შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შეგიძლია (New)


22-08-2017, 22:06
ავტორი Kristy
ნანახია 1 586

შენ შეგიძლია შეარყიო ჩემი ღირსება
და დამიმსხვრიო სულის ყველა მტკიცე საყრდენი,
რადგან ყოველი ამოსუნთქვა შენით ივსება,
თუნდაც გამიხდეს სიყვარული ისევ საცდელი,

ამიტომ ზოგჯერ სიახლოვე მინდა მაცადო,
რომ გადავქექო მოტივტივე გრძნობის ნავები,
რადგან შენ შეგწევს იმის ძალა ქარს გამატანო,
როგორც ქაღალდის საცოდავი თვითმფრინავები

და შეგიძლია შემიმუსრო ყველა ოცნება
ან ნაფლეთებად შემაგროვო გრძნობის მიჯნაზე,
რადგან დაგითმე უყოყმანოდ არჩევნის ნება,
ახლა კი სიტყვებს ვემალები წარსულის ხმაზე,

მხოლოდ შენ შეძლებ შემიკეცო გაშლილი ფრთები
და გამეტებით დამანარცხო ნაცრისფერ მიწას,
რათა შეირყეს წარმოსახვის ნაშენი მთები,
აზრი არ ჰქონდეს სურვილების საფლავზე მისვლას,

რადგანაც მხოლოდ ასე შევძლებ მე უარის თქმას,
იმ ოცნებებზე თვეობით რომ მასულდგმულებდა
და ამის შემდეგ დავადუმებ ძველი გრძნობის ხმას,
სიტყვებს რომ ჩუმად სიყვარულის სიტკბოს ურევდა,

ღრუბლიან ზეცას შევუერთებ ფიქრებს აწეწილს,
ტკივილს დავმალავ უმოწყალო მზერების მიღმა,
რომ გავეცალო მოლოდინის წამებს გაწელილს,
შემოვიძარცვავ სათუთ გრძნობებს, დღისგან რომ იშვა...

გადავასახლებ გრძნობის წადილს, სულს გადავმალავ,
ახალი სახით გამოვძვრები ძველი ქერქიდან,
რათა შევიგრძნო ჭეშმარიტი ტკივილის ძალა
და ფენიქსივით წამოვდგები ჩემი ფერფლიდან,

დაღლილ სხეულზე შემოვიკრავ ბრჭყვიალა აბჯარს,
შევიმოსები როგორც უწინ - ძლიერ შილიბად,
გამოვცდი ერთ დროს დამკვიდრებულ უცილობელ ჯანს,
რომ ისევ შევძლო გადმოგხედო ერთხელ ირიბად,

ამორძალივით გავილაშქრებ იმ ძველ ჩვევებზე,
რომელთაც ახლა უშენობის დაღი ეტყობათ
ან შემეტყობა ფორიაქი გათვლილ ქცევებზე,
მერე კი გრძნობებს საფიქრალი აღარ ეყოფათ,

რადგან გონებას გავაღვიძებ გრძნობაზე გაცვლილს,
ვუამბობ ყველა ისტორიას გავლილ ომებზე
და ყველა სახეს - შენამდე და შენს მერე განცდილს,
ჯილდოებივით წამოვაცვამ წვრილ-წვრილ ჯოხებზე...

შემოვიერთებ ყველა კუთხის ამინდს - ავდრიანს
ან ქართა შორის გავიჭრები ისე ამაყად,
რომ დავინახო ძველ ოცნებებს როგორ აყრიან,
რათა გამოჩნდნენ ჩემ წინაშე ისევ ლამაზად,

მე კი უეცრად თითოეულ ხმაზე წარბს შევკრავ,
თითქოს რაღაცამ გამიფუჭა უცებ გუნება,
რომ ყველა მიწას, რომელზედაც ფეხს ისევ შევდგამ
ახსოვდეს ჩემი ხასიათის მტკიცე ბუნება

და მაშინ დიდი სინანულით გახედავ წარსულს
ან თვლას დაუწყებ შეგნებულად გაშვებულ შანსებს,
მაგრამ ვერაფერს მიამატებ დანაცრებულ სულს,
ვეღარ შეავსებ ძირგამოცლილ უყუო თასებს,

რადგან მიხვდები, გამოგცლია ხელიდან ტრფობა,
რომელიც ალბათ სამუდამოდ შენი გეგონა,
მაგრამ იცვლება უპასუხოდ ყოველი გრძნობა
და უაზროა სულელური იმედის ქონა!



№1 სტუმარი Guest Badri

როგორ მომეწონა, ძალიან ძალიან... გადასარევია

 


№2 სტუმარი Nini

Vauu sitvebic ki zedmetia rom vtavq ubralod vauu

 


№3  offline წევრი Kristy

Nini
Vauu sitvebic ki zedmetia rom vtavq ubralod vauu


მადლობა, გაიხარეთ

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბრავო! ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეე heart_eyes
ვიცდი კოშმართა ნაპირზე,
და ცივი შიშით ვთვრები,
და ჯოჯოხეთის საყვირზე,
ციაგებს ლალის თვლები..

ტირის, იშლება კარიბჭე,
დემონს გამოსვლა უნდა,
და გადარჩენილ ბოლო ბჭეს,
შავი ქაოსი გუდავს,

ახლოა ძლიერ სიკვდილის,
წყვდიადისფერი ფრთები,
სისხლის ტბები და დედათა,
უძირო გლოვის ხმები..

მივეფერები უმიზნოდ,
რითმებს დღეობით დაცდილს,
ან კი დავიტევთ ჯოხებზე,
აწი ნანახს და განცდილს?!

 


№5  offline წევრი Kristy

ლაზარე 13
ბრავო! ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეე heart_eyes
ვიცდი კოშმართა ნაპირზე,
და ცივი შიშით ვთვრები,
და ჯოჯოხეთის საყვირზე,
ციაგებს ლალის თვლები..

ტირის, იშლება კარიბჭე,
დემონს გამოსვლა უნდა,
და გადარჩენილ ბოლო ბჭეს,
შავი ქაოსი გუდავს,

ახლოა ძლიერ სიკვდილის,
წყვდიადისფერი ფრთები,
სისხლის ტბები და დედათა,
უძირო გლოვის ხმები..

მივეფერები უმიზნოდ,
რითმებს დღეობით დაცდილს,
ან კი დავიტევთ ჯოხებზე,
აწი ნანახს და განცდილს?!


აკო, როგორ მომენატრეე ბიჭოოო heart_eyes და შენი ლექსებიიც შემომაკლდაა worried

 


№6  offline მოდერი bla.ell

როგორ მიყვარს კრისტი შენი პოეზია...უკარგესი ხარ არვიცი პოეტესავ ასე კარგად როგორ წერ რა მუზა გყავს ასეთი ღვთაებრივი,შეუდარებელია შენი ლექსები და შენცheart_eyes❤❤

 


№7  offline წევრი Kristy

bla.ell
როგორ მიყვარს კრისტი შენი პოეზია...უკარგესი ხარ არვიცი პოეტესავ ასე კარგად როგორ წერ რა მუზა გყავს ასეთი ღვთაებრივი,შეუდარებელია შენი ლექსები და შენცheart_eyes❤❤


მადლობა ჩემო კარგო ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤ ყოველთვის მაბედნიერებს შენი გამოჩენა ❤❤❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მეც შემომაკლდა მაგრამ.. რა ვქნა, ასეთია ეს დამპალი ცხოვრება relaxed

 


№9  offline წევრი Kristy

ლაზარე 13
მეც შემომაკლდა მაგრამ.. რა ვქნა, ასეთია ეს დამპალი ცხოვრება relaxed


ნუ გადააბრალე ცხოვრებას !! არ ვარ ამას ჩვეული შენგან flushed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent