შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვგრძნობ მე


13-02-2019, 19:39
ნანახია 1 858

ვგრძნობ მე სულში ლანდები, როგორ ამებლანდება,
ალბათ მომენატრები მთელი ჩემი არსებით,
წვიმა შავი ქოლგების ზღვაში ჩაიკარგება
და მივხვდები სამყაროს მიღმა შენ რომ არსებობ.
შენ ხარ ალბათ სამოთხე, ჯოჯოხეთი უშენოდ
გატარებულ საათებს დაემსგავსა, მარიამ!
მონატრებას წუთები საძირკველს აუშენებს,
მიტოვებულ ჰორიზონტს მთვარე უმღერს არიებს.
ვგრძნობ მე სულში რამდენი დამიგროვდა დარდები,
ალბათ დამეკარგება უშფოთველი სიზმრები,
კვლავ გავთელავ ბილიკებს, არ ნათოვს და არდებულს,
ნაფეხურად დარჩება ერთი ღამის ფიქრები.
ვგრძნობ მე სულში ლანდები, როგორ ამებლანდება,
ალბათ მომენატრები, მალე მარტი იგრგვინებს,
გიყურებ და ვირწმუნე, ისევ რომ დამთავრდება
ის დრო, ცრუ მეფეები რომ იდგამენ გვირგვინებს.
ვგრძნობ მე გულში რამდენი, დამიგროვდა სათქმელი,
ალბათ ვეღარ გავუძლებ, ალბათ გეტყვი დარდებად,
მიმოვფანტავ არ ნათოვ, არარსებულ ნამქერებს,
წვიმა შავი ქოლგების ზღვაში ჩაიკარგება.
~ ბ.ბ. ~



მიდი მოფინტე დარდები,
გაინთავისუფლე სული,
ისიამოვნე იმით ან მისით,
არ დაგავიწყდეს იგი,

დარემუნდი, მის სიყვარულში,
არწმუნე სიყვარულში,
არ დაგავიწყდეს ეს რჩევა,
გამოგადგება მე მჯერა.

ნუ რავი მგონი ცუდი ლექსი არაა, და მართლა რაიმე ისტორიაც რო დადო არ გინდა, ისე ძაან კაი ლექსებს წერ, აი მე კი ლექსების წერა არ მეხერხება.

 


სიყვარული გულს გვტკენს
მიდი მოფინტე დარდები,
გაინთავისუფლე სული,
ისიამოვნე იმით ან მისით,
არ დაგავიწყდეს იგი,

დარემუნდი, მის სიყვარულში,
არწმუნე სიყვარულში,
არ დაგავიწყდეს ეს რჩევა,
გამოგადგება მე მჯერა.

ნუ რავი მგონი ცუდი ლექსი არაა, და მართლა რაიმე ისტორიაც რო დადო არ გინდა, ისე ძაან კაი ლექსებს წერ, აი მე კი ლექსების წერა არ მეხერხება.

მადლობა ძალიან დიდი <3 პროზაული ნაწარმოებები ნაკლებად მეხერხება მაგრამ ვნახოთ <3

eremar
დარდი გულის სწორს გაუზიარო
ამითი არვინ არ დაშავდება;
თუ გიყვარს, რაგინდ ბევრი იარო,
გზა მაინც მისას დაგიღამდება;

გაანდე იმ სწორს გულის ნადები,
გათავისუფლდი თვითგვემისაგან;
გაუზიარე მას შენი ხვედრი
და მოგიშუშოს იქნებ იარა;

სხვა მეტი კიდევ რა დაგიწერო,
რა შემიძლია გითხრა წამლადა;
შენი ხილვისა მონატრებამან
გამხადა მეცა ძლიერ ავადა;

მოდი,მომეცი, მომხვიე ხელი,
და ამოვუდგეთ მხარში ერთურთსა;
ბედნიერების ერთად ვუხადოთ
სამადლობელი ჩვენსა მეგზურსა.

მომიტევეთ, ეს სისულელე რომ მივაწერე ამ საოცარ ლექს:(( უბრალოდ წაკითხვისას ჩემში არსებული გრძნობები გააღვიძა და რაც იმ მომენტში გავიფიქრე ის დამეწეინა, არადა არვწერ, ამას ისედაც მიხვდებოდით :))

მიხარია, ვინმეში ასეთ გრძნობებს თუ ვიწვევ <3
--------------------
~ბ.ბ.~

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent