შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოცხლად მკვდარის სიზმარი


24-03-2018, 15:13
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 610

წუხელის გნახე, ჩუმათ ტიროდი,
და ვერ გითხარი როგორ მიყვარდი,
ხმას ვერ ვიღებდი, მაინც ვყვიროდი,
შენს გვერდით ვიყავ ბოლო სიზმრამდი.

შემდეგ სიზმარში ბავშვი ვიხილე,
სხვისი კი არა, ძვირფასო, ჩვენი,
დავიხუჭე და რომ გავიხილე,
ზურგზე დამახტა ძვირფასი ძღვენი.

რა კარგი იყო შვილთან თამაში,
და ბურთაობა თეთრი ბალიშით,
თავბრუდამხვევი აბაზანაში
დაგინახე და მერე ავიშვით..

იკრიბებოდა დიდი ოჯახი,
მოვიდნენ ძმები, დები, დედები,
გამომიყვანე გვერდზე ცოტა ხნით,
წასულიყავი პურზე ეგების..

გაკოცე შუბლზე ერთი ანდაზად,
და კიბეებზე მძიმედ დავეშვი,
მწვანე ჯეჯილი ზედ ფიანდაზად
იფურჩქნებოდა გარეთ ნავებში.

კვლავ კიბეს ვეცი, ო, რატომ, ღმერთო,
დაბერებულ ხის მესმა ჭრაჭუნი,
აღარსად იყავ შენ ჩემო ერთო,
და ვიცან ძველი სახლი რაჭული..

შემობაჯბაჯდა კარებში შვილი,
და მომაფრინდა იმ წამს კალთაში,
რატომღაც იმ წამს მახსოვდა ჩვილი,
როდის წავიდეთ მამი ატაში?

გავისეირნეთ ფიჭვების ჩრდილში,
მზე არ აჭერდა, მაგრამ ცხელოდა,
მწვანე კალთიდან უეცრივ გირჩი,
მესროლე მხარში, სულო, ქვემოდან.

რას დაჩერჩეტობთ მწვანე ღრანტეში,
დედა.. მამიკო.. ჩალა.. გამისვი..
კარგი რა, ლაზი, მე უღრან ტყეში,
თუ მოსატანად პურის გაგიშვი?!

სულ დაბნეული ძლიერ ვხარობდი,
როცა მკლავებში ბავშვი გეწვინა,
თავს ვიმართლებდი, ვბოდიალობდი,
შე კი ღიმილით იდექ ჩემ წინა..

არ გინახია წუხელ სიზმარი,
საზრიანობა მათი მაოცებს,
რისთვის მაწამებთ ასე, მითხარით?!
მოდი სიკვდილო, შუბლზე მაკოცე..



№1  offline მოდერი bla.ell

ჰმმმ სხვა ლექსებს ვერ აჯობა მაგრამ მომეწონა გარითმული "ამბის:" კითხვა❤

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

bla.ell shen gamochenaze cudad vxdebi

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
ჰმმმ სხვა ლექსებს ვერ აჯობა მაგრამ მომეწონა გარითმული "ამბის:" კითხვა❤


ეელ, შენი ლექსები სადაა ჰა? ხო ხედავ როგორი ერთგული თაყვანისმცემელი გყავს, ა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა laughing laughing

 


№4  offline მოდერი bla.ell

ლაზარე 13
bla.ell
ჰმმმ სხვა ლექსებს ვერ აჯობა მაგრამ მომეწონა გარითმული "ამბის:" კითხვა❤


ეელ, შენი ლექსები სადაა ჰა? ხო ხედავ როგორი ერთგული თაყვანისმცემელი გყავს, ა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა laughing laughing

ჩემი ლექსები აღარ არიან:// ჰო აბა რაა აუერთგულესი თაყვანისმცემელიbowtiesmile

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ეს E.M ახალია რამე? laughing სად წავიდნენ? რა იქნნენ? როგორ იქცევიან ეგენი laughing

 


№6  offline წევრი გიჟპოეტა

კარგი იყო ძალიან. დიდი ხანია ლექსზე თვალები არ ამმღვრევია

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გიჟპოეტა
კარგი იყო ძალიან. დიდი ხანია ლექსზე თვალები არ ამმღვრევია


გაიხარე ოჯახში blush მადლობა რომ ასე ზედმიწევნით გაიგე ჩემი ლექსი heart_eyes

 


№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
ლაზი.. ლამაზი მოგონებები ან ნატვრები გაქ...ალბათ ჯობს ისევ ლამაზი ოცნებები ან მოგონებები იყოს ვიდრე გაუფერულდეს...


დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, ძალიან მიხარია რომ სულ კითხულობ ჩემს ნააზრევს blush ალბათ...

 


№9  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Nisa Sa
უდავო პოეტის, გენიალური ლექსია. სიტყვებით ვერ ვაფასებ ამ ნიჭიერებას


ოო, ძვირფასი სტუმარი.. რა პატივია.. თან ასეთი კომპლიმენტით.. )

 


№10  offline წევრი yalbi gmiri

ძალიან მაგარია როგორც ყოველთვის smiley

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent