სითბო არ დატოვო გულის მიღმა
სითბო არ დატოვო გულის მიღმა, ცაზე იხატება მთვარის დასი, ჩემი ძირითადი ინსტიქტი ხარ, ჩემი გაღიმების რენესანსი. ხაზი გადაუსვი სხვას რაც უთქვამს, გრძნობაც შენია და სიყვარულიც, შენ ხარ ბოლოს წინა ამოსუნთქვა, გულის გაძგერება ფინალური. და შენ ვერ გახდები მცირე ისე როგორც დახეული ბილეთები, როგორც გაზაფხულის პირველი მზე, როგორც დასანგრევი იმედები. გარეთ გაზაფხულზე გავიდოდი, შენ რომ ღიმილებით შემემჩნიე, თითქოს რითმებივით გამირბოდი, მაგრამ მუზასავით შემეჩვიე. შენი სიყვარული მომანათე, თორემ უშენობამ გამაწვალა, მე ვარ ის ბებერი მოსამართლე, შენ კი მოფრთხიალე ცასწავალა. თითქოს ძველი წლებიც მომელანდა, გულს რომ ყოველ ღამე მისერავდნენ, შენ ხარ უსასრულო ოცნება და ჩემი გათენების სიფერადე. შმაგი წიკლაური |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.