შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტაძარი სულის...


6-09-2018, 00:56
ნანახია 1 593

თამბაქოს კვამლი...
მეათე ღერს გავცქერ ზიზღით და
მე საკუთარი ეკლესია მენგრევა მხრებზე.
ვიხსენებ სიტყვებს მაგრამ ვერა მას თუ ვინ მითხრა,
რომ ცოდვაში ვსვრი ჩემი ნებით საკუთარ ხელებს.

ვიყავი ზევით... ბევრად ზევით ვიდრე მიწაა,
ბევრად ლამაზი სამფლობელო ვაჩუქე ზეცას.
ჩემი თვალები ერთი სუნთქვის დედამიწაა,
სადაც ბავშვობაგადაკარგულ გოგონას ვხედავ.

ვუფერულდები...
ლაქებს მიჩენს დარდები უკურნს,
შევწყვიტე წიგნიც სახელად რომ ვარქმევდი იმედს.
სხეულით მხნეს და შინაგანად ფერფლივით უძლურს,
მიმომფანტავენ სხივებგაცლილ გაყინულ მზის ქვეშ.

კალამიც დუმს და
ალბათ ერთ დღეს ვისწავლი ხმაურს,
ჩამოვხსნი ფარდებს შავზეაც რომ ატყვიათ მტვერი.
ჩავახშობ იმ ხმებს წამითაც რომ არასდროს არ დუმს
და ჩემს ტაძარში მე ვიქნები მრევლიც და ღმერთიც.

მანამ კი დროა...
ვეხეთქები კვლავ ცოდვის მორევს,
იმედებს ვკლავ და ობოლივით ცხოვრებას ვჩემობ.
დავივიწყებდი ოცნებებს და იმ ბავშვურ გრძნობებს,
შენ რომ გაჩუქე შორს მყოფო და ამავდროს ჩემო.

წაბორძიკება...
დაცემა თუ კივილი სულის,
მე კვლავ ვიპარავ გრძნობებგამცვდარ ლექსებს წიგნიდან.
როგორ ვირწმუნო ცხოვრება რომ არ არის რთული
როდესაც თავად ღმერთსაც ვდევნი ეკლესიიდან.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი .M.A.R.I.

ვაუ... scream არ ვიცი რა ვთქვა *-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent