შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - ცოცხალ-მკვდარი


22-02-2017, 00:11
ავტორი ერკე
ნანახია 1 567

ვიცოცხლო, მოვკვდე, საკითხავი აი ეს არის
აღარ ვიქნები, მთავარი ხომ ზუსტად ეს არის
ჩემი სიკვდილით, მე აღარასდროს არ შეგაწუხებთ,
მუდამ ტკივილი, ჩემით უკვე აღარ განმკურნავს.

ავესვეტები, ლურჯ სიყალბეს, ვკიდივარ თავით,
სისხლი მიდუღს და მომდის თვალებში, მე წუთით, წამით
არავის გნატრობთ, ერთი მაქვს ნატვრა, ჩემ დედოფალთან
ადამიანებს გული კი არა, ყინული აკრავთ.

და განვაცხადებ, სამარადისოდ, მხოლოდ ჩემთვის
ადამიანი მე არა ვარ, არც თქვენი ფერფლი
მე სიყვარულმა, თავად შემქმნა მაგიის ძალით
მე კი მჭირდება სრულყოფისთვის, ის ერთი ქალი,
ვინც მყავს მე გულში.

და თუ არ გინდათ, ჩემი ნახვა არავის ცოცხლად
თქვენთვის მოვკვდები, თუმც ვიცოდე, იქნებით კარგად
მე შეგიყვარეთ, მერე რა რომ მე მაინც მე ვარ,
ვერ მოვიპოვებ, ძალით ამ გრძნობას, თქვენ არ გიყვარვართ!

მე თქვენ მიყვარხართ, იმიტომ რომ იმედით ვცოცხლობ,
დამშვიდებული როცა ვიცი, ყველაფერს შევძლებ,
მე გადაგარჩენთ, გამოგტაცებთ უცილოდ ბოროტს
თუმც შეყვარებას, თქვენთვის თავის ვერასდროს შევძლებ.

დამძიმებული უსიცოცხლოდ, ქარიშხალს მდგარი
ყოველთვის მსურდა, ჩამეკალი სიცოცხლევ გულში
მუდამ ვატარე ჩემი ტვირთი და უფლის ჯვარი,
ჩემთვის დამთავრდა, ჩამაფურთხეთ ახლაღა სულში.

თუმც გენიოსმა, რაც უნდა თქვას, ყოველთვის ყველგან
ის არ მოუსმენს, ვისაც ყურნი სულ დახშული აქვთ
აბა მე რა ვთქვა, მე უბადრუკს ვინ ისმენს ჩემგან?
ადამიანებს საბოლოოდ გული ცივი აქვთ.

პ.ს.
საერთოდ, ერთი მეტად განსაკუთრებული და გამორჩეული ნიჭი არ გამაჩნია. ნიჭი ადამიანებთან კონტაქტის. მაგრამ მათ აზრებს და მათ ფიქრებში მუდამ ვწვდები ხოლმე, ამიტომ თავისთავად ნაკლებად გამომდის ვინმეს მოხიბვლა და ძირითადად ისიც მერე ინტერესს ვკარგავ ხოლმე, რადგან ერთ ვინმეზე დიდ ხანს ვერ ვჩერდები.
თუმცა ეს იმ ადამიანებს ეძღვნებათ, ვისაც რაღაც უნდა, ცდილობს მაგრამ დამარცხებული მაინც არ ნებდება. მართალია ლექსი ამაზე არ არის, მაგრამ მაინც!



№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ამ ბოლო დროს, რა დეპრესიული აზრზებით ხარ ბიჭო, ხო მშვიდობა გაქვს

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

ენ ჯეინი
ამ ბოლო დროს, რა დეპრესიული აზრზებით ხარ ბიჭო, ხო მშვიდობა გაქვს

არ ვიცი
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი Guest mware

ხანდახან მეც მიფიქრია,ნეტა გული საათი იყოს ელემენტს გამოაძრობ და გაჩერდება:|:(:|ცოტა დარეკილი მაქ ამ ბოლო დროს მაგრამ:Dყოველთვის მიკვორდა იმ ადამიანების რომლებიც ამბობდნენ მე არ ვცხოვრობ ვარსებობო.ხოგი ცხოვრობს ზოგი კი არსებობს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent