შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენი სუნთქვით მავსებს სამყარო


15-12-2018, 22:13
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 869

მე შენს სურნელში ბნელეთს ვნებდები,
და ვინ რა იცის, ხვალ რომ ადგება,
რას მიხვდებიან სხვისი ნეკნები,
ჩემგან მოგლეჯილ ნეკნში რა ხდება..

გამიიისფრდა შენებრ თვალები,
ან შენი წასვლის უფრო მიზეზი,
ბოლო ფურცლამდე რომ მეყვარები,
იმ ვარდის მე რომ ეშმაკს მივეცი..

თქვენს ეშმაკს თორემ მეკუთვნის მე ძმად,
მხოლოდ თქვენ გძალუცთ ეშმად აქციოთ,
და რაც მან ერთხელ გიბოძათ გესლად,
ათასწლეულში გადმოანთხიოთ..

შენს ძილში იწვნენ წუხელ ფიქრები,
შენს ტკბილ ფშვინვაში აზრი გაშალეს,
რომ ვეღარასდროს ვეღარ იქნები,
ჩემი.. ეგ დარდი ჯერ ვერ წავშალე..

მოაკლდა მუზას შენი ხელები,
ისეც მარტოსულს, წავა, დამტოვებს,
და შენთან ყოფნით განახელები,
სუნთქვას გამითბობს კვლავ სიმარტოვე..

გიღიმი როგორც ვეფხვი დაჭრილი,
უღიმის თავის ბოლო სასთაულს,
და უწინ ჩვენი სარეცლის ზევით
უკუნ დილეგში ვუცდი სასწაულს..

წამოვიწევი ხელებგაწვდილი,
სანამ ზმანება შენი დამტოვებს,
უკუნისამდე ჩემი აჩრდილი,
შენთან დარჩება.. არ მიგატოვებს...
ვიცი.. არ გინდა ჩემი დანახვა...
მე შენთვის მხოლოდ მზედღა ამოვალ,
ჩემი სნეული სულის გადაღმა,
იქნებ შენი მზე მართლაც ამოვა..

ო რა ტკბილია, ო, რა უმანკო,
ჯერაც არ მჯერა.. ისევ მარტო ვარ...
დადებულ ფიცს მე აღარ უარვყოფ,
თუმც გავუშვი და მანაც დამტოვა...

იძინე ბნელში ჩემო იმედო,
ვიდრე ამბორი მთვარის გაქრება,
მე მეყვარები! თუნდაც იმ ერთ დროს,
როდესაც ყველა ვარდი დაჭკნება..



№1  offline წევრი ლეა

მომნატრებია მე შენი ლექსი და ჩემი გრძნობა მისი კითხვისას))

 


№2  offline წევრი luana

“გამიიისფრდა შენებრ თვალები” :(
ლამაზი ლექსია როგორც ყოველთვის <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ქი, ქი, ქი, სამაგიეროდ პროფილი მაქვს ღვთაებრივი დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent