შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმა?! სულ ნუ მოვა...


25-05-2018, 21:28
ნანახია 1 700

წვიმა სულ ნუ მოვა.. ნურსად ნუ ითოვებს, ერთი ვემტერები მთლიან დედამიწას,
ქვეყნებს დავივლი და სითბოს შეგიგროვებ და მე ტკივილისგან თუკი ვერ დაგიცავ _
შენთან ავტირდები გრძნობის ქარტეხილზე, კოცნით ამოგიშრობ სევდას თვალებიდან,
მინდა სულ გიყვარდე - აი რაღაც ისე, როგორც არასოდეს არვის ჰყვარებია.

მსურს რომ ქარიშხლებმა სულ მთლად ჩაიაროს, მსურს რომ ყველა დარდი ზამთარს გავატანო,
შენი სიყვარული ყველგან ვაღიარო და გზა ეკლიანით არსად არ მატარო.
მინდა ყოველ დილით პირველს შენ გხედავდე, ღამით ჩაძინებულს საბანს გისწორებდე,
ასე ბანალური ლექსი შემოგბედე და თუ ვერ მიიღებ ისევ ვიოცნებებ.

მე კვლავ გამოვძერწავ ჩემთვის გრძნობის ბუდეს, სადაც პატარა ქოხს ორნი ვეყოლებით,
საბნად დავიფარებ ზეცისგულა ღრუბლებს, (ისე მიყვარხარ რომ მუდამ მეორდები).
დილით თვალგახელილს თუკი არ დამხვდები, თუკი დაამძიმებს მთელ სულს უშენობა,
შენი ქალბატონი ცრემლებნატარები მართლა დაიჯერებს ქვეყნად უღმერთობას.

ჩემში ნურასოდეს ნაკლს ნუ გამოძებნი, ცოცხლებს წინასწარ ხომ საფლავს არ უთხრიან,
ასე სულღაღლილი ვერსად გამოვჩნდები და თუ ვერ მიმიღებ ჭირსაც წაუღია -
ჩემი იმედებით მოვრთავ სასაფლაოს, ბილიკს ოცნებებით ვუქსოვ ძვირფას ფარჩას,
მინდა ეს ცხოვრება ერთად გავატაროთ, არ მსურს ჯოჯოხეთმა სიცოცხლეში დამწვას.

ბროლის თეთრ აისებს ვძერწავ სტრიქონებით, სული გაგიშიშვლე ასე გამჭრვალედ,
შენი ქალბატონი სიტყვებმიყოლებით ყველა ამოსუნთქვას შენში აზიარებს.
წვიმა?! სულ ნუ მოვა... თუნდაც ნუ ითოვებს, თუნდაც დედამიწამ ვეღარ დამიტიოს,
თუნდაც შევერიო გიჟებს... იდიოტებს... ოღოდ ეს ტკივილი მსურს რომ ავიცილო.

დილა - სევდიანი,
ღამე - უარაფრო
შენი თვალებიდან მოსჩანს დედამიწა,
დღეს მე შეგიყვარე სულ მთლად უანგაროდ
და სხვას შენს გვერდით მყოფს ვიცი ვერ ავიტან.


// ჩუმი 'პოეტესა' //



№1 სტუმარი Sana

როგორ გადმოვცე ის,რასაც შენი ლექსები მმართებენ?! რანაირად აღვწერო სიტყვებით ემოცია,როცა არც ერთი ენის ლექსიკონში არ მეგულება შესაფერისი. გულამდე მოვიდა? არა, შიგნით შეაღწია!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent