ბეე...
შორია ზეცა მიწისგან და ამიტომ მხიბლავს, რაც კი ხელთა გვაქვს ვერასოდეს ვაფასებთ ალბათ. მე ჩემი ციცქნა გალეული სამშობლო მიყვარს, რომელსაც ჩემთვის არცერთ მხარეს შემცვლელი არ აქვს. შორი ხარ ახლა ჩემო თავო... შორი ხარ ძლიერ, მელანგამოცლილ კალამს ჰგავხარ, რომელიც არ წერს. ჰაერს რომელსაც ხარბად სუნთქავ და ფილტვებს ივსებ, ალბათ ცხოვრების ნახევარს ან მეოთხედს გართმევს. თოვდა ჩემთან და შენთან ცხელი, მწველი მზე იყო, ბეე ნეტავ ახლა გაცოდინა აქ როგორ ცივა. თავს ყოველ დილით შენზე ჩუმი ფიქრებით ვითბობ და ყოველ ღამით სულიერად შენს გულზე მძინავს. ბეე ახლა უცებ მონატრება ამტკივდა შენი, ჩემი პირადი სამოთხე ხარ ... არავის ჰგავხარ. ყველა იმ წუთის გაფიქრება მწამლავს და ვკვდები, გვერდით რომ უნდა გყოლოდი და ახლოსაც არ ვარ. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.