე წამოგყვები წვიმაში... ქარში...
ფეხით დავყვები მე იმ ბილიკებს,
რომ ვსეირნობდით საყვარელ ბაღში.
მინდა გახსოვდეს, რომც ვერ გხედავდე,
მაინც შენ გხედავ მე ყველა ქალში.
და თუ ვიგრძნობ,რომ აღარ გიყვარვარ
და გეჩხირები ზედმეტად თვალში,
მე დაგეხსნები , სამარადისოდ,
ჩემთან დარჩები შენ გრძნობის ვალში.!



№1  offline წევრი qarishxali

ზუსტად ამ ყველაფერთან ასოცირდება ეს საიტი...მომეწონა და ვიხალისე laughing

 


№2  offline წევრი OnlyGirl

ძალიან მაგარი გამოგივიდათ <3 <3

 


№3  offline მოდერი bla.ell

მომეწონააა საყვარლებოოოjoyheart_eyes

 


№4 სტუმარი Guest mware

დავემსგავსები გრძნობის მათხოვარს,
ვივლი ნერვებით ჩამოძენძილი.
ხელს თუ გავიშვერ, ალბათ მოვითხოვ
შენგან მივიღო ბოლო წერილი.

ესე უფრო კაარგად მთავრდება ბოლო ორი წინადადება ზედმეტია ჩემი აზრით:)

აი პირველმა ლექსმა გამახსენა სიმღერა აბობოქრებულ ზღვაში გატარებ:D

 


№5 სტუმარი გიკი გოგო

Kargi ragaca gomogividat ❤❤

 


№6 სტუმარი Guest mware

დაველოდები შენგან სტრიქონებს
და გამიჩნდება იმედი წამით.
მაგრამ მომავლის უსასოებით,
ცრემლი გაჟღინთავს კვლავ ბალიშს ღამით.ეს კი ყველას ჯობდა:D

 


№7  offline წევრი Mari-Mariami.16

Wow... ძალიან მაგარი ლექსია, ძალიან მომწონს
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№8  offline წევრი Natalia54

ძალიან კარგი ლექსია

 


№9 სტუმარი სტუმარი liana

ვიცი ძნელია ჩვენი სიშორე
მაგრამ რატომღაც მაინც მიშორებ
ვიცი გვიანია გითხრა მიყვარხარ
მაგრამ რა ვქნა მეტი გზა არაა

უბრაოდ ვწერ რასაც ეხლა ვგრძნობ
თითქოს ყველას და ყველაფერს ვთმობ
თითქოს ამირიეს ფიქრები
დავირალე ცარიელი სიტყვებით

დამეხმარეთ რა კარგი ლექსი ინდა დავწერო დიდი ხანია ვწერ მაგრამ რავი აბა მინდა კარგი გამომივიდეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent