მე დედამიწა უარვყავი ...
უამინდობის შემოჩვეულ უღმერთო დარში, გზაზე გიპოვე... ნაგლეჯ-ნაგლეჯ ეყარე ქუჩებს. მე დედამიწა უარვყავი და მარტო დავრჩი, ვერ შევეფარე საიმედოდ გრძნობების ბუდეს. ვდუმდი და მაინც ბოლო ხმაზე კიოდა სული, მდიოდი სისხლად თვალებიდან ცრემლების ნაცვლად. ყველა ფიცი და დაპირება ყოფილა ფუჭი, ყველა ფიცი და დაპირება წარსულში დარჩა. წავედი სადღაც... გზა არ იყო გრძნობით ნაშენი, წავედი ისე იფიქრებდი რომ ღმერთი არ მყავს. ჩავრაზე გულთან მოსასვლელი ყველა კარები, ჩავრაზე მარტო შევეგებო ანგელოზს რათა. დუმდა ხალხი და თეთრი ვარდი მედო თავსთუმალს, ახლა ყოველღამ მე და მთვარეს ზეცა დაგვიცავს. თხელი სუდარით შემოსილი სული დადუმდა, ადგილს ვეწვიე, სადაც ფეხი მძიმედ დამიცდა. გიპოვე იქვე... ყველა კუთხეს მოვყავდი შენთან, გაუშლელ ვარდებს დასტყობოდათ მოშავო ფერი. ყველა სპეკტაკლის დასასრული მიმყავდა ღმერთთან, მე დედამიწა მივატოვე და ვეღარ გშველი. გიპოვე ქარში... უმოწყალოდ მამცნო ამინდმა, რომ შენი სული ნაგლეჯ-ნაგლეჯ ეყარა მიწას. სანამ ვცოცხლობდი, სანამ სული ცაში აფრინდა, ჩემთან მყავდი და მაპატიე დღეს, რომ ვერ გიცავ. ვისუნთავ ჰაერს და ბოლო ლექსს გიგზავნი ლოცვით, თითქოს და ვგრძნობი საუკუნის ოთხად გახლეჩვას. პირველ ნახევარს შევეგებე საოცარ ტრფობით, მაგრამ მიწურულს ჩემი გული ვეღარ ამღერდა. მე დედამიწა უარვყავი - გავყვირი ცაში, ასაკი თამაშს მოელოდა გრძნობებთან როცა. მსურდა რომ ერთხელ მოესმინათ ჩემს ლექსებს ტაში, მსურდა და ახლა მათ მომავალს უჩემოდ ვლოცავ. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.