მეგობრობა, ისევ ისე...
ბაღის კიდეს მიუყვებით, არ ჩქარობთ და გეღიმება, წვიმის წვეთი შენს მეგობარს ზედ წამწამზე ეფინება. მეგობარი დუმილს არღვევს და წარსულში იწყებს ტრიალს სკოლაში,რომ ხელი ჰკარი დაგაყვედრა მაინც გვიან. მერე შენც კი გაგახსენდა ვარდისფერი დათუნია დედამ ძვლივს,რომ გაგაშველათ ხომ შევთანხმდით, დღეს ჩემია. კიკინებს, რომ იკეთებდით, კითხულობდით, როგორია? იისფერი სამაგრებით სცადე, უფრო მოდურია! ერთი ბიჭი, რომ მოგწონდათ? ოხ, როგორი სირცხვილია, როგორ იყო, რომ უთხარი შენ მიყვარხარ, ის ცუდია. სკოლაში,რომ ვერ მიხვედი, ლამის სიცხემ, რომ დაგლია აჩქარებით გამოიქცა მე ვუშველი, მასთან მივალ. შენ,რომ გითხრეს დაეცაო მუხლი მაგრად,რომ იტკინა დედას ეცი, წამიყვანე რომ იტიროს, არ მინდაო. ზაფხულში,რომ ვეღარ ნახე სული თითქოს დაილია, როცა შეხვდი, ჩაიხუტე მომენატრე, შე მანჭია. მაშინ შენ, რომ წუწუნებდი იმ კაბაზე, რა კარგია მეორე დღეს კაბით ხელში გიღიმოდა,კართან იდგა. ერთხელ, როცა გააბრაზე გამწარებით დაგიბღვირა, შენთან აღარ ვიმეგობრებ, არ გაჩვენებ დათუნიას. მერე დიდხანს, რომ ტიროდი დამტოვაო, ასე გვიან, ოღონდ ახლა მაპატიოს და სულ ჰქონდეს დათუნია. წლებმა, სწრაფად იწყეს ფრენა ის დღეებიც გაილია, მაგრამ ისევ გვერდით გიდგას ის ბუტია, ის მანჭია. მე არ მჯერა,რომ ამბობენ, გვეძახიან, დიდები ხართ! მეგობრები კვლავაც ვართ და თამაში ისევ გვინდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.