87 ( ოთხმოცდამეშვიდე წელს )
მე ვწერ შიზო ლირს, სიშორით ვიშორებ - ვაფურთხებ სამიზნეს რომ გავფუჭდე, დავმუნჯდე, მაქვს ფუნჯი - დავხატავ საგიჟეთს ეს მაგიჟებ ვეძებ რეცეფტს, ვერც ერთს ვერ ვძლევ, ვუცვლი მიზეზებს... კალამი ითვისებს, იფერებს... მაგრამ ვერაფრით ვერ ცვლის ფურცლის სითეთრეს...! -დარჩები მარტო... -მელნისფერი ფურცლის ამარა... -თვალები ფართოდ... -მასშივეა შენი სამარე... -არადა ამ დროს... -ნაწერებმა წლობით გატარა... -და ხვდები ავტორს... -რომელსაც ვერ შეესაბამე... დღეს მე მართლა, ესმერალდას კვალს მივყვები ვით ''დარვინის ტანდემი'' - დამდები ამდენი ბრალდების.... - ბარმენი კარმენი ! მის წელიწადებს, ფერიც ადევს - მკვლელი შვენის, ერიდე თუ შევიშალე, ვერ მიშველის, შენი სველი ფერიდე გამერიდე, მე ვიცი ჩემი მარგარიტა რადაც ღირდა, რასაც ქმნიდა, მაგ აქტით მაგრამ წავიდა... - სად წავიდა? არ ვიცი , მართლა ვფიქრდები, თუ გონში არის ოსტატი, რატომ არავის ვჭირდები ეს ბომჟი არისტოკრატი... იისფერ დილას გადათიშული მთვრალი თვალებით ვხვდები, მხედავ? მეც იმედად დავრჩი ჩემი ბედის, ან/და რამდენს ვბედავ... _ რამდენს იტევს ეს ჭიქა? არ ვიცი, თავსაც არ ვიცავ მთელს დედამიწას მთელი დღე.... - შენ მხოლოდ შუაღამისას! ესეც ადამიანი.... ვინც გვიყვარს, სწორედ იმას ვნებთ და თანამოხეტიალე მტოვებს და - ტოვებს იმ ამბებს: რის გამოც სასმელი, შემრჩა.. ჩამოვრჩი ალბათ წამით გზას... არადა ვააანალიზებ - შენს გარდა არც არავინ მყავს არვიცი ეს გზა სად მიდის... მივყვები გადარჩენის უზუზს ვეწევი ცხოვრებას უაზროს მიზნით და ოქროსფერ თუთუნს ვაბოლებ მას, როგორც ყოველ დილით ყოველ შემდეგ შემხვედრს ვისთანაც წინა დღით ვიცრუე რომ : ჯერ კიდევ ძალა შემწევს! რაღაცას შევცვლი... მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო არადა დავიწვი... ვიცი, და მეც არ მინდა გავიგო სად ვთომარობ, სად ვკაიფობ , ან დღეს ეს დრო რატომ მიტევს, ჩემს ორატორიას მივყვები.. გიყვები ელ დორადოს მითებს! ოთხმოცდამეშვიდე წელს ოთხმოცდამეშვიდე წამს ოთხმოცდამეშვიდედ მოგიძღვნი დოპამინის ზღაპარს ოთხმოცდამეშვიდედ გეტყვი, ჩვენ ისევ არავინ გვგავს ოთხმოცდამეშვიდედ ...... მე შენ მიყვარხარ... ოთხმოცდამეშვიდე წელს ოთხმოცდამეშვიდე წამს ოთხმოცდამეშვიდედ მოგიძღვნი დოპამინის ზღაპარს ოთხმოცდამეშვიდედ გეტყვი ჩვენ ისევ არავინ გვგავს ოთხმოცდამეშვიდედ ...... მე შენ მიყვარხარ... შენი თვალები წრფელი - არასდროს მინახავს მსგავსი პირდაპირ ორია მაგრამ.... ირიბად ათიათასი! შენი სხეული თეთრი რომელსაც ფურცლებს ვადარებ და თუკი ყდაა წითური: წვიმისას თავს შევაფარებ.... ზუსტად ის სახლია ძალა: რომელსაც შევხდით ოფისსში მერქანს რომ შეესაბამა და ჩაგვეძინა ლოდინში და ალბათ დღეს ან ხვალ უკვე ვკარგავ რაც მე არც მქონია ხომ იცი იშვიათია... ჩემში ეს მელანქოლია.... -დარჩები მარტო... -მელნისფერი ფურცლის ამარა... -თვალები ფართოდ... -მასშივეა შენი სამარე... -არადა ამ დროს... -ნაწერებმა წლობით გატარა... -და ხვდები ავტორს... -რომელსაც ვერ შეესაბამე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.