მინდა ვიხილო (სრულად)
მინდა ვიხილო აკორდის თრობა ძველ როიალზე ნოტების ჟღერით ან სიყმაწვილის აზრების თხრობა იმ არდაღლილი წუთების ენით, როცა უშენო მომავლის შიშით ღრმა აზრს იძენდა უაზრო ქიშპი და სამუდამო გრძნობების ჟინით დაუოკებელ მებრძოლად ვიშვი, რათა შევაქო ურჩი გონება ცრემლიან თვალებს რომ არ ემონა და გავაქარწყლო ის მოგონება სიტყვის მარწუხებს რომ დაემონა, რადგან აქ ისევ იხსნება ფარდა, უნდა დაიწყოს ლაღი ზღაპარი, სადაც ტყუილი არაფრად ვარგა, სადაც ინთება სიყრმის ლამპარი... საოცარია, რომ ისევ მელი, არ მინდა იყო შენი გრძნობის ტყვე, მინდა რომ ჩემი ყველა სათქმელი ლექსად ვაქციო და შენ მოგიყვე, თუ როგორ ძლიერ მინდა მჯეროდეს, რომ გამიქურდა ბედმა ის გრძნობა, რომელსაც უნდა ისევ ეტრფოდეს მოგონებების უდროო თხრობა, როცა სიზმრებად შენს სიტყვებს ვახლდი და ურჩ ფიქრებში გრძნობები თოვდა, მაგრამ წარსული მალევე გახდი, თუნდაც ყურები შენს ხმას ვერ თმობდა და თუ ვერ ვხედავ დღემდე სინათლეს, თუ ვერ ვიშორებ წარსულის ჩრდილებს, არ დავივიწყებ მტკიცე სიმართლეს, გავაზვიადებ უშენო დილებს, წამებს დაითვლის ტრფობის ბუნება, შვება კი ალბათ წესად დარჩება, თუნდაც მომხიბლოს უტყვმა ცდუნებამ და მოვინდომო შენთან დარჩენა, ერთხელ შევხედავ ამომავალ მზეს, თბილი სხივები ძარღვებს დაივლის ან გადავხედავ უკაცრიელ გზებს, სადაც ჩემ გარდა არვინ გაივლის, გამახსენდება ჩვენი წარსული, მკვდარი გრძნობები ერთხმად იფეთქებს, ამიზვირთდება ეს თავგასული მდუმარება და დროსაც იხელთებს, რომ შემაძულოს ყოველი ჟესტი, რაც კი ბაგეზე ღიმილს მიღვიძებს, რომელიც დღემდე მალავს, რომ შევცდი და რომ გრძნობები ისევ მივიწყებს, რადგან ჩაცვენილ ფილაქნებივით სიტყვები კარგავს იმ ძველ შინაარსს, როცა მებრძოლი მფრინავებივით თავს ევლებოდნენ დრონი ტრფობის არსს, ამიტომ იმ ძველ უაზრო წყენას თუნდაც სულ მცირე ცოდვა აღვიძებს, აწმყოს ნაბიჯებს და ყველა ქცევას უემოციო ეჭვი აბიჯებს, როცა ფერები კარგავენ ძალას, როცა თბილს ქცევებს გასვლიათ ვადა და სიყმაწვილე გასულს წლებს მალავს, რომ გაუღვიძოს ძველ ტრფობას მადა, ყველა გაუთვლელ ნაბიჯს გადადგამს, უმალ აისხამს ყველა იარაღს, რაც კი დედოფლის გვირგვინს დაადგამს, რომ მისი შარმის გასცდეს იალაღს, მერე ცდუნებად ეწვევა ჩუმად შენს სამფლობელოს თამამი ჩრდილი, ფიქრებს შეიხსნის ყელზე უჩუმრად ვნებააშლილი შენი აჩრდილი, რადგან წარსულის კარებს შეაღებს ის წამგასული ძველი ცდუნება, რომელიც თითქოს ახალ კარს აღებს, სული უეცრად ერთობ დუნდება იმ უეცარი თამამი ამბით, რომ ისევ ხიბლავთ დუმილი ქალებს და ტანსმომდგარი უბიწო კაბით გრძნობებს ავუშლი ნაცრისფერ თვალებს, მაგრამ მტვრადაც რომ მექცეს საღმო, არ შემიხორცდეს გული ამავდროს, რომც ჩამომექცეს მთელი სამყარო, არ დაგიბრუნებ უკან არასდროს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.