შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპარში მინდა ვცხოვრობდე (სრულად)


25-05-2017, 20:43
ავტორი Kristy
ნანახია 2 881

ზღაპარში მინდა ვცხოვრობდე, სადაც წუთი უშენო სევდას გაფანტავს
და სანიმუშო სურვილი კვლავაც დაუოკებელ ოცნებებს ფანტავს,

რადგანაც (შენგან მიტოვებული) შემომეცალა ყველა საყრდენი,
მაგრამ არ მინდა ვიყო ეული ან რომ მომაკლდეს სიცოცხლის გენი,

ამიტომ ფიქრებს მანძილი ფარავს, გაუგებრობას ვეღარ ვერევი
და გაშიშვლებულ სხეულს მიფარავს ძველი ოცნების მკრთალი ფერები!

წამებს უკვდებათ ძველი სისხარტე, რადგან გავყურებ გრძნობის მირაჟებს,
თვალით მანახე ან დამიხატე, გაზაფხულის მზე გზებს რომ მინათებს

და ვიცი, არ ხარ იდეალური (ამიტომ გქვია ადამიანი),
მაინც მაწვალებს ეჭვი ქალური, როცა დღეები კვდება მზიანი,

ისევ გავყურებ წამის აჩრდილებს და თუკი გულმა რაიმე მითხრა,
გამოვიგონებ ძველ შეძახილებს, რადგანაც მინდა ერთი რამ გითხრა,

მაგრამ სიტყვას რომ ძალა ეწოდა მავიწყდებოდა ძვირფასო ახლაც,
რადგანაც გრძნობა წამებს ებრძოდა და გამარჯვებით ტკბებოდა კვლავაც,

ამიტომ მიწევს გამეორება, რომ მინდა გქონდეს ლაღი ღიმილი,
რადგან იმისთვის ღირდა ცხოვრება, რომ შემეკრიბა სიტყვის ნაწილი:

არ დაივიწყო რაც დღემდე გიყვარს, რადგან გავიხდი უშენობის ჟამს
და დღეს შენს გამო სამყარო მიყვარს (ისევ შევხარი საოცნებო წამს),

მაგრამ ეს ძველი, სასტიკი ხვედრი ისევ მიხუტებს იცოდე მძლავრად,
არ ვურიგდები და მაინც გელი, როცა დაგეძებ წვიმების კვალად

და თუ სიტყვებმა დაკარგეს ძალა ან მომეძალა გრძნობები ჭარბად,
გამომიგლოვა ძველმა ფიქრმა და მხოლოდ იმ სურვილს შევწვდები, ალბათ,

რომ მაფერადო შენი ფერებით, როგორც ნახატზე შექმნილი ქალი
და სანიმუშო გრძნობის ფერებით შემოგექარგოს მხურვალე ალი;

შემომეჩვიო, რომ შენს ბილიკებს მუდამ ჩემს გზებზე ხვდებოდეს ნამი,
რადგან გაქცეულს ისევ მიგიღებს ეს საკვირველი ოცნების წამი

და რადგან უკან არ დაბრუნდება განურჩეველი სიტყვების ჭავლი,
განსაკურნებლად დიდ დროს უნდება (მუდამ ერთგული) თავნება ჯავრი,

ამიტომ ისევ ჩვეული სევდით გადის დღეები რწმენის ლოდინში,
როცა (მომავლის ბოროტი ხედვით) დავიფერფლები შენს მოლოდინში!



№1  offline მოდერი bla.ell

რეალურ ცხოვრებაში რას წარმოადგენ? უბრალოდ შესანიშნავი პოეტი ხარ❤❤❤

 


№2  offline წევრი Kristy

bla.ell
რეალურ ცხოვრებაში რას წარმოადგენ? უბრალოდ შესანიშნავი პოეტი ხარ❤❤❤


ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ სრულიად ჩვეულებრივი ცხოვრებით ❤

 


№3  offline მოდერი bla.ell

Kristy
bla.ell
რეალურ ცხოვრებაში რას წარმოადგენ? უბრალოდ შესანიშნავი პოეტი ხარ❤❤❤


ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ სრულიად ჩვეულებრივი ცხოვრებით ❤

ვიფიქრე რეალურად პოეტი იყავი და საზოგადოებაც გიცნობდა უკეთ...ძალიან კარგად წერ,ძალიან მომწონს შენი გრძელი ლექსები რომლებიც ყველანაირად კარგიაheart_eyesწარმატებას გისურვებ ჩემო კარგო❤

 


№4  offline წევრი Kristy

bla.ell
Kristy
bla.ell
რეალურ ცხოვრებაში რას წარმოადგენ? უბრალოდ შესანიშნავი პოეტი ხარ❤❤❤


ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ სრულიად ჩვეულებრივი ცხოვრებით ❤

ვიფიქრე რეალურად პოეტი იყავი და საზოგადოებაც გიცნობდა უკეთ...ძალიან კარგად წერ,ძალიან მომწონს შენი გრძელი ლექსები რომლებიც ყველანაირად კარგიაheart_eyesწარმატებას გისურვებ ჩემო კარგო❤


არა, არავინ მიცნობს blush სრულიად უჩინარი ვარ relaxed
P.S. მიხარია, რომ მოგწონს ლექსები kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent