შენ ჩემი ადამიანი ხარ!
*** მოლბერტის წინ დგახარ ჩვეული სიმშვიდით... ტკივილის ჩვენება არაფრით არ გინდა... სული რომ თვალებში აღწევს და განდგომა უნდება... ფერები გამებად იწყებენ მიმოსვლას... თვალები ცრემლებით გევსება უეცრად... იღიმი ბავშვურად... ტკივილის ჩვენება არაფრით არ გინდა... ოთახში გაისმის დუმილის კლასიკა... გიჟდები როდესაც ხატავ და გტკივდება... იღიმი მაინც და... ტკივილებს ინახავ... სათუთად ნახატში შენს სულს რომ ჩაჰბერავ... მინდა რომ გესმოდეს... მარტო აღარ ხარ... აქ ვარ და ტკივილი ჩემს სულსაც ედება... აგრძელებ შეშლილი გრძნობების ჩვენებას... სიჩუმეს კვლავ ერწყმის ჩვეული კლასიკა... მოცარტის სონეტა ჰაერში იფრქვევა... მოლბერტის წინაშე გრძნობებიც შიშვლდება... *** ჩემი სიცოცხლე ხარ შენ და ძალას უშენობა მაცლის... როცა წამიერად ქრები... დარდებს ვერ ვერევი მარტო... გეძებ ჩვეულებრივ როცა არსად აღარ ხარ და ტვინი მხოლოდ უშენობის განგაშს შეუწყვეტლივ მაცნობს... გეძებ თვალებით და გულით... სულიც არ ჩერდება ვატყობ... მერე დამეწყება ბოდვაც... კანკალს ვეღარაფრით ვაქრობ... ისევ მოკეცილი ოთხად ვგდივარ იატაკზე როცა ცრემლი არ ჩერდება... მაკრთობს... ვზივარ მიყუჟული... ჩემთვის ვბუტბუტებ და ვბოდავ... "იქნებ მაპატიო ცრემლი... იქნებ მაპატიო სიტყვა..." უფალს ვევედრები იცი?! უკვე უშენობა მახრჩობს... კედელს ვეხეთქები კვლავ და ისევ სულიერად გიხმობ... *** ბურუსმა მოიცვა უეცრად ყოველი წამებში სულ ყველა იმედიც გაქარწყლდა... რაც იყო ტკივილი სულ ყველა გაფსიხდა... გაგიჟდა სამყარო შენივე ცრემლებით... გეყოფა... ბავშვურად ყელს ვიგლეჯ ვედრებით... არ გინდა ცრემლები... გაუშვი ერთბაშად სულ ყველა ტკივილი... ღიმილი დახატე ლოყების ჩაჩხვლეტით... ბავშვური სიწრფელით მოქსოვე ყოველი... არ გინდა ცრემლები... შენც ხვდები იშლები... ნაფლეთებს შენს სულში გიჟივით დასცქერი... არ გინდა... არ გინდა ცრემლები... ნელ-ნელა ჯოჯოხეთს თვითონვე ნებდები... უფსკრულთან მისული თავადვე ნუ ხტები... გემუდარები... მე შენ მჭირდები!!! ცრემლებს ვგრძნობ სხეულზე ამომწვარს... ვგიჟდები... იცოდი?! სულ ყველა ტკივილით მტკივდები... გაჩუმდი... არ გინდა... არ გინდა ცრემლები... გემუდარები... მე შენ მჭირდები!!! *** არ შემიძლია უსაშველო დარდებს გავექცე... ეს ჯოჯოხეთი ჩვეულებრივ ჩემში დამკვიდრდა... არ შემიძლია... როგორ გითხრა ჩვეულ ატანა... არც სიყვარული უტკივილოდ არ შემიძლია... სასაცილოა როცა ღიმილს ტკივილით ვმართავ... არაფერია... დამიჯერე ეს ტკივილიც არაფერია... გაიღიმეო... შენი თხოვნა ჩემს სულს შემორჩა... მაგრამ ღიმილიც აუტანლად ცრემლებს წააგავს... გემუდარები... მაპატიე... არ შემიძლია მანგრევს ყოველი სიტყვა ჯოჯოხეთურად... შენი "ბრალია" თუ სურვილი ბრძოლის შემომრჩა... მაგრამ ყოველთვის ჩემი ბრძოლა მარცხით სრულდება... გემუდარები მაპატიე... არ შემიძლია... არც ეს ტკივილი... არც ცრემლები... გეფიცები, ძალაც უკვე გამომელია... *** ოთახში სიჩუმემ ჩაიცვა შავები... ტკივილმა დაბზარა ოთხივე კედელი... ოცნებამ ვერაფრით გაუძლო ჯოჯოხეთს... თავს იკლავს ისევ და არაყავს მშველელი... დაკაწრა სხეული დუმილის კლანჭებმა... წყეულმა სიშმაგემ სხეულიც გაყიდა... დაიწყო თავიდან სიგიჟის სიმპტომი... სულ ყველა იარა ახლიდან დაიხსნა... ქარებმა დაიწყეს ჩემს შიგნით წანწალი... სულ ყველა ჭრილობა თავიდან ამეწვა... აცლილი ნაწილი ჩემს სულში დაბრუნდა... ვბუტბუტებ ტკივილით უაზროდ შეშლილი... ვცახცახებ ოთახში... ალბათ და გიჟს ვგავარ... უმისოდ სხეული საოცრად დამძიმდა... უსულო მოკვდავი არავის ვჭირდები... უსულოდ სხეული უაზროდ ამეწვა... *** როდესაც ტკივილი კედლებსაც დაბზარავს... როდესაც ვიგრძნობ რომ უბრალოდ წახვედი... დავიწყებ ლოთივით ქუჩაში წანწალს და ვიტყვი რომ ბრძოლაში უეცრად დავმარცხდი... უშენოდ ყველაფერს უაზროდ მიმოვყრი... ცხოვრებას ცინიზმით ტკივილში ჩავმარხავ... და როცა ტკივილი გასცდება ჰორიზონტს მოვალ და ჩურჩულით გეტყვი რომ მჭირდები... უეცარ ჯოჯოხეთს წარმოქმნილს ჩემს სულში გავუშვებ სადაც კი ძალა მეყოფა... ოღონდაც ვიცოდე უთუოდ გიპოვი... ათასჯერ აცდენილ დარტყმებსაც ავიტან... არასდროს წახვიდე... იცოდე დამღუპავ... ღიმილით ტკივილებს რეალურს დავხატავ... შენს შემდეგ ცხოვრებას არ ვიცი... ალბათ და მართლა წერტილსაც დავუსვამ... *** სისხლი გაიყინა ვენებში... ყველა იარა ვატყობ დაიხსნა... ფიქრებით ისევ შენთან მოვედი ტკივილმა ისევ, რომ არ მომიშვა... მოახლოებას ვცდილობდი მაინც... ვერაფრით სულმა ვერ მოგიხელთა... დედას ვფიცავარ ცრემლების ნახვამ ყველა ჭრილობა ერთად გადახსნა... არ შემიძლია შენი სისუსტე... ატანა ამის მართლა არა მაქვს... ძვალ-რბილში ატანს სულის ტკივილი... ვიცი რომ ძალა არაფრის არ გაქვს... გტკივა და ტირი... ვგრძნობ როგორ განგრევს... ემოციები ნელ-ნელა გგუდავს... მეც ვტირი იცი?! მეც მტკივა... მახრჩობს... შენი ცრემლები ჩემს სულსაც აკრთობს... პ.ს. გაუცხოებას ვგრძნობ... თითქოს ყველა დამაკავშირებელი ძაფები დაიხსნა ადამიანებთან... მხოლოდ ფიქრები... მარტოობა... უაზროდ გაწელილუ დრო... ბურუსში გახვეული სამყარო და პატარა სხივი შენი სახით... ერთადერთი დამაკავშირებელი ძაფი ამ სამყაროსთან... მხოლოდ შენ... სხვა არაფერი... შავ-თეთ სამყაროს, რომ ცოტა ფერებს მატებ... ღიმილის მიზეზს მიბრუნებ... სასწაულად მიყვარხარ ჩემო არანორმალურად ახლობელო, ჩემო ადამიანო!! გახსოვს ერთხელ გითხარი, რომ „შენი ტკივილი ჩემი ტკივილია“... სულ გახსოვდეს კარგი?! ვიღაცისთვის შენ მხოლოდ bla.ell ხარ, ჩემთვის კი ჩემი ადამიანი... მაპატიე ზოგჯერ რომ სულელურად ვიქცევი კარგი?! მიყვარხარ დაო და ჩემო სულო... ჩემო მეორე მევ... არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა მეთქვა საჯაროდ, რომ ყველაზე საუკეთესო და მე მყავს!! მადლობა რომ არსებობ!! დაიმახსოვრე, შენ ჩემი ადამიანი ხარ!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.