შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

'შენი წილი სუნთქვა პოეზიით'


11-03-2017, 11:42
ნანახია 1 437

ღამემ ემოციით დაღლილმა და მთვარემ დაზაფრულმა,
ისევ ამაღმუვლა მარილმოყრილ დაჭრილ ცხოველივით.
ქუჩა მოვიარე იარებზე რითმებ დაქარგულმა,
ვწერ და ლექსებს ვარქმევ - 'შენი წილი სუნთქვა პოეზიით'.

უფალს ავუტანე ნაგროვები ჩემი ღიმილები,
სევდაგაცრეცილმა სიხარული ვერას ჩავაქსოვე.
ზეცამ გამახსენა გვირგვინნაქცევ თეთრი გვირილები,
ადრე სიყვარულზე ჩემს თითებში, როგორ კამათობდნენ.

თითქოს ზაფხულისთვის ცრემლებმოცლილ კაბას ვიკერავდი,
მაგრამ გაზაფხულმა ზამთრისაგან ყინვა დამიტოვა.
მახსოვს შეგხედე და ჩემს სიყვარულს ცივად ირეკლავდი,
მე კი შენი გრძნობა ქარს წაეღო სულაც არ მინდოდა.

ქალაქს ეტყობოდა სიფერმკრთალით მშრალი დღეებიდან,
ღამე შპიონივით ალიონთან, როგორ მაბეზღებდა.
გრძნობებს ამოგიცლი წაკითვისას ჩემი ლექსებიდან,
გრძნობებს ამოგიცლი , არ შეწუხდე! - ერთიც არ შემცდება.

მე მზის შემობჯენილ სხივებისგან სითბოს ვიპარავ და
მოვალ აივნებთან სიყვარულის სურნელს დაგიტოვებ.
წუხელ ღამე იყო მოგონება ტკივილს მიფარავდა,
ზეცა დაღონდა და სიმწრის ღიმილს ალბათ გაისწორებს.

ღამემ ემოციით დაღლილმა და მთვარემ დაზაფრულმა,
ისევ ამაღმუვლა მარილმოყრილ დაჭრილ ცხოველივით.
ქუჩა მოვიარე იარებზე რითმებ დაქარგულმა,
ვწერ და ლექსებს ვარქმევ - 'შენი წილი სუნთქვა პოეზიით'.

ჩუმი 'პოეტესა'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent