მინდა გფარავდეს მაღალი ღმერთი
მინდა გფარავდეს მაღალი ღმერთი, ამას ყოველდღე ლოცვებში ვეტყვი, შენ დაგიფარავს წმინდა სამება, თუნდაც გინდოდეს ჩემი წამება. დაგიფარავენ ჩემი ხელები, თუმცა შენ ამას მაინც ვერ ხვდები, დაგიფარავს ეს დაჭრილი გული, მე შენს სიყვარულს სათუთად ვუვლი. შენ დაგიფარავს ზეცა და მიწა, თუნდაც მომექცე საშინლად ბილწად, შენ დაგიფარავს მთელი სამყარო, მინდა, მეფენი შენ შეგადარო! მინდა იცხოვრო ლაღად და ტკბილად, მე შენი ყველა ტკივილი მტკივა, მინდა შევისხა ლამაზი ფრთები, და ანგელოზად მოგევლინები. ღვთის სახლის კუთხე-კუნჭულში მინდა დავანთო სანთელი ბევრი მინდა ვილოცო, მინდა ვევედრო, მინდა გფარავდეს მაღალი ღმერთი!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.