შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარს


6-09-2017, 12:35
ავტორი joxadze
ნანახია 1 585

მიყვარს, მიყვარს... როცა ვარდებს სურნელება შენი ასდით,
როცა, ბაღში - ნაფეხურებს, შენი ტერფის ჭრილი დასდევთ,
როცა, ეს მზეც გაიცეკვებს - ჩრდილებს ფერი რომ არ გასდით
და ამ ყველა ჰარმონიას სიყვარულით, სიოც გასდევს.

სადღაც... დროში ჩამომჯდარა მარტოდ - წუთი მონატრების,
საუკუნეს რომ შეეხო მარადიულ გარდატეხად,
როცა, იმ დღეს დაგინახე... დრო არ დამრჩა მოდავების,
გულმა - უმალ შეგიყვარა და ეს დარჩა გარდამტეხად!

უფრო მეტად შემძლებოდა შენთვის მეთქვა ის სიტყვები,
ყველა ლექსს რომ წასაკითხავს და წაკითხულს ახმოვანებს,
სულის ლანდით ჩაგისახლდი, შენზე ლოცვით და ვიქნები,
იმ ნაპირის ერთი ტალღა... ზღვის მიღმა რომ არც ხმოვანებს,

თუმცა, ჩემი სიყვარული არის დიდი ოკეანე,
სამყარომდე გაწოლილი ზეცის ფერებს რომ ეხება,
და შენც... გულის სასიცოცხლოდ, წვეთად მაინც მომეამე, რომ ავივსო ისევ შენთვის! სანამ, მიწა შემეხება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent