შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადისას, მიიძინებს ყველა ნაღველი


23-10-2018, 21:47
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 077

განთიადისას, მიიძინებს ყველა ნაღველი
და მასზე ფიქრებს, უფკრნულისფერ ტალღებს გავატან,
იქნებ ის განვლილ ოცნებებში ეძებს პასუხებს
მე კი სახსოვარ თმის სურნელში ვპოვებ გასაქანს.
გადაწვი ყველა მოგონება, ლოცვად ქცეული,
წარსულის ნისლებს გაჰყოლია ფერება თოვლის,
რადგან აღარ ხარ, ვინც აქამდე სიმღერად მექცა
არც იმედი მაქვს, შენი, ქვეყნად მეორედ მოსვლის.
გააღე ახლა სხვა კარი და ცოდვა ამხილე,
იქნებ სიყვარულს გაჰყოლია ფერება ხსოვნის,
დააშრე ყველა მოგონება სისხლში თუ დრტვინავს,
რადგან არ შემრჩა მოთმინება წასვლილთა მოცდის.
უწინ, ბუნების ხმა გესმოდა, მიწას ხეთქავდი
და გაზაფხულის ყვავილს აღარ არჩენდი სურნელს,
ახლა კი მხოლოდ აჩრდილთა შორის, სევდად ბატონობ
და არ ანებებ, ქვესკნელით კვებას, წყეულთა სულებს.
განთიადისას, მიიძინებს ყველა ნაღველი
და მასზე ფიქრებს, უფკრნულისფერ ტალღებს გავატან,
იქნებ ის განვლილ ოცნებებში ეძებს პასუხებს
მე კი სახსოვარ თმის სურნელში ვპოვებ გასაქანს.




№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ვაა, რა ლექსია, რა ლექსი...
იფ, იფ... რა დროს არ არი მუზა..

 


№2  offline წევრი ki si

უნიჭიერესოო <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლაზარე 13
ვაა, რა ლექსია, რა ლექსი...
იფ, იფ... რა დროს არ არი მუზა..

იფ, იფ, გაიხარე. მუზობას გისურვებ <3

ki si
უნიჭიერესოო <3

უღრმესი მადლობა კისი :*

 


№4 სტუმარი ნათია41

ბედნიერებაა რომ დედამიწაზე დაიბადე და არა სხვა გალაქტიკაზეეე.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნათია41
ბედნიერებაა რომ დედამიწაზე დაიბადე და არა სხვა გალაქტიკაზეეე.

ნათი, საგანძური ხარ!

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Nisa Sa
ენ ჯეინ საოცრად წერ! დიდ ემოციებს მანიჭებს თქვენი ლექსების კითხვა, მიხარია რომ აღმოგაჩინე. მადლობა და წარმატებები

მადლობა თქვენ ჩემო საყვარელო. სამწუხაროდ, პოეზიით ალბათ ხშირად ვერ ვიამაყებ, ჩემი სუსტი მხარეა, მაგრამ თუ კიდევ გამივარდება კარგი ლექსი და მოგეწონებათ, ბედნიერი ვიქნები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent