შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვზივარ ობლად..


19-03-2018, 18:33
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 198

იჩქარიან ბნელეთში ჩაშვებული ღუზები,
მისტირიან სედებში ჩახავსებულ ქიმერებს,
მორჩა.. გაჰქრნენ, წავიდნენ, არ არიან მუზები,
გემის ქიმზე დარჩენილს, ობლად, ვინღა მიმღერებს..

მოფრინავენ სევდები, როგორც ელვა ზევესის,
მოხუცი მოხევესი როგორც ექო მიმქრალი,
გამიფრინდნენ მერცხლები, მიიმალნენ ხევებში,
ვზივარ ობლად ქიმზე და არსად ბღავის პირქარი..

შევუხსენი სადავე, ბაიისფერ იაბოს,
ჰორიზონტის ზვირთებში, გაჰქრა, გაინავარდა,
შეხე ზღვისფერ იმედებს, თეთრ ღრუბლებს რომ მიაპობს,
ვერ ვიხსენებ შენს სახეს, ვარ უშენოდ ავადა..

შევულოცე თილისმებს ქაოსისფერ ნისლებში,
ერთხელ შენი სურნელი დამელანდა მინდოდა,
სხვა ჩაგაბნევს ტირიფებს ფიქალისფერ თითებში,
ანგელოზი მძინარე მოვთქვამ ფიქრის მინდორთან.

არ მშორდება ნაღველი, ბევრი გულის ნაღველი,
ჩამეწვეთა ბალღამი, გულში, როგორც სტუმარი,
ავიწყდებათ ამ თვალებს საფიცარის სახელი,
ხელზე ჰლოშნის სიჩუმე სხეულს დაუდუმარი.

აღარავინ არ არის ცეცხლით მოცულ ტიფლისში,
არ არიან ბავშვები, ბავშვები არ არიან,
დაგეძებდი ძვირფასო ზურმუხტისფერ ივლისში,
ვზივარ ჯავრით გულსავსე.. ყოფნა არ მიხარია.

მიაბჯინეს გულ-მკერდზე ყინვას ცხელი მაისი,
უაპრილოდ იები სულშიც აღარ ჰყვავიან,
ჩახვეულა კუროსთან შენებრ ურცხვი დაისი,
დაფრთხნენ ანგელოზები, ჩემთან აღარ არიან..

მიმატოვა სამყარომ, მიმატოვა როგორც მზემ,
ზღვაში თავი ჩაიხრჩო, სული წყალში გარია,
ვეღარ ვცოცხლობ ძვირფასო, მე უშენოდ, ჩემო მზევ,
ზოგჯერ ზეცაც ბნელია, თუმცა კი ცოცხალია.

ვეღარაფერს ვიმეტებ ამ დაწყევლილ მიწისთვის,
სითბო და სიყვარული გულში ორთავ მკვდარია,
ვნაყავ ხისფერ ქაოსში ილუზიის მიწისთხილს,
ჩამეფანტნენ მუზები, ჩემთან აღარ არიან.



№1  offline მოდერი bla.ell

და აკუნა დაბრუნდა საოცარად,მომხიბლავი ლექსითურთ❤❤პოეტო შესანიშნავია ფარმას და შენებურ სტილს არ კარგავ.როგორც ყოველთვის იდუმალს და საინტერესოს აქსოვ ყველა ემოციას ლექსში...ბრავო!

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
ძალზე რომანტიული იყო


მადლობა დიდი, უეცრად მოფრინდა blush

bla.ell
და აკუნა დაბრუნდა საოცარად,მომხიბლავი ლექსითურთ❤❤პოეტო შესანიშნავია ფარმას და შენებურ სტილს არ კარგავ.როგორც ყოველთვის იდუმალს და საინტერესოს აქსოვ ყველა ემოციას ლექსში...ბრავო!


ეელ, სად დამეკარგე შე ცუღლუტო, ძლივს არ მოგაბრუნე? blush თუ კარგი ლექსი არ დავწერე, არ უნდა მოხვიდე? stuck_out_tongue დამაცა, კიდე დავწერ იცოდე heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი Lea

არ ვიცი რა ძალა ან რა გრძნობა გაწერინებს ასეთ საოცარ ლექსებს,მაგრამ ეგოისტურად არ მინდა გაგინელდეს,ალბათ მიხვდები რატომაც))

 


№4  offline წევრი niako^-

მაგარიააააააააააააააა heart_eyes heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Lea
არ ვიცი რა ძალა ან რა გრძნობა გაწერინებს ასეთ საოცარ ლექსებს,მაგრამ ეგოისტურად არ მინდა გაგინელდეს,ალბათ მიხვდები რატომაც))


სანამ ჩემი ფერია არსებობს, უკეთესებსაც დავწერ blush მადლობელი ვარ ასეთი თბილი შეფასებისათვსის heart_eyes

niako^-
მაგარიააააააააააააააა heart_eyes heart_eyes


ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ წასაკითხად მიგიზიდა blush

 


№6  offline წევრი sweetgirl

Lamazi leqsia ❤️❤️❤️

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

MariamChiokadze
Lamazi leqsia ❤️❤️❤️


მიხარია რომ მოგეწონა blush

 


№8  offline მოდერი bla.ell

ლაზარე 13
მწერალი ქალი
ძალზე რომანტიული იყო


მადლობა დიდი, უეცრად მოფრინდა blush

bla.ell
და აკუნა დაბრუნდა საოცარად,მომხიბლავი ლექსითურთ❤❤პოეტო შესანიშნავია ფარმას და შენებურ სტილს არ კარგავ.როგორც ყოველთვის იდუმალს და საინტერესოს აქსოვ ყველა ემოციას ლექსში...ბრავო!


ეელ, სად დამეკარგე შე ცუღლუტო, ძლივს არ მოგაბრუნე? blush თუ კარგი ლექსი არ დავწერე, არ უნდა მოხვიდე? stuck_out_tongue დამაცა, კიდე დავწერ იცოდე heart_eyes

შეშლილო პოეტოsmileკარგია ბევრი დაწერევsmile❤❤

 


№9  offline წევრი yalbi gmiri

როგორც ყოველთვის მაგარია და ძალიან რომატიულია heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent