შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდოდა (სრულად)


15-05-2017, 00:36
ავტორი Kristy
ნანახია 2 626

ხანდახან როგორ ძალიან მინდა, რომ ვიღაც ვიყო, რამედ რომ ვღირდე
და შენს კარებთან მოურიდებლად, უდრეკი სულით შევძლო მოვიდე;

მხატვარი ვიყო ან მშენებელი, რათა შემეძლოს იმის გაგება,
როგორ შეძლეს და გამოიგონეს ცოცხალი გრძნობის ხელით აგება,

ვიყო პოეტი და ჩემს ლექსებში ამ ემოციებს ნაზად ვაქსოვდე
და ტკბილი გრძნობა თავისუფლების უსივრცობაში ზანტად მათოვდეს,

როგორ მინდა, რომ ასე უნიჭოდ არ გადმომქონდეს სიტყვა ფურცელზე,
რომ შემძლებოდა შენთვის ამეხსნა ჭიანჭველების გრძნობა მუცელზე,

გეტყოდი, როგორ ძლიერად მსურდა იმ ქალად ყოფნა, სულს რომ გითბობდა
ან რომ მქონოდა უბადლო სული, გაციებულ გულს რომ გაგითბობდა,

რადგანაც მუქი და სევდიანი დღეები მყუდრო ფიქრებს დაეყო,
შემოჩვეოდა გრძნობებს ზამთარი, ნოემბრის თერთმეტს თოვა დაეწყო,

მე კი ვფიქრობდი იმ ძველ დღეებზე სიმყუდროვისფერს რომ მიტოვებდნენ
და ამიტომაც ახდენა მსურდა შენი ფიქრების, რომ ვერ გტოვებდნენ:

მინდოდა ლურჯი თვალების ქონა, რომ ყურადღება შენი მრგებოდა,
რომ მათში შენი თავი გეპოვნა და არასდროს დაგვიწყებოდა

ან თუნდაც ლაღი და მოხდენილი, ნატიფი ქალი ვყოფილიყავი,
შენზე ოცნება რომ გამებედა, რადგან ჩემს თვალში ღმერთებრ იყავი;

მინდოდა შენი რიტმით მეცხოვრა, რომ შენს დაძახილს დავლოდებოდი
და სანატრელი მუსიკის ხმაზე შენს მაჯისცემას შევკედლებოდი,

შემომეხედა შენთვის თვალებში, შენი ფიქრები უხმოდ გამეგო,
რომ შემძლებოდა ჩემი კუთვნილი ბედნიერება შენთვის გამეყო;

მინდოდა ქონა უკარო სახლის, სადაც უშენოდ დღეც გაქრებოდა,
თითქოს პატარა ბედნიერებაც ჩვენ სამუდამოდ თან გაგვყვებოდა,

თუნდაც უაზრო ფეხბურთის მატჩი ძველ სტადიონზე ერთად გვენახა
და გამარჯვებით გალაღებული შენი თვალები რომ დამენახა;

მინდოდა დილით ტკბილი საუზმე ჩემი ხელებით მემზადებინა,
შემომჩვეოდი და გიტარაზე მინდოდა დაკვრა გესწავლებინა,

დაზამთრებულზე ჩვენი ფანჯრიდან ამოუწურავ სითბოს ედინა
და იმ მიმზიდველ სისხლისფერ ბაგეს სიხარულისგან მუდამ ეცინა;

მინდოდა ერთად გვეკითხა წიგნი და ამ დროს ტკბილი ჩაი გვეხრუპა
და აივნიდან ლამაზი ხედი გადაშლილიყო, ერთად გვეხუმრა

ან ცისარტყელას სევდისფერი დღე უკიდეგანო გრძნობად ექცია,
რომ შენი სუნთქვის ჩუმი ძახილი ყოველ ნაბიჯზე სიტყვად მექცია;

მინდოდა მუდამ შენზე მეზრუნა და შენს ხასიათს ვერ მივჩვეოდი,
რომ ყოველ ჯერზე რაღაც სიახლით ისევ თავიდან შემოგჩვეოდი,

სიმყუდროვეში გვესწავლა ყოფნა, ერთმანეთისთვის რომ არ გვეტკინა
და დამეწურა შენთვის წვენები, როცა შენ ისევ ტკბილად გეძინა;

მინდოდა ჩვენი სახლის ყოველი გრძედი, განედი ჩემით მომერთო
და საქმიანი შენი ქალისთვის, რომ არ ელოდა მაშინ მოგესწრო,

გაგღიმებოდა და მომხვეოდი, მე კი ძალები შენთვის გამეყო,
დამვიწყებოდა ჩემივე თავი და ყველაფერი შენთვის გამეღო;

მინდოდა შენთან შენთვის მეცხოვრა და დეტალებში მეპოვნა სითბო
ან შენზე ადრე მოვმკვდარიყავი, თითქოს ბუნებამ თავისკენ მიხმო,

რომ უშენობას გამოვქცეოდი და იქაც საქმე მქონდა ვხვდებოდი,
რათა ძვირფასო იმ სამყაროშიც შენს გამოჩენას დავლოდებოდი;

იცი? მინდოდა ასე უბრალოდ ასეთი გრძნობით შეგყვარებოდი,
შემომეცალა შენთვის ჯავშანი, რათა მალულად არ მყვარებოდი,

რადგან დახრიდნენ თავს ჩვენს წინაშე უკიდეგანოდ ვრცელი გრძნობები,
მაგრამ ვხვდები, რომ ბევრი მდომია და ჩუმი სევდით გემშვიდობები!



№1  offline წევრი anuki15

დამბურძგლა, დამაჟრიალა და გავგიჟდი რასაც ქვია heart_eyes ეს რა იყო?! ისეთი ემოციებით ავივსე ვერ გადმოვცემ heart_eyes რაღაც საოცრება იყო მართლა kissing_heart ყოჩაღ შენ kissing_heart

 


№2  offline წევრი Kristy

anuki15
დამბურძგლა, დამაჟრიალა და გავგიჟდი რასაც ქვია heart_eyes ეს რა იყო?! ისეთი ემოციებით ავივსე ვერ გადმოვცემ heart_eyes რაღაც საოცრება იყო მართლა kissing_heart ყოჩაღ შენ kissing_heart


მადლობა ანუკი, გაიხარე kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

"მაგრამ ვხვდები, რომ ბევრი მდომია და ჩუმი სევდით გემშვიდობები..."
იმდენად ლამაზად გაქვს გადმოცემული ყველაფერი რომ სიტყვები არ მყოფნის heart_eyes
ყოჩაღ!!! საოცრება იყო kissing_heart დედას გეფიცები ჟრუანტელი მივლიდა ყოველი ტაეპის წაკითხვისას heart_eyes
ყველაფერთან ერთად ის ოცნებები წლების წინ მიჩქმალული გამახსენდა... pensive

 


№4  offline წევრი Kristy

ონლაინ გოგონა
"მაგრამ ვხვდები, რომ ბევრი მდომია და ჩუმი სევდით გემშვიდობები..."
იმდენად ლამაზად გაქვს გადმოცემული ყველაფერი რომ სიტყვები არ მყოფნის heart_eyes
ყოჩაღ!!! საოცრება იყო kissing_heart დედას გეფიცები ჟრუანტელი მივლიდა ყოველი ტაეპის წაკითხვისას heart_eyes
ყველაფერთან ერთად ის ოცნებები წლების წინ მიჩქმალული გამახსენდა... pensive


გაიხარე heart_eyes

 


№5  offline წევრი Kristy

eremar
ასე მგონია, ლექსივით საყვარელი ხარ <3 heart_eyes


ამბობენ joy joy

 


№6  offline წევრი მზისა

ამეტირა, ეს რა იყო, საოცრებააა. საღოლ

 


№7  offline წევრი Kristy

მზისა
ამეტირა, ეს რა იყო, საოცრებააა. საღოლ


მიხარია თუ მოგწონს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent