შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოლადის ფრთები

1-09-2018, 18:49
ავტორი tasusuna
ნანახია 989

"მე ეს სამყარო გაჩენიდან უმად გავსინჯე, მშურს იმედების როცა უნდათ მაშინ კვდებიან, ჩემი ცხოვრება როგორც გინდა ისე გასინჯე... ასეც და ისეც - ფიქრები და ოცნებებია."
ბევრი ვიფიქრე,გამემხილა,
იქნებ,არც ღირდა
რომ უიმედობის იმედიღა დამრჩა საკვებად,
შემომაძარცვეს მრავალფერი ფრთები-იმედის!
და დამიტოვეს დაფლეთილი ხორცის ნამცეცი...
შეხედე!
იქნებ სულ არ მოგწონს ჩემი ფიქრებიც,
იქნებ უარმყო,
ისე როგორც,ფრთებმა უარმყვეს!
იქნებ იფიქრო,
რაც დრო გადის,
უფრო
მთელავენ
და აღარ დაგრჩეს ის მცირედი
უფრთო-იმედიც!
არა!
ნუ ცდილობ,ჩამინერგო ხვალის იმედი,
ხვალაც და,
ზეგაც,
უცვლელია მარშრუტი-ფიქრი!
ფიქრი-უფსკრულში გადამსხვრეულ სისხლიან ფრთებზე..
ფრთებზე-რომელმაც ამომგლიჯა
იმედი ხვალის!
ნურც იმას ცდილობ,
დამაჯერო ბედის ბორბალის ,
ბუმერანგივით,
სიკეთე რომ უკან ბრუნდება,
ღმერთი რომ მართლა ერეოდეს კაცის საქმეში,
დამსხვრევის ნაცვლად,
ფრთები უფრო
გაფერადდება.
შენც იცი,
გაჩენიდან ეს სამყარო უმად გავსინჯე,
არ მოუციათ არც იმედი,
არც ფიქრები,
არც ოცნებები.
ნაბიჯ-ნაბიჯ შევისრუტე თანმიმდევრობით,
იმედიც ,
ფიქრიც,
ოცნებებიც ცის კამარამდე,
მაგრამ,
ხომ
ხედავ,
დაცემული ანგელოზივით,
მაღლიდან ქვემოთ,
დამანარცხეს უფსკრულის კიდეს.
ახლაც იქ ვდგავარ,
შემოგცქერი,
კანკალებ,
გცივა..
გცივა იმიტომ,
რომ შენც განიცდი უიმედობას,
მხრებზე იტარებ გაფითრებულ,
გაცრეცილ თითებს,
ფრთების ადგილას ამოგლეჯილ კანს
სისხლი მოდის,
შეშინებული,
ათრთოლებული,
მიყურებ,თითქოს
მე უნდა მქონდეს განმარტება ყველა კითხვაზე.
მაგრამ,
ლაილა!
გაგაფრთხილე,
მომრიდებოდი,
შენკი მაგივრად,
განშორების,
უფრო მეკედლე,
ახლა კი,
სახე,
დაგშანთია მწველი ტკივილით,
მიცქერ და ვფიქრობ,
ისე როგორც იუდას ვერცხლი,
გიყვარდი მაგრამ,
რაც დაგტოვე
უფრთო-იმედით,
შეგზიზღდი ,
როგორც უსისხლხორცო კაენს,
-აბელი.
ლაილა, გესმის?!
არ დამიმალავს,
გაფრთხილებდი,
რომ ეს სამყარო,
გაჩენის დღიდან უმად გავსინჯე,
არ გამეცალე,
გჯეროდა რომ
ფოლადის ფრთები
უძლებდა ტანჯვას,
უძლებდა ტკივილს,
უძლებდა დარდსაც,
მაგრამ,
ხომ ხედავ,
ბროლის ჭაღივით ერთი
შეხებით,
ჩამოიმსხვა,
დაიფლითა ათას იმედათ..
მოდიხარ,
ნაბიჯ-ნაბიჯ,
ტოვებ სისხლის კვალს,
მანძილს ამცირებ,
სახე გიგავს ჯვარცმულ იესოს.
გვერდით მიდგები,
უფსკრულის კალთას
გადაჰყურებ შეშინებული,
წამით ყოვნდები,
მერე კიდევ
სახით ფსკერისკენ,
ეშვები თითქოს,
გეიმედება ფოლადის ფრთები!
____
ცხოვრებაში პირველად,
ინტერნეტში შემთხვევით ნაპოვნმა პირველმა სტროფმა,
დამაწერინა ლექსი..
გული ისე მიცემს,
ტკივილსაც ვგრძნობ..
იქნებ,ვერ გამოვიდა ისეთი,
როგორიც უნდა იყოს..
აფსოლუტურად ნებისმიერ შეფასებას მივიღებ,
ისე მაინტერესებს კრიტიკა,
როგორც არასდროს.
იმედია,მიმიხვდით რისი თქმაც ინდოდა,
თქვენი:ანასტასია

№1  offline წევრი ნეფერტარი

ძალიან კარგი იყო ეს, ოღნდ ინტერნეტში ნაპოვნი ფრაზის ავტორი მოძებნე და მიაწერე. დანარჩენი უნაკლოა, ნიჭიერო და გონიერო.

№2 მოდერი tasusuna

ნეფერტარი
ძალიან კარგი იყო ეს, ოღნდ ინტერნეტში ნაპოვნი ფრაზის ავტორი მოძებნე და მიაწერე. დანარჩენი უნაკლოა, ნიჭიერო და გონიერო.

სამწუხაროდ,იმდენი ვეძებე..
ჩემს ძალიან ახლო ნათესავს ედო და,მას რომ მივწერე,შენითუათქო,უარყო,თუმცა,ისე,რომ ვფიქრობ,მისი სიტყვებია.
მე მაინც მივწერე,რომ გამოყენებას ვაპირებდი.
ეს ექსპერიმენტული იყო,პირველად ვცადე ლექსი დამეწერა და,ძალიან მიხარია,თუ მოგეწონათ

№3 სტუმარი მიშო

ძალიან კარგია

№4 მოდერი tasusuna

მიშო
ძალიან კარგია

მადლობა ❤️

№5  offline წევრი Tskrialashvili Mariami

საზღვრები არ გაჩნია შენ ნიჭს ხო ვამბობდი და სულ ამტკიცებ , ახლი სიახლის დადებისას ♥
შენი ნიჭის ახალ მხარეზე უკვე ვგიჟდები ♥
რამდენჯერ წავიკითხე და მაინც არ მყოფნის.

ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ ლექსი და ანასტასია უხდებიან ერთმანეთს, ასე რომ მოვითხოვ სულ სულ ასე გამახაროს, ანასტასიამ ასთი კარგი ლექსებით ( ისტორიებითაც რა თქმა უნდა ^_^ )
ასე უ-მაგრესად ძალიან ძალიან.ძალიან........... მე-ნიჭიერები მე შენ "სულის გავლით გულამდე", "დედამიწის გავლით ცამდე"
"ზეცითან გავლით ღმერთამდე" ♥ საზღვრებს იქითაც, უსასრულობამდე მენიჭიერებიი ♥

ხო აი გაკრიტიკებაზე, უბრალოდ ჩემნაირი უბრალოდ მკითხველი ვერ იპოვის ისეთს, შენს ნაწერში რომ გააკრსიტიკოს.
თვით ჩვენი დიდი პოეტებიც , უბრალოდ წაიკითხებდნენ და შეგაქებდნენ ასეთი კარგი რომ ხარ ♥♥♥
ანასტასია
ვგიჟდები მე შენზე ♥
დედას გეფიცები , მართლა
ყბედათ მაქცევ ხოლმე, მაგრამ მაინც იმ ყველაფერს ვერ გადმოვცემ ამ უბრალო კომენტარებით რისი გადმოცემაც მინდა, მაინც რაღაც მაკლია, მაგრამ ვცდილობ სულ ცოტათი მაინც ვთქვა ის ყველაფერი რასაც შენი შემოქმედება იმსახურებს ♥
ჩვენი
"დროის" ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი ხარ შენ ♥♥.

№6 მოდერი tasusuna

Tskrialashvili Mariami

ჰაერში ამაფრენ ხოლმე და,
წამით მართლა
მჯერა,რომ
ფრთები მაქ და,ფრენა შემიძლია.
წარმოუდგენლად მეჩეემები,
ეგოისტი ვარ სულით ხორცამდე და დიახ,
დაგისაკუთრე,როგორც მკითხველი.
განსაკუთრებული ხარ ჩემთვის,ხო იცი..
ისეთი სითბო,სიყვარული დაგაქ,სულ რომ
მათბობს და მასაზრდოებს.
მადლიბა როგორ გადაგიხადო,ზუატად რომ გადმოვცე შენდამი მადლიერება?
უკვეისე გაიცვითა ეს ფრაზა,რომ
ვერ გეუბნები.
თუმცა,
ბანალურ მადლბასაც გაიგებ,ვიცი..
მადლობაა!
შენ მე მასაზრდოებ!

№7  offline წევრი luana

ძალიან მომეწონა <3 ვერც კი ვიფიქრებდი რომ შენი პირველი ლექსია, განაგრძე წერა. წარმატებები <3

№8 მოდერი tasusuna

luana
ძალიან მომეწონა <3 ვერც კი ვიფიქრებდი რომ შენი პირველი ლექსია, განაგრძე წერა. წარმატებები <3

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️

№9  offline მოდერი ბელუ შეროზია

ვაუ flushed
ძალიან მაგარია
რატომ აქამდე არ მოგნდომებია პოეზია ?

№10 მოდერი tasusuna

ბელუ შეროზია
ვაუ flushed
ძალიან მაგარია
რატომ აქამდე არ მოგნდომებია პოეზია ?

არასდროს მიცდია,
ახლა დავფიქრდი,იქნებ ღირსკიდეც,ყურადღება მივაქციო.
ვნახოთ
შენ კიდევ,მადლობა !

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent