შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაშლა


24-08-2018, 03:43
ავტორი ნორაგამი
ნანახია 1 808

არავის შევრჩი სამეზობლოდ, საგზაშარაოდ,
და ჭიშკარს აქეთ ნაფეხურებს თოვლიც ნატრულობს,
ჩემზე ამბობენ, (ჩურჩულებენ) დაიშალაო,
ძველი ქოხივით და ძლიერ რომ არ გავართულო,-
შემრჩა კედლებში მეათასე ლურსმნის ნაწყვეტი,
და იატაკიც ვეღარ უძლებს დროს და ღვიარებს,
და შენი ზეცა ჩემს ზეცას თუ ერთხელ აწვდება,
მაშინ იგრძნობ თუ რა ტკივილი გამოვიარე.
მაშინ, როდესაც ყველაფერი იყო ნატიფი
მაშინ როდესაც ჩემს ღობესთან სითბო ელაგა,
იყავით ჩემთან, სანამ სრულად არ გადამთიბეთ
და სანამ სული გადაიქცა არქიპელაგად-
იყავით ჩემთან. აღარავის შევრჩი სრულიად,
და ამ სხეულში მარტოობას როგორც "ელეზდეს"
ვუშვებ და მისი მოქმედება მაინც ნულია,
მაშინ როდესაც, ვლაპარაკობ ბებერ ღელესთან.
მაშინ როდესაც, ქარი სახლის კიდეს ეხება,
მაშინ როდესაც, წვიმა ლამობს რომ შინ შემოდნეს,
მაშინ როდესაც, ობობები როგორც გლეხები,
ლამის ზედ ჩემზე ალაგებენ მძიმე ჩემოდნებს.
არავის შევრჩი სამეზობლოდ, საგზაშარაოდ,
და დაშლილ ჭიშკრის ბოლო ყავარს ხავსი იპარავს,
ჩემზე ამბობენ, (ჩურჩულებენ) დაიშალაო,
ძველი ქოხივით, დანარჩენი დრომ ჩაიბარა.



№1  offline მოდერი bla.ell

ვოვ ეს წინა ლექსზე საგრძნობლად მაგარია,წინა ლექსი ასე კარგი არიყო საღოლ წარმატებას გისურვებ

 


№2  offline წევრი ნორაგამი

bla.ell
ვოვ ეს წინა ლექსზე საგრძნობლად მაგარია,წინა ლექსი ასე კარგი არიყო საღოლ წარმატებას გისურვებ

გამახარე, გეიხარე <3

 


№3  offline წევრი izabella

ძალიან მაგარი ლექსია.
თითქოს ჭილაძის გავლენა იგრძნობა თუ ვცდები?

 


№4  offline წევრი ნორაგამი

izabella
ძალიან მაგარი ლექსია.
თითქოს ჭილაძის გავლენა იგრძნობა თუ ვცდები?

მადლობა, ამლექსზე ჭილაძის გავლენა უფრო არ ითქმის, თუ გავლენაზე ვისაუბრებთ შეიძლება საჯაიას, ჩერქეზიშვილის და უფრო ახალი პოეტების გავლენაზე ვისაუბროთ.....
ისე მე და ოთარა ერთად ვიღებდით ელეზდეს :დ მაშინ დაწერა : "შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტიო" :დ

 


№5  offline წევრი luana

სევდიანი და ლამაზია. მომეწონა <3

 


№6  offline წევრი ნორაგამი

luana
სევდიანი და ლამაზია. მომეწონა <3

მადლობა ^_^

 


№7  offline წევრი sweetgirl

Ramdenime tvea rac aq davregistrirdi da bevri leqsi maqvs wakitxuli rasac deben.ert-erti gamorcheuli leqsia chemtvis❤️❤️Gansakutrebit ritma momewona

 


№8  offline წევრი ნორაგამი

MariamChiokadze
Ramdenime tvea rac aq davregistrirdi da bevri leqsi maqvs wakitxuli rasac deben.ert-erti gamorcheuli leqsia chemtvis❤️❤️Gansakutrebit ritma momewona

მადლობა მარიამ <3

 


№9  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ძაან მაგარია heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№10  offline წევრი ნორაგამი

Giorgi Uertashvili
ძაან მაგარია heart_eyes


გაიხარე ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent