იმღერე მოხუცო იმღერე
იმღერე მოხუცო იმღერე იმღერე მოხუცო, იმღერე, აკვნესე რაც გულში გდებია, იმღერე მანამდის, სანამ შენს ქარები ნამღერს აჰყვებიან, გიყურებ... მამშვიდებს ეგ სახე, ფიქრები ჩემს ფიქრებს იწვევენ, წახვედი... მე ბევრი გეძახე- ნუ წახვალ, ჯერ კიდევ იმღერე... ხმას თითქოს ვაწვდენდი შენამდე და მაინც, სიჩუმე ისმოდა, ზეცაზე ღრუბლები შეღამდნენ, მე ისევ ის წუთი მიხმობდა, დავყევი ქალაქის დაღმართებს, შენ საით წახვედი არ ვიცი, ფიქრებმა სიმშვიდე წამართვეს, ზაფხულმა მომტაცა მაისი, ჩემს სახლთან ბაღია, გეძებე, გულს ჩამრჩა ის ერთი შეხება, იმღერე, სანამდის გაძლებენ გრძნობები... სულს სითბო ეყოფა, იმღერე მოხუცო, იმღერე, ბედნიერ კაცს გიგავს იერი, ნუ იზამ გაჯობოს სიბერემ, დრო იყრს რომ შენზე ძლიერი, ცხოვრებამ რამდენჯერ გატკინა, შენ მაინც უმღერე სიცოცხლეს, არ ვიცი რა უფრო გაჭირდა- დღეს შენთან ყოფნა თუ სიშორე... არ ვიცი, ასეთი ნაღველით თვალები დღეს რატომ მიმზერდნენ... ეჰ, ნახე მეც უკვე დავღონდი, შენ მაინც იმღერე, იმღერე. 19.06.18. Selassie |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.