შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე კი.. მარტო ვარ..

8-02-2018, 19:30
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 704

მოვედ, სამყაროვ! დიდ ხანს მელოდი,
გაფინეთ ფეხქვეშ ჰანგი არფების,
ნასიყვარულო.. აკი ბრძენობდი,
დროა.. ქვესკნელში ჩაიკარგები..

აანთეთ ზეცა, ზეცა ლესეპსის,
ტალღამ სიწითლე თვალის აღგავა,
შენ.. მასხარებში მე რომ მეძებდი,
კარი გამიღე.. მოვედ.. აქა ვარ..

გაჰქრება ნისლი, როგორც გრძნეული,
გული სინანულს ცრემლად ათოვებს,
მკერდმოშიშვლებულ ვნებით ძლეული,
ცოდვის მორევში დარჩი მარტოვე..

ააფრიალეს დროშა გოდების,
შემოღამება ელვამ აუწყათ,
მაგ საძირკვლიდან დარჩა ლოდები,
რადგან მის პატრონს ღმერთი გაუწყრა..

ააწყეთ მეხის აკორდეონი,
ო, როგორ მინდა ჯგლეთა ვიხილო,
მოგელავს ოთხი ნაპოლეონი,
სნებავ! შიმშილო! ომო! სიკვდილო..

გაანიავეთ ჩალა ედემის,
ვინც დაგვასწრო და ცაში აფრინდა,
წამოიჩოქეთ, წარწყმდეთ ეგების,
მაგრამ ან თქვენში რაღაა წმინდა..

ომს გვიპირებენ ჩვენზე სნეულნი,
იარაღს ლესენ ჩვენზე საპყარნი,
უფლის მშვიდობას გამოქცეულნი,
მოდიან, მოაქვთ თიხის აბჯარი..

დაამხეს პაპი და კარდინალი,
წამოაქციეს ამაყი რომი,
იყიდეს მრევლი თერთმეტ დინარად..
ო, როგორ მინდა წყეული ომი..

ჩამოიქროლებს სისხლის მდინარე,
იქნებ ტკივილი კვნესამ ჩაახშოს,
მიღალატე და მენდე, ინანებ,
სულწაბილწულო სიძვის ქალაქო..

არა და არა.. არა და არა..
არ შეიწყალებს მებრძოლი არვის,
კმარა სიბილწე.. ტყუილი კმარა..
მოსჭერით ყველა უპიროს თავი..

აქეთ მოლაგდით სისხლის მხედრებო,
გადმოიარეთ კუპრის კედლები,
სცადეთ, დაიცვათ ფლიდო დედლებო,
ყურუმ წყვდიადში დანაქედნები.

სავსეა სახე ცისფერი სისხლით,
ქალწულთა კრთომამ თეთრად დამთოვა,
მოკვდა სამყარო.. გათელეს წიხლით..
აღარ ყარს მიწა.. მე კი, მარტო ვარ...

№1  offline წევრი Nozadze Giorgi

ის სულ სხვარის
მაგრამ ვერ ამჩნევ,
ის სულ ბრაზობს
მაგრამ არ უნდა გამოხატოს თავის ტკივილი.

ის სულ იღიმის
რადგან მეგობრები არ მოაწყინოს,
ის სულ ტირის
ოღონდ გულით.

№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Nozadze Giorgi
ის სულ სხვარის
მაგრამ ვერ ამჩნევ,
ის სულ ბრაზობს
მაგრამ არ უნდა გამოხატოს თავის ტკივილი.

ის სულ იღიმის
რადგან მეგობრები არ მოაწყინოს,
ის სულ ტირის
ოღონდ გულით.

მადლობელი ვარ,
შეფასებისთვის..
ფაგოტი თავის ბედს რომ არ ირჩევს,
მისი ცრემლები,
მისი ღიმილი,
მხრებზე მაცვივა, მაგრამ არ მიმჩნევს

№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
მოწოდების სიმაღლეზე ხარ...

სიმაღლის მეშინია laughing მიხარია რომ სულ კითხულობ ჩემს ლექსებს და ასე მოგწონს blush

№4 სტუმარი სტუმარი Lea

ცოტა უცნაური ხარ და ალბათ ესაა მთავარი ხიბლი შენს შემოქმედებაში უარყოფ სიმარტივეს რაც ჩემი აზრით დამაინტრიგებელია. მომწონს შენი ხედვა და სტილი ასევე გრძნობებისა და ემოციების შენეული გადმოცემა ნიჭიერი ხარ და წარმატებებს გისურვებ))

№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Lea
ცოტა უცნაური ხარ და ალბათ ესაა მთავარი ხიბლი შენს შემოქმედებაში უარყოფ სიმარტივეს რაც ჩემი აზრით დამაინტრიგებელია. მომწონს შენი ხედვა და სტილი ასევე გრძნობებისა და ემოციების შენეული გადმოცემა ნიჭიერი ხარ და წარმატებებს გისურვებ))

ძალიან დიდი მადლობა, ვაღიარებ, მიყვარს სირთულეები) ვეცდები თავში არ ამივარდეს

№6 სტუმარი სტუმარი Lea

ლაზარე 13

სიმართლე გითხრა მეც მიყვარს და ხშირად თავადვე ვართულებ ხოლმე ყველაფერს)) რაც შეეხება თავში ავარდნას არამგონია რადგან შენი ლექსებიდან ჩანს შენი პიროვნება და ამპარტავნებისგან შორს ხარ.

№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბევრი არ დაგეთანხმებოდა )

№8 სტუმარი სტუმარი Kristy

მათ შორის მეც არ დავეთანხმებოდი, მე ხომ ასე კარგად გიცნობ )))))
და მიუხედავად ამისა, გყვაროოობ (იცი ეგ შენ) heart_eyes heart_eyes

№9  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Kristy

სულ ეგრე იძახი შენ და ვალენტინობას სხვებს ულოცავ დდ

№10 სტუმარი სტუმარი Kristy

ვალენტინობას სხვები მილოცავენ პოეტო, მაგრამ არც შენი ლექსი მავიწყდება heart_eyes

№11  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რაღა გეთქმის დ დ დ. მეც მიყვარხარ, ოღონდ იმათ არ უთხრა, არ დავადასტურებ მაინც დდ

№12 სტუმარი სტუმარი Kristy

ლაზარე 13
რაღა გეთქმის დ დ დ. მეც მიყვარხარ, ოღონდ იმათ არ უთხრა, არ დავადასტურებ მაინც დდ

უჟმურო!!! satisfied satisfied relieved

№13  offline აქტიური მკითხველი terooo

სავსეა სახე ცისფერი სისხლით,
ქალწულთა კრთომამ თეთრად დამთოვა,
მოკვდა სამყარო.. გათელეს წიხლით..
აღარ ყარს მიწა.. მე კი, მარტო ვარ...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent