შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიტოვებ იმედებს,ღმერთმანო ცის აქეთ


22-05-2018, 14:47
ავტორი bla.ell
ნანახია 1 702

ხდება რა,ასე და არ უნდა კამათი,
ვიცი რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს,
ამ გრძნობებს წლებია,რაც მხრებით დავათრევ,
ამინდიც დილიდან საგრძნობლად მემუქა.

ჰო მიჭირს,უცრემლოდ ტირილი...ხანდახან.
ვცდილობ და ტკივილი ამოდის ყელამდე,
უძილოდ ვათენე გუშინ და ამაღამ,
დავკეტავ სავალ გზებს
რაც მოდის შენამდე.

დღე წვიმით დაიწყო,სეტყვით კი დაღამდა,
ფიქრები პორტრეტის ჩარჩოში შევარდნენ,
მაგ სახით,მხრებზე მჯდომ ანგელოზს გავხარ და...
მაგ ფრთებით მტაცებელ,უგულო შევარდენს.

იცვლები...კვლავ თითქოს წუხილი კართან დგას,
ძირს ყრია ცრემლები...ზეცაში ვერ ადის,
არ ვამბობ სიცოხლე რომ უკვე დამთავრდა,
შემორჩა სამყაროს რაღაცა ფერადიც.

დრო გადის ვმათხოვრობ სიყვარულს კარდაკარ,
დავიწყე წერა და ბოლოსკენ მივაგდე,
მივყვები სხვის ნაბიჯს,კვალს სანამ დავკარგავ,
ვიტოვებ იმედებს,ღმერთმანო ცის აქეთ.

შეშლილი განცდები წყვდიადში გადამყვა,
შენ მელი,უჩემოდ სინათლეს ვერ ანთებ,
არ მინდა ეოსმა შემატყოს გადაღლა,
გონს ვეღარ მოსული,ვაბევრებ ვერმახტებს.

ხალხია ირგვლივ თუ გროვაა ტალახთა,
ცხოვრების თამაშში ისვრიან კამათელს,
მე წავალ შევცურავ შავ ზღვაში თალატთან,
ამოწმებს წუხილი გიჟების პალატებს,

დრო არ მაქვს,მომაგნებს ბოლოს და კალამთა,
ლურჯ მელანს გაცრეცილ მაჯებზე დამამჩმევს.
სიყვარულს აქ მოსულს წყალს ვეღარ გავატან,
გრძნობები შენს ნათქვამს,ელიან განაჩენს...

შენა ხარ რაც ადრე ძვირფასი გამაჩნდა,
"შენ არ ხარ"-უბრალო(დ)...არ გავხარ დანარჩენს,
ომია,ხოცავენ ყველას ვინც გადარჩა,
აქ სიკვდილს ელიან,როგორც მე გადამრჩენს...

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი სტუმარი nini

საოცრად წერ მართლა ამ საიტზე იშვიათია ასე პროფესიონალურად წერდნენ და შენ კი იმ იშვიათების კატეგორიას მიეკუთვნები სწორედ...სასიამოვნოდ წერ ძალიან,გარითმულს და გრძნობებით სავსეს...წარმატებები.

 


№2  offline მოდერი bla.ell

a.bochorishvili
ვაუ უბრალოდ ვაუუუუ
კატასტროფულად მაგარი ლექსია, უბრალოდ ვერ დაგიწერ როგორ მომეწონა, შედარებები გქონდა რაღაცა სასწაული
"ამოწმებს წუხილი გიჟების პალატებს" ეს მომეწონა რაღაცა საშინლად და კიდე ის "ომია ხოცავენ ყველას ვინც გადარჩა, აქ სიკვდილს ელიან როგორც მე გადამრჩენს" _ო, აიი სასწაული გოგოოო ხარ და რა გავაკეთოოოოოო

ვოვ არველოდი აი მართლა არველოდი ასეთ შეფასებას,ძალიან დიდი სიხარული რომ მომიტანე იცი?!შენ აზრზეც არ ხარ რამდენს ნიშნავს აი უბრალოდ პატარა მოწონებაც კი ჩემი პოეზიის და მითუმეტეს როცა ასე მიფასებ ხომ საერთოდ ვბედნიერდები და მერე ისე ვარ თითქოს სადმე სასიამოვნო ბუნებაში ვიყო და პეპლების ფარფატს ვუცქერდე....რავი აი ძალიან გამახარე და დიდი მადლობა შენ!❤❤❤❤

 


№3 სტუმარი ADELAIDA

საოცარო ლექსია ელისაბედ სუპერ გოგო ხარ ნამდვილი პოეტი

 


№4  offline მოდერი bla.ell

ADELAIDA
საოცარო ლექსია ელისაბედ სუპერ გოგო ხარ ნამდვილი პოეტი

ჰმ ელისაბედ?ანუ გიცნობ...მადლობა ტკბილო❤❤❤მიხარია რომ პოეტად მთვლი❤❤

 


№5  offline მოდერი bla.ell

Nisa Sa
მადლობა შენ ასეთი ემოციებისთვის
შენ კიდევ მადლობა რომ ჩემი მკითხველი ხარ❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent