შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ მარტო ვარ...


26-12-2018, 23:48
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 845

და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს..
მე კი აჩრდილთა სამყაროში ჩავიკარგები,
ვიცი, დრო მოვა.. ბევრი იტყვის, შური ვიძიე,
მარტოობით და ღალატით რომ დაიტანჯები..

აღარ იქნება ჩემი ფერფლიც.. ნიავს გაჰყვება,
როგორც ლექსები ჩაინთქმება ცეცხლის ქვიშაში,
რომ მეც მიყვარდა.. თუნდაც ერთხელ.. მეამაყება,
რომ შენს აჩრდილთან დავსეირნომ ღამით ქუჩაში..

მე მასწავლიდნენ ოდიდგანვე ძალმოსილებას,
და თავმდაბლობის სიყალბეზე მეღიმებოდა,
რას ვიფიქრებდი ათასწლოვან გამოცდილებას,
დაცემის შემდგომ რაიმე თუ ეწყინებოდა..

იყო.. დრო იყო.. ყველაფერი მსხვერპლად შევწირე,
ახლა კი ისე ძვირად დაჯდა ყოფნა უშენოდ..
მე უნდა მოვკვდე.. კვდავ უკვდავთა თუ არ დამცინეს,
რომ ურჩეულოდ არსებობის აზრი ვუჩვენო...

რომ ჩემი მუზა შენს ლექსებზე დამრჩა ორსულად,
მშობიარობის ვერ გაუძლო თავმა ტკივილებს,
ამ ჯოჯოხეთში წამების დრო თუ არც მოსულა,
სუსტი ვყოფილვარ და სისუსტეს მე ვერ მივიღებ..

თუ იყვავილებ შენს სხეულში დავიბადები,
მერე რა ვუყოთ თუ ჭრილობა ტირის, არ რჩება,
და თუნდაც კიდევ.. კვლავ ათასი წელი გავიდეს,
მე მეყვარები, სანამ ყველა ვარდი დაჭკნება..

ჰო, მეყვარები.. ამ ერთადერთს ვფციავ, გპირდები,
ახლა არ ვიცი, იქნებ ეს დრო შენს ხატს ჩააქრობს,
რომ ერთად უკვე ვერ ვიქნებით, თუმცა მჭირდები..
საჭიროებას დავიბედებ უკვე არასდროს..

დუმდა ბნელეთი.. დუმდნენ მთები.. დუმდნენ ფიქრები..
თვით უკვდავებამ სალოცავად უხმოდ დამტოვა,
შუაღამეა.. კვლავ არავის აღარ ვჭირდები..
ველი მამაჩემს.. ველი სიკვდილს.. ისევ მარტო ვარ...



№1  offline წევრი luana

შენ მარტო ვინ დაგტოვებს?
სიყვარული ხარ თავად,
ან რაღას ელი მამაშენს
სატრფო მოგადგა კართან.

თოვლი მოვიდა, გახედე,
ცოდოა გარეთ გიცდის,
ამდენი სტროფი დაწერე,
ნახე დრო როგორ მირბის.

ნუ დასჯერდები სიყვარულს,
რომელიც იყო ადრე.
ერთგულებისთვის ამ ქვეყნად
მედალს არავინ გვაძლევს.

(ღირს ლოდინი, როცა ასეთი გამონათებები გაქვს. ულამაზესი ლექსია❤️)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent