შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ ბრუნდები (სრულად)


12-09-2017, 10:21
ავტორი Kristy
ნანახია 2 640

ზარებს ჩამოჰკრეს ეულად ყოფნის მოუსვენარმა ჩემმა გრძნობებმა,
რადგან უეცრად უავდრო ყოფის ამბები მოყვნენ ანცმა ცნობებმა,

რომ თურმე სადღაც ისევ ყვავილობს ის უდარდელი, მშვიდი ცხოვრება,
რომელიც ტანზე ლოლუებს ილღობს და არ სჭირდება ფუჭი ქონება,

ამიტომ წიხლი შევბედე ერებს, რადგან მოლოდინს ვეღარ გავუგე,
მუსრი გავავლე წარსულის ფერებს, სიტყვებს კი ფონად ბინდი დავუდე

და გადავყარე ძველი ხუნდები, რადგან ვისწავლე ცხოვრებით ტკბობა,
ახლა კი ისევ უკან ბრუნდები, რომ შემომფიცო უცვლელი ტრფობა;

ნიღაბს იხსნი და ჩემ წინ ჩერდები, ფიქრობ, ამ გზებზე დღემდე გელიან,
მაგრამ წარსული გრძნობის ჩრდილები შენს ლამაზ სიტყვებს აღარ ელიან,

რადგანაც ერთხელ სინდისაყრილი არ გასწორდება ძველი ქცევები
და მე აღარ ვარ შენი აჩრდილი, აღარ მაწუხებს ურჩი ჩვევები,

შენ კი ვხედავ, რომ ძველი სიურჩით ბრიყვულად დღემდე შენში მატარებ,
გამოგონილი გრძნობის სიუხვით სიცოცხლის დღეებს უქმად ატარებ,

რადგან არასდროს დაგვიბრუნდება ის უდარდელი ტრფობის წამები,
მხოლოდ დროდადრო უფრო ხუნდება იმ ოცნებების უხმო გვამები,

რომელთაც შენვე მოუღე ბოლო და ამ განაჩენს ყოველდღე ნანობ,
არ მოგეწონა განცდილი სოლო, ამიტომ ისევ ძველ ფერებს ნატრობ,

მაგრამ დასრულდა უაზრო ზავი, სათუო გახდა მართალი ქცევა
და ვინ გგონია დღეს შენი თავი, რომ მიკარნახო სწორად მოქცევა?

თითქოს შენ გამო არ დავრჩენილვარ წარმოსახვითი ტრფობის ამარა
ან არასოდეს გამოვჩენილვარ იმ მოგონებად, რომელიც კმარა

და არ მიგრძვნია ის ტკივილები, რომელსაც ტოვებს გრძნობის დაკარგვა
ან დამიმალავს ის კივილები, რასაც მოჰყვება ყველაფრის კარგვა,

თითქოს არასდროს გითქვამს ტყუილი, ფუჭი იმედი არ მოგიცია,
ბაგეს არასდროს ახლდა დუმილი, მაგრამ მეტის თქმა მაინც გიცდია

და მერე ფეხქვეშ არ გაგითელავს ყველა ოცნება, ყველა სათქმელი
ან შეგნებულად არ გაგიწელავს ის დრო, რომელსაც დღეს შენვე ელი,

ახლა კი, როცა თავად იგრძენი იმ მარტოობის მწარე კლანჭები,
როცა სურვილის ცეცხლით იწვები, ვერ დაგიმალავს გრძნობის ლანდები,

როცა სიმშვიდე დაკარგა სულმა, როცა მიხვდი, რომ დღემდე გჭირდები,
ის გიკარნახა უტიფრად გულმა, რომ ერთგულებას ისევ გპირდები,

თითქოს ერთადერთ დაძახებაზე წარსულის ყველა დარდი გაქრება
და გულის კარის არგაღებაზე სინდისის ყველა ძაფი გაწყდება,

მაგრამ იცოდე, ძლიერ მოტყუვდი, სიტყვებს აღარ აქვთ ჩემზე უფლება,
რადგან სურვილებს ვეღარ მოსწყურდი და არ გაგზავნეს ტრფობის უწყება!



№1  offline წევრი Kristy

eremar
შესანიშნავი ნამუშევარია. ძალიან მომეწონა. ალბათ, ერთერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ მეტ-ნაკლებად შეესატყვისება ჩემს დღევანდელ რეალობას, თუმცა უდაოდ ნიჭის შექებას იმსახურებს ავტორი.


დიდი მადლობა ავტორისგან relaxed wink

 


№2 სტუმარი სესილი

საოცარი ლექსია, პოეზია დიდად არ მიყვარს, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent