შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მისი მჯერა !!!


24-06-2018, 19:53
ავტორი For Love
ნანახია 1 327

ივნისის დილა მეხუტება მკერდში ბავშვივით,
მერე კი გულზე უნებურად მიჭერს მარწუხებს,
მახსენებს მას, ვინც ამ გულიდან უკვე გავუშვი
და ჩემს თვალებში მონატრებას ისევ აბრუნებს.
ვინც მიღალატა, მათ ვერაფერს ვეღარ ავუხსნი,
მათ, ვინც უეცრად ჩემს ცხოვრებას მახე დაუგეს,
ჩემი ცრემლების საფასურს კი წარსულს ჩავუთვლი,
წარსულს, რომელთან დაბრუნებას აღარ დავუშვებ.
ვერ შევიძულებ ვერცერთ მათგანს, არ შემიძლია
და გულში ვტოვებ იმ სიყვარულს, რომ ვერ გაუგეს,
გულში, რომელსაც ვეღარასდროს შეეხებიან,
რადგან სიყალბეს ერთგულების ფიცი დაუდეს.
ნდობადაკარგულ სინანულში ცრემლი ღვივდება,
მტკივა სიმძიმე სიყვარულის სხვას რომ დაუთმეს,
მე მეჩვენება, რომ მარტო ვარ მრავალთა შორის
და ვშიშობ ჩემს სულს ბოლო სიმიც რომ არ ჩაუწყდეს.
განთიადის მზე მიხუტებს და თვალებს მიკოცნის,
ალბათ უნდა, რომ ჩემს სიყვარულს გული გაუთბეს,
ღიმილს მჩუქნის და მეც ვიღიმი სავსე იმედით,
რომ ვინც შემომრჩა არ დამთმობს და ჩემს გულს გაუგებს.
წამი წამს მისდევს და კალამი ისევ ივსება
და ჩემი ფიქრი სტრიქონებში იმედს აბრუნებს,
მე მისი მჯერა და ვიცი, რომ იმ ცას მისწვდება,
რომელიც ჩემს გულს ასე ნანატრ ნატვრას აუხდენს...

------------------------
სამუდამოდ შენზე შეყვარებული თიკა, რომელსაც ერთადერთი ნატვრა აქვს... ნატვრა იმისა, რომ ერთხელ აუცილებლად დაუბრუნდება თავისი სიყვარული...

მე მაინც დაგელოდები ჩემო სიყვარულო... შენს გარდა არავინ მინდა... შენს გარეშე არავინ ვარ... არ მინდა მაღალფარდოვანი სიტყვების წერა, უბრალოდ - მიყვარხარ... ((



№1  offline წევრი For Love

mirandaa31
აუცილებლად უნდა დაგიბრუნდეს. ძალიან კარგად წერ

მეც დიდი იმედი მაქვს ((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent