შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ხარ.. ვეღარ გიხსენებ...


28-10-2018, 21:41
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 633

ეძღვნება ყველა წასულს და წასასვლელს... ისევე როგორც ლექსში ნახსენებ ყველა კატეგორიის ნატიფ რომანტიკაჩარჩენილს (მხოლოდ ლექსის კონტექსტში) wink

შენზე ლოცვა მინდოდა
წუხელ..
ღმერთი მიხსენეს..
სისხლით მორწყულ ქვევრებში,
თალხისფერი ლუსკუმით,
წევს პატარას ცხედარი..
ამ ქვეყნისგან ისვენებს,
ტყეში.. მწვანე კედარი,
შემხვდი.. ვერ გაგიხსენე..
შენი ნახვა მინდოდა,
წუხელ..
მწამდი, ღმერთმანი..
ღვთის რჩეული ხალხისგან,
მიტოვებულ ღმერთივით.
სუფრას უსხდნენ პილოსში,
ეგისთე და კლისთენე,
შენ ჩაგახრჩვეს ნილოსში,
მე კი.. ვერ დაგიხსენი..
დაგეძებდნენ თვალები, საყვარელო..
წუხელის..
ხელებს შენთან ბოლოჯერ,
ჩახუტება უნდოდათ..
უშენობით მაშვრალი, სხვისი უმანკოებით,
გატრეტილი სხეული,
სულის ხათრით ვიდოდა...
გიღალატე, ძვირფასო.. არაერთხელ..
წუხელის..
როგორ მსურდა ეგ ერთი,
დამესაჯა ღალატი,
ო, რამდენი ღიმილი.. სითბო გამოუთქმელი..
ჩაიკარგა წუხელის,
ბაიისფერ ხალათში..
აღარ მოვლენ რითმები,
არ გეძებენ ფიქრები,
არ გიტირებ სიტყვებით.
ამას იქით..
არასდროს...
როცა ღმერთთან ვიქნებით,
ვიცი..
შემესიტყვები,
დამამადლი..
რომ ბოლოს,
სხვისმა ბაგემ დამაჭკნო..

ალალ იყოს ზღვისფერი,
მოჭიქული ფარდაგის,
მოიისფრო ბნელეთში ჩაკარგული მანძილი,
და ვნებიან სიტყვების,
ჩუმი ჩანაფიქრების,
ნაჩურჩულევ სიტყვების,
კვნესით გამოძახილი..
დროის აკვანს დანარწევს,
ათას ერთთან დანაწვენს,
შუბლზე სინდის ანაწყვეტს,
რომანტიკაჩარჩენილს,
შენი უღვთო სიმართლე,
როგორც ცეცხლის სინათლე,
გაგიელვებს თვალებში,
როგორც შენს სულს სიშიშვლე..
და მე ვიცი..
ასცდები..
ვიცი..
არ დამარცხდები..
და ჯალათი
შენს წილ ხმალს,
ჩემს კისერზე იშიშვლებს..
როგორც თეთრი ღრუბელი..
გავიღიმებ ზეცაზე,
და სისხლს დაღვრილს ცრემლებად,
ჯოჯოხეთში ვიხსენებ..
მაგრამ იგი სურნელი,
ტრფობის განუკურნელის,
ჩემს ჩაფერფლილ სხეულქვეშ,
მფეთქავ გულში ისვენებს..
ხილვა მქონდა, ძვირფასო,
ხილვა მქონდა წუხელის,
მაპატიეს რაც მე აქ,
ხალხი დავაიზმენე,
როგორ მსურდა საწყისად
შენი ნაკვთის გიდობა
შემოვყურებ სივრცეს და..
არ ხარ..
ვეღარ გიხსენებ...



№1 სტუმარი grafi monte cristo

ბატონოო?! რასამბობ გენაცვალე?

 


№2 სტუმარი სტუმარი Lea

გულმა მიგრძნო, რომ საოცარი სიახლე მელოდა)) პირველ რიგში მადლობა იმ სიტყვებისთვის, რომელიც წინა ჩემს კომენტარს დაურთე, მართლა გამაბედნიერა, გამამხნევა და სტიმულიც კი მომცა)) რაც შეეხება წასულებსა და წამსვლელებს იმდენად მცირეა და ძვირფასი დრო და ცხოვრება, რომ ყალბების ადგილი ჩვენს გვერდით არ არის. ამიტომ წამსვლელი უნდა წავიდეს! ვიცი სულის ტკივილს სიტყვები ვერ გააქრობს, მაგრამ დაგვიამებს მაინც))

 


№3  offline წევრი sweetgirl

გასაოცარი ხარ❤️❤️❤️ულამაზესი ლექსია❤️❤️❤️ერთმანეთზე უკეთეს ლექსებს წერ და არ მიკვირს,როცა ახალი დადებული გაქვს სიახლე და ბევრ კარგ კომენტარს ვხედავ ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი luana

ვამეე რა კარგიი ხარ! ვერც კი ვხვდები როგორ შეიძლება შენი ნიჭის რეალურად შეფასება და შექება ❤️❤️❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
ვამეე რა კარგიი ხარ! ვერც კი ვხვდები როგორ შეიძლება შენი ნიჭის რეალურად შეფასება და შექება ❤️❤️❤️


გაიხარე, გენაცვალე, აბა ამისთანა ტკბილ და მურაბა მკითხველს დავაღალატებდი? მომავალში იქნება უკეთესი, უკეეთეესიი ... (მართლა)

 


№6  offline წევრი luana

ლაზარე 13
luana
ვამეე რა კარგიი ხარ! ვერც კი ვხვდები როგორ შეიძლება შენი ნიჭის რეალურად შეფასება და შექება ❤️❤️❤️


გაიხარე, გენაცვალე, აბა ამისთანა ტკბილ და მურაბა მკითხველს დავაღალატებდი? მომავალში იქნება უკეთესი, უკეეთეესიი ... (მართლა)


ეჭვიც არ მეპარება, გელოდები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent