შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი შიგნით რა გამათბობს?


24-11-2017, 16:39
ავტორი georgiageorgia
ნანახია 1 477

სანამ ხიდან ბოლო ფოთოლს, დაანარცებს მიწას ქარი
მანამ გულში იმედი მაქვს და ვლოცულობ მუხლზე მდგარი
მაგრამ როცა ეს მოხდება და გაქრება ბოლო სხივი
ჩემი გულიც დაღონდება და გახდება უფრო ცივი

მე დეკემბრის ყინვას ველი, როგორც გარეთ ისე შიგნით
უფრო შიგნით ვიდრე გარეთ, რადგან გარეთ ვთბები ღვინით
აი შიგნით რა გამათბობს ? რა უშველის ჩემს დაჭრილ გულს ?
ვინ მიშველის დაჭრილ მიჯნურს ? ვინ შემივსებს მე დაღლილ სულს ?

რომ ვიხსენებ მე ჩემს სატრფოს ცუდად ვხდები არ მაქვს შვება
და ასეთ დროს ჩემი გული ისევე ღმერთს ევედრება
რომ მიშველოს მე უბედურს, რომ გავუძლო ბინძურ წყობას
რომ გამოჩნდეს ცაზე სხივი, რომ კვლავ ვენდო მეგობრობას

მე ჩემს სატრფოს წარმოვიდგენ ჩემთან ერთად სულ მხიარულს
მე ხომ მისთვის მთებს გადავდგამ და ვაჩუქებ სულ სიხარულს
მას კი არ სურს დაინახოს და კვლავ ირჩევს მარტოობას
მე კი ვკვდები ძირს ვაგდივარ არც ვახსოვარ ახლობლობას

მე ვარ როგორც ვაჟას შველი, მარტოდ მარტო და ეული
როგორც შოთას ტარიელი, უსულო და თან სნეული
როგორც დაჭრილი არწივი, ყვავ ყორნებ შემოხვეული
როგორც ოცდაათი ვერცხლი, ღალატისთვის დაბნეული

ერთად ერთი მაინც მჯერა და იმედი მე მაქვს ღმერთის
ამ სამყაროს შემოქმედის და ასევე ერთად ერთის
რომ მიშველს შვებას მომგვრის, და მეწვევა სიხარული
მანადე კი ამ ჯვარს ვზიდავ, და მწვავს მე ეს სიყვარული



№1  offline მოდერი bla.ell

მნაჰ სათაური მომეწონა და ვნახავ ლექსს-მეთქი ჰოდა კიდევ კარგი ვნახე ძალიან კარგი იყო მომეწონა,
"ლამაზი" ლექსი იყო❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent